NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ვალერი ჩეჩელაშვილი „ოცნებიდან“ წასული დეპუტატების განცხადებაზე: ეს არის შეტევა რეალურად აშშ-ს პოლიტიკაზე საქართველოსთან მიმართებაში

ვალერი ჩეჩელაშვილი „ოცნებიდან“ წასული დეპუტატების განცხადებაზე: ეს არის შეტევა რეალურად აშშ-ს პოლიტიკაზე საქართველოსთან მიმართებაში

12 აგვ 2022 პოლიტიკა 482 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ეს არის შეტევა რეალურად აშშ-ს პოლიტიკაზე საქართველოსთან მიმართებაში, შესაბამისად, წერილი ემსახურება არა იმას, რომ აშშ-ს საელჩოს ავტორიტეტი შეილახოს საქართველოში, ეს მიმართულია კონკრეტულად ამერიკის საქართველოსთან ურთიერთობების წინააღმდეგ, – ასე აფასებს უკრაინასა და რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, ვალერი ჩეჩელაშვილი „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლებისადმი მიდგომა ამერიკის საელჩოს არ შეუცვლია და ის პოლარიზაციის ხელოვნურად გაღრმავების ხარჯზე, რევოლუციის მოწყობასა და საქართველოს „მეორე ფრონტად“ ქცევას ეცდება.

ჩეჩელაშვილის შეფასებით, საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი მთავრობაა, დეპუტატები ცალკე აღებული ინდივიდები არიან. მისივე თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ მთავრობის სახელით უნდა მოახდინოს საკუთარი პოზიციონირება ამ წერილთან დაკავშირებით.

„ის, რომ კონკრეტული შეტევაა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოზე და კონკრეტულად კელი დეგნანზე ამან შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს, იმიტომ რომ არ არსებობს საელჩოს პოლიტიკა ქვეყნის მიმართ ან საერთოდ საელჩოს პოლიტიკა, ასეთი ცნება დიპლომატიაში არ არსებობს. ვინმეს თუ უნდა განაცალკევოს ამერიკის საელჩოს პოლიტიკა ამერიკის პოლიტიკისგან – ეს არის ძალიან უსუსური მცდელობა. ამიტომ ეს შეტევა რეალურად არის აშშ-ს პოლიტიკაზე საქართველოსთან მიმართებაში. შესაბამისად, ეს წერილი ემსახურება არა იმას, რომ აშშ-ს საელჩოს ავტორიტეტი შეილახოს საქართველოში, ეს მიმართულია კონკრეტულად ამერიკის საქართველოსთან ურთიერთობების წინააღმდეგ. რაც უფრო მეტი ამერიკის შეერთებული შტატებია საქართველოში, რაც უფრო მყარი და მაღალი ხარისხის თანამშრომლობა ახასიათებს საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებს, მით უფრო ნაკლები საშუალება აქვს რუსეთს მანიპულაციისთვის. რაც უფრო სუსტდება ჩვენი ურთიერთობები ამერიკასთან, რუსეთს უადვილდება საქართველოში ჰიბრიდული ოპერაციების წარმოება და საკუთარი გავლენების გაძლიერება.

საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი მთავრობაა. დეპუტატები არიან ცალკე აღებული ინდივიდები. მათ აქვთ უფლება გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები, მაგრამ მათ უნდა ესმოდეთ, რომ ამ მოსაზრებებს და გამონათქვამებს კონკრეტული გავლენა აქვს მათ ავტორიტეტზე და რეპუტაციაზე საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში. რეალურად პოლიტიკას აშშ-ს მიმართ დღეს და საერთოდ, ახორციელებს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ამიტომ, ჩვენ როგორც საზოგადოება იმის ღირსი ვართ , რომ საგარეო სამინისტრომ მთავრობის სახელით მოახდინოს საკუთარი პოზიციონირება ამ წერილთან დაკავშირებით“,- განაცხადა ჩეჩელაშვილმა.

ის შექმნილ ვითარებაში საფრთხეებს ხედავს და მიიჩნევს, რომ ამერიკასთან ურთიერთობების შესუსტდება ნიშნავს მეტ შესაძლებლობას, რომ რუსეთმა საკუთარი გავლენები საქართველოში გააძლიეროს.

მისივე მოსაზრებით, თუ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდება, მაშინ ის საკუთარ თავზე აიღებს პასუხისმგებლობას და ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება უფრი ჯანსაღი იქნება.

„ეს არის დიდი საფრთხე. ჩვენი ურთიერთობების შესუსტება აშშ-თან ნიშნავს მეტ შესაძლებლობას ჩვენმა ერთადერთმა მტერმა ქვეყანამ გააძლიეროს საკუთარი გავლენები საქართველოში. რაც უფრო მეტი დრო გადის, ვითარება რთულდება, დროა უკვე ამ სპეკულაციას წერტილი დაესვას. თუ საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს არ გააკეთა, მაშინ ჩვენ აღმოვჩნდებით ძალიან სახიფათო ვითარებაში.

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება იქნება კარგი, თუნდაც იმიტომ რომ არ იქნება სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ ივანიშვილი სარგებლობს საკუთარი გავლენებით და კულისებიდან მართავს ქართულ პოლიტიკას“,- განაცხადა ჩეჩელაშვილმა.

ცნობისათვის, “ქართული ოცნებიდან” წასულმა დეპუტატებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა გუშინ გაავრცელეს განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ რადიკალური ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ არის კოორდინირებული. მათივე თქმით, საელჩოს სურვილია, ივანიშვილმა გავლენა გამოიყენოს და პოლიტიკურ პროცესებში საქართველოს ომში ჩასართავად შემობრუნდეს.

კომენტარები

TOP აშშ ვალერი ჩეჩელაშვილი 2022-08-12
ნინო ჩხეიძე
Tags TOP აშშ ვალერი ჩეჩელაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გია ხუხაშვილი „ოცნებიდან“ წასული დეპუტატების განცხადებაზე: ის, რაც ამ წერილში წერია, წმინდა წყლის პრორუსული პროპაგანდაა

შემდეგი სტატია

ბექა ლილუაშვილი: თალაკვაძის განცხადება უცნაურია – თუ ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ შეამცირონ ანტიდასავლური პარტიების რაოდენობა, პირველ რიგში, საკუთარი პარტიიდან უნდა დაიწყონ

მსგავსი სტატიები

ჯაბა ჯიშკარიანი ოპონენტებს მოსახლეობის მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

ჯაბა ჯიშკარიანი ოპონენტებს მოსახლეობის მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

29 იან 2018
ჩემი გამოსვლით მსურს გავაფრთხილო მსოფლიო, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში აფხაზური ენა და აფხაზური იდენტობა განადგურების ზღვარზეა

ჩემი გამოსვლით მსურს გავაფრთხილო მსოფლიო, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში აფხაზური ენა და აფხაზური იდენტობა განადგურების ზღვარზეა

ირაკლი შალიკაშვილი 26 სექ 2019
ზაზა შათირიშვილი: მინდა ვთხოვო საზოგადოებას, კარგად გააანალიზოს, რა მიზნით აშანტაჟებენ ბიძინა ივანიშვილს და სათანადოდ დააფასონ, რომ ეს კაცი 2 მილიარდი დოლარის სანაცვლოდ არ აწერს ომზე ხელს

ზაზა შათირიშვილი: მინდა ვთხოვო საზოგადოებას, კარგად გააანალიზოს, რა მიზნით აშანტაჟებენ ბიძინა ივანიშვილს და სათანადოდ დააფასონ, რომ ეს კაცი 2 მილიარდი დოლარის სანაცვლოდ არ აწერს ომზე ხელს

ნინო ჩხეიძე 29 დეკ 2022

უახლესი ამბები

  • ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება: დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა… ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს

    ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება: დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა… ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს

  • თორნიკე ბარათაშვილი: ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული

    თორნიკე ბარათაშვილი: ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული

  • წყვილი დაშორებიდან 42 წლის შემდეგ დაქორწინდა – იძულებით შეწყვეტილი ურთიერთობის რომანტიკული დასასრული

    წყვილი დაშორებიდან 42 წლის შემდეგ დაქორწინდა – იძულებით შეწყვეტილი ურთიერთობის რომანტიკული დასასრული

  • “ვერ ვიფიქრებდი, თუ 30 წელს მივაღწევდი”, – ჯეინ ფონდა საიდუმლო დაავადების შესახებ

    “ვერ ვიფიქრებდი, თუ 30 წელს მივაღწევდი”, – ჯეინ ფონდა საიდუმლო დაავადების შესახებ

  • 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

    4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

  • პაატა ზაქარეიშვილი: ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში  რუსეთის პოზიციებს აძლიერებს

    პაატა ზაქარეიშვილი: ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში რუსეთის პოზიციებს აძლიერებს

  • რობერტ სტურუა: მხოლოდ მე კი არა, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა და საერთოდ ქართულმა თეატრმა დაკარგა ძვირფასი თილისმა!

    რობერტ სტურუა: მხოლოდ მე კი არა, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა და საერთოდ ქართულმა თეატრმა დაკარგა ძვირფასი თილისმა!

  • გაყალბდა თუ არა “The Voice of Georgia “- ს სეზონი?

    გაყალბდა თუ არა “The Voice of Georgia “- ს სეზონი?

  • ირაკლი ვაჩიბერაძე გელათის ტაძრის წინამძღვარზე: იშვიათად სუფთა სულის სასულიერო პირი იყო. არ უყვარდა ფული, არ უყვარდა დოვლათი

    ირაკლი ვაჩიბერაძე გელათის ტაძრის წინამძღვარზე: იშვიათად სუფთა სულის სასულიერო პირი იყო. არ უყვარდა ფული, არ უყვარდა დოვლათი

  • ზურაბ ჯაფარიძე: მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს

    ზურაბ ჯაფარიძე: მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge