NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»ანრი ოხანაშვილი სოსო გოგაშვილის მიმართ მუქარაზე: გამოვრიცხავ ვახტანგ გომელაურს ასეთი რამ გაეკეთებინა

ანრი ოხანაშვილი სოსო გოგაშვილის მიმართ მუქარაზე: გამოვრიცხავ ვახტანგ გომელაურს ასეთი რამ გაეკეთებინა

12 აგვ 2022 საზოგადოება 321 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

გამოვრიცხავ ვახტანგ გომელაურს ასეთი რამ გაეკეთებინა, ხშირად გვინახავს, როცა უსაფუძვლო საკითხებით ცდილობენ მედიით ყურადღების მიქცევას, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის და მისი ოჯახის წევრების ბრალდებებთან დაკავშირებით განაცხადა.

ოხანაშვილი გაჟღერებულ ბრალდებებს ბრალდებულის დაცვის ტაქტიკას უკავშირებს.

„დაცვის მხარე რა ტაქტიკას აირჩევს და როგორ ეცდება მისი ინტერესების შესაბამისად კონკრეტული საკითხების წარმოდგენას, ეს მათი სტრატეგიაა, მე ვერ შევალ შეფასებაში. საუბარი ერთი პირის მიერ კონკრეტულ საკითხზე ვერ გახდება საფუძველი ამაზე კომენტარების კეთების. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ რაიმე დაირღვა და დანაშაულის ნიშნებს აქვს ადგილი, მიმართონ შესაბამის უწყებას, რომელიც გადაამოწმებს სამართლებრივ საფუძვლიანობას და ამის მიხედვით გადაწყვეტენ – თუ საჭირო იქნება, დაიწყებენ გამოძიებას, თუ არ იქნება, არ დაიწყებენ. რადგან მეკითხებით, გამოვრიცხავ თუ არა, კი მე გამოვრიცხავ, რომ ვახტანგ გომელაურს ასეთი რამ გაეკეთებინა. ამასთანავე, დაცვის ტაქტიკა როგორი იქნება, რა ინტერესების განვითარება სურთ. ხშირად გვინახავს, როცა უსაფუძვლო საკითხებით ცდილობენ მედიით ყურადღების მიქცევას. მიმართონ შესაბამის უწყებას, თუ ფიქრობენ, რომ რაიმე უკანონობას ჰქონდა ადგილი. შესაბამისი ორგანოები არიან უფლებამოსილნი ამაზე იმსჯელონ და არა პოლიტიკურმა ჯგუფებმა აკეთონ ამაზე კომენტარები,“ – განაცხადა ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სოსო გოგაშვილის ადვოკატებმა და ოჯახის წევრებმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს საპატიმროში 28 ივლისს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დაურეკა და დაემუქრა. ადვოკატმა აღნიშნა, რომ ცნობილია, რა ნომრიდან ხდებოდა იოსებ გოგაშვილთან დაკავშირება და ასევე, რა ნომერი იყო მოთავსებული იმ ტელეფონში, რომლითაც იგი პასუხობდა შს მინისტრს. გარდა ამისა, თავად სოსო გოგაშვილმა გაავრცელა წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ მან მე-12 დაწესებულებაში მიიღო მუქარა ბიძინა ივანიშვილისაგან, რომ თუ არ გაჩერდებოდა და სასურველ ჩვენებას არ მისცემდა, მისი და მისი ოჯახის განადგურება მოხდება.

კომენტარები

TOP ანრი ოხანაშვილი ვახტანგ გომელაური სოსო გოგაშვილი 2022-08-12
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ანრი ოხანაშვილი ვახტანგ გომელაური სოსო გოგაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გია ცაგარეიშვილი: იუმორის მომგვრელია პუფი ზარბაზანს მიწოდებდეს

შემდეგი სტატია

Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაცია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა

მსგავსი სტატიები

ვიკა ბუკია: ალექსანდრ ზინჩენკომ ცრემლები ვერ შეიკავა (ვიდეო)

ვიკა ბუკია: ალექსანდრ ზინჩენკომ ცრემლები ვერ შეიკავა (ვიდეო)

ნინო ჩხეიძე 27 თებ 2022

რუსთავის 22-ე  სკოლაში მოსწავლეებს შორის ფიზიკური დაპირისპირების შედეგად ერთ- ერთ მოსწავლეს ფილტვები გაეთიშა

08 დეკ 2017

პედაგოგი: მთხოვეს, სურათი გადაგვიღეო, ეზოში არ გადავუღე და კლასში გადავუღე

18 სექ 2017

უახლესი ამბები

  • ოთარ ყუშანაშვილი ბორის კორჩევნიკოვს ვახტანგ კიკაბიძის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პასუხობს (ვიდეო)

    ოთარ ყუშანაშვილი ბორის კორჩევნიკოვს ვახტანგ კიკაბიძის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პასუხობს (ვიდეო)

  • ფსიქიატრი კორნელიუს კატონა: სააკაშვილს აქვს დემენცია, პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში

    ფსიქიატრი კორნელიუს კატონა: სააკაშვილს აქვს დემენცია, პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში

  • უკრაინის ელჩი ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუწოდებს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

    უკრაინის ელჩი ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუწოდებს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

  • ბრიტანული დაზვერვა: რუსები ცრუობენ უგლედარსა და ორეხოვის მახლობლად წარმატებებზე

    ბრიტანული დაზვერვა: რუსები ცრუობენ უგლედარსა და ორეხოვის მახლობლად წარმატებებზე

  • შალვა ხაჭაპურიძე: რატი ბრეგაძემ მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, მოსამართლეს მანტია გახადა, თვითონ შემოიცვა ტანზე და მოსამართლის რანგში მოგვევლინა

    შალვა ხაჭაპურიძე: რატი ბრეგაძემ მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, მოსამართლეს მანტია გახადა, თვითონ შემოიცვა ტანზე და მოსამართლის რანგში მოგვევლინა

  • გია ხუხაშვილი: 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას

    გია ხუხაშვილი: 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას

  • ირანში აზერბაიჯანის საელჩოს თავს დაესხნენ – დაიღუპა 1 ადამიანი

    ირანში აზერბაიჯანის საელჩოს თავს დაესხნენ – დაიღუპა 1 ადამიანი

  • ესტონეთმა უკრაინას, შესაძლოა, კასეტური საბრძოლო მასალა მიაწოდოს

    ესტონეთმა უკრაინას, შესაძლოა, კასეტური საბრძოლო მასალა მიაწოდოს

  • თიბისი IT აკადემიამ 2022 წელს 300-მდე სტუდენტი გადაამზადა

    თიბისი IT აკადემიამ 2022 წელს 300-მდე სტუდენტი გადაამზადა

  • თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა – 2022 წლის შეჯამება

    თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა – 2022 წლის შეჯამება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge