მსოფლიოში ყველაზე დიდი თევზი ვეშაპისებრი ზვიგენია, რომლის სიგრძე 40 ფუტს აღწევს და საშუალოდ 20 ტონას იწონის. ზვიგენები ხორცისმჭამელები არიან, მაგრამ ისინი ფილტრავენ პლანქტონს თავიანთი უზარმაზარი პირით, როდესაც წყლის ზედაპირზე ბანაობენ.
სინამდვილეში, რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, ვეშაპისებრი ზვიგენები იმდენად მეგობრულები არიან, რომ ადამიანები ხშირად ბანაობენ მათთან ერთად. მაგალითად, წყალქვეშა ფოტოგრაფმა ფიონა აიერსტიმ რამდენჯერმე გადაიღო ისინი ადამიანებთან ახლოს ბანაობისას. თუმცა ეს სახეობა ძალიან დაუცველია და ვეშაპის შემდეგ მსოფლიოში ყველაზე დიდი ცხოველია, რაც მას დინოზავრების კლასში აყენებს. IUCN-ის მიერ ვეშაპისებრი ზვიგენი გადაშენების საფრთხის ქვეშაა მიჩნეული მეთევზეების ზემოქმედების, შემთხვევითი დაჭერის, გემების დარტყმის, ოკეანეებში ჩაღვრილი ნავთობის და სხვა მიზეზების გამო.
ეს სახეობა ასევე დაემატა ველური ფაუნისა და ფლორის გადაშენების პირას მყოფი სახეობების საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის II დანართს (CITES) 2003 წელს ცოცხალი ნიმუშებითა და მისი ნაწილებით საერთაშორისო ვაჭრობის დასარეგულირებლად. ჩინეთში ყოველწლიურად ასობით ვეშაპისებრ ზვიგენს უკანონოდ კლავენ ფარფლების, კანისა და ზეთის გამო.
მეცნიერები ჯერ კიდევ ცდილობენ ამოიცნონ და შეისწავლონ ამ გიგანტების მიგრაცია და ქცევა. ისინი ძირითადად ცხოვრობენ თბილ ტროპიკულ წყლებში და იყენებენ ჩაშენებულ ფილტრებს საკვებად, მაგრამ არსებობს გარკვეული მტკიცებულება, რომ მათ გრძელვადიანი მიგრაციული მოგზაურობებიც ახასიათებთ უფრო ცივ ღრმა წყლებში წლის სხვადასხვა მონაკვეთში. ვეშაპისებრი ზვიგენები ცოცხლობენ 70-100 წლამდე.
წყარო: livescience.com
კომენტარები