NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»დავით ზურაბიშვილი: …რანაირად შეგიძლიათ იმეორებდეთ რუსულ პროპაგანდას იმის თაობაზე, რომ ზელენსკი არის ტაკიმასხარა და ამერიკის დაკვეთით უკრაინელ ხალხს საზარბაზნე ხორცად იყენებს?

დავით ზურაბიშვილი: …რანაირად შეგიძლიათ იმეორებდეთ რუსულ პროპაგანდას იმის თაობაზე, რომ ზელენსკი არის ტაკიმასხარა და ამერიკის დაკვეთით უკრაინელ ხალხს საზარბაზნე ხორცად იყენებს?

20 აგვ 2022 საზოგადოება 387 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
“ცოტა გრძლად გამომივა, მაგრამ დამიგროვდა და, როგორც იტყვიან, უნდა ამოვთქვა.
1992 წელს, როდესაც აფხაზეთში ომი დაიწყო და როდესაც ამ ომში რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილებიც ჩაერთვნენ თავიანთი ავიაციით და არტილერიით, თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მთელი ერი გაერთიანდებოდა ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, იქნებოდა იგი ზვიადისტი, ანტიზვიადიასტი, მხედრიონელი თუ პოლიტიკურ პრეფერენციებში ჩამოუყალიბებელი.
სამწუხაროდ და ჩემდა გასაოცრად მაშინ ასე არ მოხდა. იარაღით დამხობილი ხელისუფლების მომხრეთა დიდი უმრავლესობის მიერ ომი აფხაზეთში შევარდნაძის და ხუნტის ომად იქნა აღქმული და არა ქართული სახელმწიფოს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხად. შედეგად, მთელ დასავლეთ საქართველოს, სადაც გამსახურდიას ხელისუფლების მომხრეები აბსოლუტურ უმრავლესობას შეადგენდნენ, ომში მონაწილეობა პრაქტიკულად არ მიუღია. უმნიშვნელო გამონაკლისის გარდა ომში არ ჩართულა აფხაზეთის უშუალო მოსაზღვრე სამეგრელო და გალის რაიონის ქართული მოსახლეობა. უფრო მეტიც, ჩემი ყურით მაქვს მაშინ მოსმენილი ანტისახელისუფლო მიტინგზე, რომ თუ შევარდნაძე დამარცხდება, ეს ხელს შეუწყობს კანონიერი ხელისუფლების აღდგენას. ისიც ხშირად მესმოდა, რომ ეს ომი პრაქტიკულად თამაშია, შევარდნაძე და ელცინი შეთანხმებულები არიან, აფხაზეთი გაყიდულია და ა. შ. აჭარის მმართველი ასლან აბაშიძე კი სრულიად ოფიციალურად იყო გამიჯნული ცენტრალური ხელისუფლებისგან და ხმამაღლა ამბობდა, რომ არ აპირებს შევარდნაძის ავანტიურაში მონაწილეობას.
ერთადერთი გამონაკლისი, როდესაც მტრის წინააღმდეგ ერთმანეთის მხარდამხარ დადგნენ ზვიადისტებიც და მხედრიონელებიც, იყო სოხუმის დაცვა. სოხუმელები მაშინ გააერთიანა საერთო საფრთხემ და შიდაპოლიტიკური უთანხმოებები გვერდზე გადაიდო. მნიშვნელოვანწილად ამიტომაც იყო, რომ სოხუმმა ერთი წელზე მეტხანს გაუძლო რიცხობრივად და შეიარაღებით ბევრად უფრო ძლიერი მტრის შემოტევას.
სამწუხაროდ სხვაგან ასე არ იყო. ე. წ. ზვიადისტებში გადატრიალების შედეგად მოსულ ხელისუფლებასთან დაპირისპირება უფრო პრიორიტეტული გახლდათ და ამიტომაც ვერაფრით მოხერხდა ეროვნული კონსოლიდაცია რუსეთის აგრესიის და აფხაზური სეპარატიზმის წინააღმდეგ.
რით დამთავრდა ეს ყველაფერი, ცნობილია. ძნელი სათქმელია რა მოხდებდა ქართული საზოგადოების კონსოლიდაციის შემთხვევაში, თუმცა, ვფიქრობ, ოჩამჩირის და გალის რაიონების სამ დღეში აღებას რუსების და სეპარატისტების გაერთიანებული ძალები ნამდვილად ვერ მოახერხებდნენ.
ახლა, რატომ გამახსენდა ეს ყველაფერი?
იმიტომ, რომ დღეს, როდესაც უკრაინაში მიმდინარეობს რუსეთის სამხედრო აგრესია, როდესაც ამ აგრესიას უპირისპირდება მთელი ცივილიზებული სამყარო, როდესაც პუტინს პირდაპირ აქვს გაცხადებული იმპერიალისტური ზრახვები საბჭოთა კავშირის აღდგენის შესახებ და უკრაინის გმირული ბრძოლა რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ ფაქტობრივად საქართველოსთვის ბრძოლაცაა, როდესაც თითქოს არანაირ კითხვის ნიშნებს არ უნდა იწვევდეს ის, თუ რომელ მხარესაა ამ ომში სიკეთე და რომელ მხარესაა ბოროტება, ქართული საზოგადოების ერთი ნაწილი ახერხებს და არა მხოლოდ შიდაპოლიტიკური დაპირისპირების ჭრილში აღიქვამს ამ ომს, არამედ პრაქტიკულად რუსეთს გულშემატკივრობს იმის შიშით, რომ ემანდ უკრაინის გამარჯვებამ საქართველოში ნაცების მობრუნება არ გამოიწვიოს.
ბიძინა ივანიშვილზე და საქართველოს ხელისუფლებაზე ამ შემთხვევაში არაფერს ვამბობ. ბიძინას პოზიცია სადღაც გასაგებიცაა: უკრაინის გამარჯვება დემოკრატიის და დასავლეთის გამარჯვებას ნიშნავს, რაც ბიძინას მსგავსი ჩრდილოვანი მმართველების ერთპიროვნულ და შეუზღუდავ ძალაუფლებას პრინციპულად გამორიცხავს. მისი მარიონეტებისაც მესმის გარკვეულწილად: მათ ხომ მხოლოდ ამ ხელისუფლების პირობებში აქვთ შანსი რაღაცას წარმოადგენდნენ, თორემ ისე ან კობახიძე ვის დაკარგვია, ან მდინარაძე, ან მით უმეტეს ოცნების ფარად განდგომილი ოთხეული?
მაგრამ ვინც ხელისუფლებაში არ ხართ, უშუალოდ ბიძინას “კარმუშკაზე” არ ზიხართ, ათასხუთასლარიან ექსპერტებადაც არ მუშაობთ და თან რომ გკითხოთ ვინმემ, სამშობლო ძალიან გიყვართ, აი, რანაირად ახერხებთ, რომ ამ ომში ფაქტობრივად პუტინს გულშემატკივრობთ? რანაირად შეგიძლიათ იმეორებდეთ რუსულ პროპაგანდას იმის თაობაზე, რომ ამერიკა თურმე ომში ითრევს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს, რომ ზელენსკი არის ტაკიმასხარა და ამერიკის დაკვეთით უკრაინელ ხალხს საზარბაზნე ხორცად იყენებს? რანაირად შეგიძლიათ დაიჯეროთ და გაიმეოროთ მსგავსი უსინდისო ბოდვები? და საერთოდ რანაირად შეგიძლიათ ახლა, როდესაც ფაქტობრივად მესამე მსოფლიო ომი მიდის რუსეთის იმპერიის ნარჩენებსა და დემოკრატიულ სამყაროს შორის, ებრძოდეთ ამერიკის და ევროკავშირის ელჩებს და აგინებდეთ უკრაინის ხელისუფლებას? ვინ ხართ თქვენ, რა ჯიშის ხართ და თუ ატყობთ რა დაგამსგავსათ ბიძინას ხელისუფლებამ და ნაცების შიშმა?
სამწუხაროდ დღეს კვლავ მეორდება ის, რაც უკვე იყო ოცდაათი წლის წინ, როცა შიდაპოლიტიკური ანტაგონიზმი არის უფრო ძლიერი, ვიდრე ქვეყნის ეროვნული ინტერესების გაცნობიერება და თუ ოცდაათი წლის წინ ეს კიდევ რაღაცნაირად გასაგები იყო, რადგან სულ ახალი გამოსული ვიყავით საბჭოთა კავშირიდან და იმდროინდელი ხელისუფლებაც კანონიერად არჩეული პრეზიდენტის დამხობის შედეგად იყო მოსული, დღეს ასეთი მიდგომა არა მხოლოდ კატასტროფაა, არამედ ერთგვარი ანაქრონიზმიც. დღეს, თუ საზოგადოებაში სახელმწიფოებრიობის ანაბანაზე მაინც არის სრული ეროვნული თანხმობა, ხელისუფლების ასეთი კოლაბორაციონისტული პოზიციის გამო წესით ქვეყანა ყალყზე უნდა იდგეს და არათუ ვერცერთი ხელისუფალი, ხელისუფლების მომხრეც კი ვერ უნდა ბედავდეს გვაკადროს ის, რასაც სახელისუფლო მედია და ექსპერტები კადრულობენ და გვეუბნებიან.
ბურბონებზეა ნათქვამი, ვერც ვერაფერი დაივიწყეს და ვერც ვერაფერი ისწავლესო. ამ ანალოგიით ჩვენზეც თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ვერაფერი ვისწავლეთ, ოღონდ ჩვენ, ფრანგი მონარქებისგან განსხვავებით, არც არაფერი გვახსოვს.
მოკლედ, ოცდაათი წელი, როგორც ერთი დღე. მითამცა არა ყოფილა,” – წერს სოციალურ ქსელში მწერალი და “რესპუბლიკური პარტიის” ყოფილი ლიდერი, დავით ზურაბიშვილი.

კომენტარები

TOP დავით ზურაბიშვილი 2022-08-20
ნინო ჩხეიძე
Tags TOP დავით ზურაბიშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

RBC-Ukraine: მოსკოვი ემზადება დაადანაშაულოს უკრაინა ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებაში

შემდეგი სტატია

უკრაინული მედია: ჰაკერებმა ყირიმში ტელევიზია გატეხეს და რუსებს შეახსენეს, ვის ეკუთვნის ნახევარკუნძული

მსგავსი სტატიები

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს 90 წელი შეუსრულდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს 90 წელი შეუსრულდა

ნინო ჩხეიძე 04 იან 2023
“დედაჩემზე იყო მძიმე ჭორი, რომ ცუდად არის, რა თქმა უნდა, სრულიად სისულელეა”

“დედაჩემზე იყო მძიმე ჭორი, რომ ცუდად არის, რა თქმა უნდა, სრულიად სისულელეა”

ნინო ჩხეიძე 03 ოქტ 2021
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს

ნინო ჩხეიძე 14 ივლ 2022

უახლესი ამბები

  • ალეკო ელისაშვილი: ბეჭი არ იტკინოს ბატონმა ჩალაძემ ერთი ეგ მაშინებს რა

    ალეკო ელისაშვილი: ბეჭი არ იტკინოს ბატონმა ჩალაძემ ერთი ეგ მაშინებს რა

  • თეა გოდოლაძე: მიწისძვრა კი არ კლავს ადამიანს. შენობა კლავს და უტვინო, ფულის მოხვეჭაზე აგებული სამშენებლო პოლიტიკა!

    თეა გოდოლაძე: მიწისძვრა კი არ კლავს ადამიანს. შენობა კლავს და უტვინო, ფულის მოხვეჭაზე აგებული სამშენებლო პოლიტიკა!

  • ლევან ბეჟაშვილი: ვიხილავთ მანდატების დატოვების საკითხს – ვიწყებთ კონსულტაციებს დასავლელ პარტნიორებთან და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, რომ დავტოვოთ პარლამენტი

    ლევან ბეჟაშვილი: ვიხილავთ მანდატების დატოვების საკითხს – ვიწყებთ კონსულტაციებს დასავლელ პარტნიორებთან და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, რომ დავტოვოთ პარლამენტი

  • ელენე ხოშტარია: „დროა“ ენმ-ს საპროტესტო აქციებს უერთდება

    ელენე ხოშტარია: „დროა“ ენმ-ს საპროტესტო აქციებს უერთდება

  • თურქეთი – მიწისძვრის კადრები (ვიდეო)

    თურქეთი – მიწისძვრის კადრები (ვიდეო)

  • ლიზა იასკო: საქართველო, შენ წამართვი ჩემთვის ახლო ადამიანი, მიხეილ სააკაშვილი

    ლიზა იასკო: საქართველო, შენ წამართვი ჩემთვის ახლო ადამიანი, მიხეილ სააკაშვილი

  • „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან შეიკრიბნენ

    „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან შეიკრიბნენ

  • აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით სააკაშვილის საქმეს

    აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით სააკაშვილის საქმეს

  • „ნაციონალური მოძრაობა“  ხვალ აქციას მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართავს

    „ნაციონალური მოძრაობა“ ხვალ აქციას მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართავს

  • „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს

    „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge