NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»მედია: მშობლების ქონება და ლაბორანტის პროფესია – ვინ არის და რა ქონებას ფლობს “ოცნების” დეპუტატი, რომელიც რუსებთან თავმდაბლობისკენ მოგვიწოდებს

მედია: მშობლების ქონება და ლაბორანტის პროფესია – ვინ არის და რა ქონებას ფლობს “ოცნების” დეპუტატი, რომელიც რუსებთან თავმდაბლობისკენ მოგვიწოდებს

11 აგვ 2022 საზოგადოება 595 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” დე­პუ­ტა­ტი გივი ჩხარ­ტიშ­ვი­ლი სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა. დე­პუ­ტატ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­სულ რუს ტუ­რის­ტებ­ზე სა­უბ­რი­სას მო­ქა­ლა­ქე­ებს სიმ­შვი­დის­კენ და თავ­მდაბ­ლო­ბის გა­მო­ჩე­ნის­კენ მო­უ­წო­და. ჩხარ­ტიშ­ვილ­მა მოძ­რა­ო­ბა “სირ­ცხვი­ლია“ და “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ ამ სა­კი­თხზე “პრო­ვო­კა­ცი­ულ პერ­ფორ­მან­სებ­ში” და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

“სო­ცი­ა­ლურ ქსელს ყვე­ლა თვალს ვა­დევ­ნებთ და ვხე­დავთ, თუ რამ­დე­ნად პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი პერ­ფორ­მან­სე­ბი ეწყო­ბა “სირ­ცხვი­ლი­ას” მხრი­დან. ეს ყვე­ლა­ფე­რი იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რეა, რომ თქვე­ნი მზაკ­ვრუ­ლი გეგ­მე­ბი, “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” ჩვე­ნი ქვეყ­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩა­ვარ­და და ახლა ახა­ლი სქე­მა გაქვთ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გინ­დათ გა­მო­იწ­ვი­ოთ აურ­ზა­უ­რი და რა­ღაც სა­ხით შექ­მნათ ისე­თი ფონი, თით­ქოს, აი, შე­მო­ვიდ­ნენ რუ­სე­ბი, რჩე­ბი­ან, აქ ცხოვ­რო­ბენ, ჩვენ სად წა­ვი­დეთ და სხვა­დას­ხვა ინ­ტერპრე­ტა­ცი­ით მიგ­ყავთ, თქვენ თვი­თო­ნაც არ იცით, რა ინ­ტერპრე­ტა­ცი­ით მი­დი­ხართ და რას ემ­სა­ხუ­რე­ბით ზო­გა­დად.

ამი­ტომ, მო­გი­წო­დებთ ყვე­ლას სიმ­შვი­დის­კენ და ჩვე­ნი სტუ­მარ-მას­პინ­ძლო­ბა, ჩვე­ნი თავ­მდაბ­ლო­ბა აუ­ცი­ლებ­ლად, ერის წი­ნა­შე მაქვს სა­უ­ბა­რი, გა­მო­ვი­ჩი­ნოთ და მივ­ყვეთ ჩვე­ნი ქა­ლა­ქის გან­ვი­თა­რე­ბას. სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­ვუ­წო­დებ სიმ­შვი­დის­კენ და არ აჰ­ყვნენ პრო­ვო­კა­ცი­ებს”, – თქვა ჩხარ­ტიშ­ვილ­მა.

  • ვინ არის გივი ჩხარ­ტიშ­ვი­ლი და რა კა­რი­ე­რუ­ლი გზა აქვს გავ­ლი­ლი დე­პუ­ტა­ტო­ბამ­დე?

30 წლის პო­ლი­ტი­კო­სის დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი არ არის და მშობ­ლებ­თან ერ­თად ცხოვ­რობს. მისი დეკ­ლა­რა­ცია მწი­რია, რად­გან შთამ­ბეჭ­და­ვი ქო­ნე­ბა ძი­რი­თა­დად მისი მშობ­ლე­ბის კუთ­ვნი­ლე­ბა­შია.

ჩხარ­ტიშ­ვი­ლის დე­დის, მაია თა­ნი­აშ­ვი­ლის სა­ხელ­ზეა სამი მი­წის ნაკ­ვე­თი დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ, სო­ფე­ლი მლა­შე­ში. ასე­ვე მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­ი­ღო ქა­ლაქ დუ­შეთ­ში შიო არაგ­ვის­პი­რე­ლის ქუ­ჩა­ზე ორი მი­წის ნაკ­ვე­თი.

დე­პუ­ტა­ტის მა­მამ მალ­ხაზ ჩხარ­ტიშ­ვილ­მა 2015 წელს 450 000 დო­ლა­რი თბი­ლის­ში წე­რეთ­ლის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე 91, 58 კვ.მ. ბი­ნა­ში გა­და­ი­ხა­და. მის სა­კუთ­რე­ბა­შია ასე­ვე 5829 კვ.მ. მი­წის ნაკ­ვე­თი დუ­შე­თის რა­ი­ონ სო­ფელ ზემო მლა­შე­ში, რო­მე­ლიც 2016 წელს ჩუ­ქე­ბით მი­ი­ღო.

დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის დროს გივი ჩხარ­ტიშ­ვილს სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი სა­ხელ­ფა­სო ან­გა­რიშ­ზე ჰქონ­და 1008,73 ლარი, საკ­რე­დი­ტო ან­გა­რიშ­ზე 1701,8 ლარი. მალ­ხაზ ჩხარ­ტიშ­ვილს “ლი­ბერ­თი ბან­კის” სა­პენ­სიო ან­გა­რიშ­ზე 557 ლარი. საკ­რე­დი­ტო ან­გა­რიშ­ზე 2000 ლარი.

გივი ჩხარ­ტიშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სამ­თო-გე­ო­ლო­გი­უ­რი ფა­კულ­ტე­ტის, ნავ­თო­ბი და გა­ზის ტექ­ნო­ლო­გი ლა­ბო­რან­ტია, სა­დაც გა­სუ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხელ­ფა­სის სა­ხით 1917,54 ლარი მი­ი­ღო.

დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ დე­პუ­ტა­ტი ჩხარ­ტიშ­ვი­ლი თბი­ლი­სის გლ­და­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის კომ­პლექ­სუ­რი სპორ­ტუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რად მუ­შა­ობ­და, სა­ი­და­ნაც სა­ხელ­ფა­სო სარ­გო 29 575,71 ლარი და­ე­რი­ცხა.

თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს აპა­რატ­ში ფრაქ­ცი­სა “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს” თავ­ჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლის პოსტზე კი 2782,54 ლარი.

მას აქვს იპო­თე­კუ­რი სეს­ხი, 15 000 დო­ლა­რის ოდე­ნო­ბით, რო­მე­ლიც 2016 წელს აიღო და 2021 წელს გა­სავ­ლის სა­ხით 5660,43 დო­ლა­რი აქვს მი­თი­თე­ბუ­ლი. კი­დევ ერთი სეს­ხი, 10 200 ლა­რის ოდე­ნო­ბით ჩხარ­ტიშ­ვილ­მა დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბამ­დე ერთი თვით ადრე აიღო.

წყარო

კომენტარები

გივი ჩხარ­ტიშ­ვი­ლი 2022-08-11
ნინო ჩხეიძე
Tags გივი ჩხარ­ტიშ­ვი­ლი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“ინ­ფორ­მა­ცია, რომ კა­ბა­ე­ვა პუ­ტი­ნის ცოლი იყო, კრემ­ლმა გა­ავ­რცე­ლა. მე ეს ნამ­დვი­ლად ვიცი, რად­გან ვიც­ნობ ადა­მი­ა­ნებს, ვინც ამას აკე­თებ­დნენ”

შემდეგი სტატია

დმიტრი პესკოვი: …შესაძლებელია თუ არა ჩაიკოვსკის უარყოფა? შეუძლებელია

მსგავსი სტატიები

რიყე-ნარიყალას საბაგირო გზაზე გეგმიური სამუშაოები დასრულდა

რიყე-ნარიყალას საბაგირო გზაზე გეგმიური სამუშაოები დასრულდა

30 აპრ 2018
მერაბ მეტრეველი: ლეგიტიმური მგონია კითხვა: ამდენ ხანს თავად რატომ არ წამოვიდა ამ სიმინისტროდან?

მერაბ მეტრეველი: ლეგიტიმური მგონია კითხვა: ამდენ ხანს თავად რატომ არ წამოვიდა ამ სიმინისტროდან?

ნინო ჩხეიძე 04 დეკ 2022
ნანა გეგეჭკორი: ორსულებო, აიცერით სასწრაფოდ და ასე დაიცავით თავიც და პატარაც

ნანა გეგეჭკორი: ორსულებო, აიცერით სასწრაფოდ და ასე დაიცავით თავიც და პატარაც

ნინო ჩხეიძე 26 აგვ 2021

უახლესი ამბები

  • ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება: დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა… ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს

    ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება: დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა… ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს

  • თორნიკე ბარათაშვილი: ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული

    თორნიკე ბარათაშვილი: ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული

  • წყვილი დაშორებიდან 42 წლის შემდეგ დაქორწინდა – იძულებით შეწყვეტილი ურთიერთობის რომანტიკული დასასრული

    წყვილი დაშორებიდან 42 წლის შემდეგ დაქორწინდა – იძულებით შეწყვეტილი ურთიერთობის რომანტიკული დასასრული

  • “ვერ ვიფიქრებდი, თუ 30 წელს მივაღწევდი”, – ჯეინ ფონდა საიდუმლო დაავადების შესახებ

    “ვერ ვიფიქრებდი, თუ 30 წელს მივაღწევდი”, – ჯეინ ფონდა საიდუმლო დაავადების შესახებ

  • 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

    4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

  • პაატა ზაქარეიშვილი: ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში  რუსეთის პოზიციებს აძლიერებს

    პაატა ზაქარეიშვილი: ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში რუსეთის პოზიციებს აძლიერებს

  • რობერტ სტურუა: მხოლოდ მე კი არა, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა და საერთოდ ქართულმა თეატრმა დაკარგა ძვირფასი თილისმა!

    რობერტ სტურუა: მხოლოდ მე კი არა, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა და საერთოდ ქართულმა თეატრმა დაკარგა ძვირფასი თილისმა!

  • გაყალბდა თუ არა “The Voice of Georgia “- ს სეზონი?

    გაყალბდა თუ არა “The Voice of Georgia “- ს სეზონი?

  • ირაკლი ვაჩიბერაძე გელათის ტაძრის წინამძღვარზე: იშვიათად სუფთა სულის სასულიერო პირი იყო. არ უყვარდა ფული, არ უყვარდა დოვლათი

    ირაკლი ვაჩიბერაძე გელათის ტაძრის წინამძღვარზე: იშვიათად სუფთა სულის სასულიერო პირი იყო. არ უყვარდა ფული, არ უყვარდა დოვლათი

  • ზურაბ ჯაფარიძე: მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს

    ზურაბ ჯაფარიძე: მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge