ხვიჩა კვარაცხელიამ 15 აგვისტოს, “ნაპოლის” რიგებში პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა. “სერია ა”-ს სადებიუტო შეხვედრაში ნეაპოლური გუნდი “ვერონას” დაუპირისპირდა და ანგარიშით 5-2 გაიმარჯვა.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში პირველი გოლის გატანა მასპინძლებმა მოახერხეს, რასაც 37-ე წუთზე კვარაცხელიას თავური დარტყმა მოჰყვა, რითაც მან ანგარიში გაათანაბრა.
ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩში საგოლე გადაცემაც შეასრულა. მის პასით პიოტრ ზელინსკიმ ისარგებლა, “ნაპოლის” მე-3 გოლი გაიტანა და სტუმრები შეხვედრაში მეორედ დაწინაურდნენ.
კვარაცხელიას ოფიციალური დებიუტი, რომელიც ქართველისთვის და მისი გუნდისთვის ძალიან შედეგიანი აღმოჩნდა, სოციალურ ქსელ “ტვიტერში”, იტალიელი და არამხოლოდ იტალიელი გულშემატკივრისა და მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.
“ხვიჩა კვარაცხელია აქ დასარჩენად მოვიდა, დაიმახსოვრეთ მისი სახელი და დაიმახსოვრეთ მისი წარმოთქმა”
“ვიცოდი, რომ კვარაცხელია შესანიშნავი დრიბლერი იყო, მაგრამ არ მეგონა თუ ჰაერშიც ასეთი სახიფათო იყო. ცეცხლოვანი მოთამაშე და შენაძენი “ნაპოლისთვის”
“ვარსკვლავი დაიბადა”
“პოტენციალი კვარაცხელიას მუდამ ჰქონდა, ახლა ამის შედეგს ვხედავთ უმაღლეს დონეზე”
“მწყინს, რომ “მილანმა” არ შეიძინა კვარაცხელია. “ნაპოლიმ” ის მხოლოდ და მხოლოდ 10 მილიონად იყიდა. არ ვამბობ რომ ის გვჭირდება, მაგრამ ხელიდან გავუშვით ფეხბურთელი, რომელსაც აქვს პოტენციალი მსოფლიო კლასის მოთამაშე გახდეს, თან მხოლოდ 10 მილიონად. ისეთი მოთამაშეა, რომელიც შეგიძლია რამდენიმე წელიწადში ბევრად მეტად გაყიდო, ვიდრე გადაიხადე”
“ის ძალიან მომწონს. ასევე ძალიან თავმდაბალ მოთამაშედ ვხედავ”
“მონსტრი”
“მე ამას ვეუბნები ყველას მას შემდეგ, რაც მასზე ვსაუბრობდით ნეაპოლში და ვნახე მისი რამდენიმე ვიდეო… აბსოლუტური ფენომენი… ჯუნტოლის შედევრი”
“ყოველ ჯერზე, როცა ბურთს ეხება, ტრიბუნებიდან ღრიალი მესმის. არ ვიცი ისინი “ნაპოლის” გულშემატკივრები არიან თუ “ვერონას” ფანები, რომლებიც ნერვიულობენ”
“არ მინდა გადაჭარბებული რეაქცია მქონდეს, თუმცა არასდროს მინახავს მესი, რომელიც აკეთებდეს ისეთ რამეებს, რასაც კვარა შვრება. თან უფრო მცირე ასაკში უკეთესი წვერი აქვს”
კომენტარები