NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მსოფლიო»“დიდი პატივია ვიყო ასეთი ადამიანის შვილი” – ვინ არის დარია დუგინა

“დიდი პატივია ვიყო ასეთი ადამიანის შვილი” – ვინ არის დარია დუგინა

21 აგვ 2022 მსოფლიო 487 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

21 აგვისტოს ღამით მოსკოვში, 29 წლის ასაკში, ავტომობილის აფეთქებისას, სავარაუდოდ დაიღუპა “რუსული სამყაროს” მთავარი იდეოლოგისა და მემარჯვენე რადიკალი ფილოსოფოსის ალექსანდრე დუგინის ქალიშვილი დარია დუგინა (პლატონოვა).

ავტომობილი Land Cruiser Prado, რომელშიც აფეთქება მოხდა, სავარაუდოდ ალექსანდ დუგინს ეკუთვნის

დარია დუგინა (პლატონოვა) დაიბადა მოსკოვში 1992 წლის 15 დეკემბერს. 2015 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოსფიის ფაკულტეტი და იქვე ჩაბაარა ასპირანტურაში. სწავლის დასრულების შემდეგ დარია დუგინა ცდილობდა გაეგრძელებინა მამის საქმე და ხშირად კითხულობდა ლექციებს.

დარია დუგინა იზიარებდა მამის იდეებს და, გარდა ამისა, ახლოს იყო ევროპის მემარჯვენე პარტიების, განსაკუთრებით მარინ ლე პენის პარტიის მხარდამჭერებთან.

2021 წელს მიცემულ ერთ-ერთი ინტერვიუში დარია დუგინამ მამის შესახებ დასმულ კითხვას ასე უპასუა:

“დიდი პატივია ვიყო ასეთი ადამიანის შვილი. ღირსეულად ვატარებ ამ პატივს, ვამაყობ მისით და ცდას არ ვაკლებ გავაგრძელო როგორც მისი იდეები, ასევე ბრძოლა ბოროტებასთან.”

დარია დუგინა იყო ალექსანდრ დუგინის მიერ დაფუძნებული საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის პოლიტიკური მიმომხილველი.

პოლიტიკური მეცნიერებისა და ფილოსოფიის გარდა, დარია დუგინა ჟურნალისტიკითაც იყო დაკავებული. გარკვეული პერიოდის განმავლობაში იგი უძღვებოდა გადაცემას სერგეი მარდანთან ერთად რადიო „კომსომოლსკაია პრავდაში“.

ასევე დარია დუგინა (პლატონოვა) ცნობილი იყო, როგორც ფილოსოფიურ მეცნიერებათა კანდიდატი, პოლიტიკური სატელევიზიო გადაცემების მონაწილე. ხშირად გამოდიოდა როგორც ექსპერტი საფრანგეთის პოლიტიკის საკითხებში.

მისი კვლევის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება იყო ბერძენი ფილოსოფოსის პლატონის იდეების გავლენის შესწავლა ანტიკურ სამყაროზე. არაა გამორიცხული, რომ პლატონის იდეებისა და მისი პიროვნებისადმი განსაკუთრებულმა გატაცებამ უბიძგა დუგინას სოციალური ქსელებისთვის აეღო ფსევდნომი პლატონოვა.

დარია დუგინა ასევე ცნობილი იყო უკრაინაში რუსული სპეცოპერაციის აქტიური მხარდაჭერით. იგი ასევე პირადად იცნობდა დონბასის სახალხო ლაშქრის მებრძოლებს.

2022 წლის ივლისში დიდი ბრიტანეთის მთავრობამ დარია დუგინას (პლატონოვას) სანქციები დაუწესა უკრაინაში კონფლიქტის შესახებ „დეზინფორმაციის გავრცელებისთვის“.

წყარო

კომენტარები

TOP დარია დუგინა 2022-08-21
ნინო ჩხეიძე
Tags TOP დარია დუგინა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

რუსებმა ოდესის ოლქზე იერიში ხუთი რაკეტით მიიტანეს

შემდეგი სტატია

პაპუაშვილი: ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურის წარდგენაზე უარის თქმა, რადიკალური ოპოზიციის წახალისებაა

მსგავსი სტატიები

ირინა შეიკი პოდიუმს დაუბრუნდა

03 ოქტ 2017
ჯოზეფ ბორელი: რუსეთის არაჰუმანური აგრესია თავს ესხმის მშვიდობიან მოქალაქეებს, ამ დანაშაულებისთვის დაუსჯელობა არ იქნება

ჯოზეფ ბორელი: რუსეთის არაჰუმანური აგრესია თავს ესხმის მშვიდობიან მოქალაქეებს, ამ დანაშაულებისთვის დაუსჯელობა არ იქნება

ნინო ჩხეიძე 16 იან 2023
ანჟეი დუდა: პოლონეთზე რუსეთის პირდაპირი თავდასხმის შემთხვევაში, პასუხი იქნება სწრაფი და გადამწყვეტი

ანჟეი დუდა: პოლონეთზე რუსეთის პირდაპირი თავდასხმის შემთხვევაში, პასუხი იქნება სწრაფი და გადამწყვეტი

ნინო ჩხეიძე 12 თებ 2023

უახლესი ამბები

  • ფილმები დეტექტიური ჟანრის მოყვარულებისთვის

    ფილმები დეტექტიური ჟანრის მოყვარულებისთვის

  • ყავის საშუალებით შექმნილი მონა ლიზა

    ყავის საშუალებით შექმნილი მონა ლიზა

  • დღე ისტორიაში – 24 მარტი

    დღე ისტორიაში – 24 მარტი

  • თინა კანდელაკი: როგორც იქნა სამარშრუტო ტაქსებს “სოჭი-გაგრა” ღირსეული კონკურენტი გამოუჩნდათ, მატარებელ “ლასტოჩკას” სახით, რომელიც …

    თინა კანდელაკი: როგორც იქნა სამარშრუტო ტაქსებს “სოჭი-გაგრა” ღირსეული კონკურენტი გამოუჩნდათ, მატარებელ “ლასტოჩკას” სახით, რომელიც …

  • ლევან იოსელიანი: ციხის საავადმყოფოში დაბრუნება შეიძლება საშიში იყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის

    ლევან იოსელიანი: ციხის საავადმყოფოში დაბრუნება შეიძლება საშიში იყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის

  • “ლამის რელიგიური ფანატიზმისა და გახშირებული ცენზურის ეპოქაში უხამსობად შერაცხილი ნაწარმოებებისათვის დაჩა მარაინს სასამართლოში ხუთჯერ უჩივლებდნენ”

    “ლამის რელიგიური ფანატიზმისა და გახშირებული ცენზურის ეპოქაში უხამსობად შერაცხილი ნაწარმოებებისათვის დაჩა მარაინს სასამართლოში ხუთჯერ უჩივლებდნენ”

  • მამუკა გამყრელიძე: მგონი მართლა აპირებენ ფრენების აღდგენას და უვიზო მიმოსვლის შემოღებას. ერთადერთი კითხვა მრჩება …

    მამუკა გამყრელიძე: მგონი მართლა აპირებენ ფრენების აღდგენას და უვიზო მიმოსვლის შემოღებას. ერთადერთი კითხვა მრჩება …

  • საქართველოს ბანკთან პარტნიორობით და სტარტაპ ბიუროს ორგანიზებით „მარცხის ისტორიების“ მორიგი ღონისძიება გაიმართა

    საქართველოს ბანკთან პარტნიორობით და სტარტაპ ბიუროს ორგანიზებით „მარცხის ისტორიების“ მორიგი ღონისძიება გაიმართა

  • მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპერსმა, თიბისი კაპიტალის დახმარებით, პირველადი ემისია განახორციელა  და 100 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა

    მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპერსმა, თიბისი კაპიტალის დახმარებით, პირველადი ემისია განახორციელა და 100 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ჰარვარდის სკოლის ბიზნესქეისების კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ჰარვარდის სკოლის ბიზნესქეისების კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge