პარლამენტის ვიცე-სპიკერის ლევან იოსელიანის განცხადებით, გადაწყვეტილება, რომ „სამართლიანი არჩევნები” (ISFED) საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე შექმნილ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე არ დაუშვეს, სამართლიანი არ არის. როგორც იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, კონკრეტული პიროვნების პოლიტიკური შეხედულება ორგანიზაციის მიმართ გადაწყვეტილებაზე არ უნდა აისახოს. „ჩვენი პოზიცია არის, რომ ISFED უნდა ესწრებოდეს ამ შეხვედრებს. მათ მიმართ გამოტანილი ეს გადაწყვეტილება სამართლიანად არ მიმაჩნია. მიუხედავად იმისა, კონკრეტულ პიროვნებას რა ხედვა, ან რა პოლიტიკური გემოვნება აქვს, ეს არ უნდა აისახოს ორგანიზაციის მიმართ გადაწყვეტილებაზე. ISFED ყოველთვის მონაწილეობდა საარჩევნო საკითხების განხილვებში და ვფიქრობ, მისი ჩართულობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი. აქედან გამომდინარე, მეც ვთხოვე მმართველ პარტიას, რომ გადახედონ თავიანთ გადაწყვეტილებას და შემდგომი შეხვედრისთვის იქნებ გაირკვეს ეს საკითხი. თავის მხრივ, ISFED აცხადებს, რომ არანაირი პოლიტიკური განცხადება რომელიმე პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ, ან მმართველი პარტიის ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენება მათი მხრიდან არ მომხდარა. აქედან გამომდინარე გაუგებარია, რა დგას ამ ყველაფრის უკან”,- განაცხადა ლევან იოსელიანმა.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში, რომლის პირველი შეხვედრაც პარლამენტში დღეს იმართება, არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიან არჩევნებს” მონაწილეობის ნება არ დართეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა გივი მიქანაძემ განუცხადა და გადაწყვეტილების მიზეზი განმარტა. მისი თქმით, “სამართლიანმა არჩევნებმა” ნეიტრალიტეტი დაკარგა, როდესაც პრემიერ-მინისტრის გადაყენების თაობაზე მოთხოვნას შეუერთდა. მიქანაძის განმარტებით, “სამართლიანი არჩევნები” არის ორგანიზაცია, “რომელმაც 2020 წლის პარალელური დათვლის შედეგები გააყალბა, 7 კვირის განმავლობაში დამალა და ამით ქვეყნის იმიჯი შელახა
კომენტარები