ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ყირიმის აეროდრომზე მომხდარ აფეთქებას სიგარეტის ნამწვი ვერ გამოიწვევდა.
მან ასევე „ნაკლებად სავარაუდო“ უწოდა ვერსიას, რომ ეს აფეთქებები შეიძლება დასავლური რაკეტების დარტყმის შედეგი იყოს.
მიუხედავად ამისა, უოლესი აღნიშნავს, რომ რუსული სამხედრო ავიაბაზა უკრაინელი სამხედროებისთვის ლეგიტიმური სამიზნეა.
ცნობისთვის, ყირიმის სამხედრო აეროდრომზე რამდენიმე აფეთქება მოხდა. მოგვიანებით რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ ყირიმის ავიაბაზაზე „საბრძოლო მასალა აფეთქდა“ და ეს თავდასხმა არ იყო.
მომხდარიდან რამდენიმე საათში ყირიმზე მომხდარ აფეთქებებს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი გამოეხმაურა და თქვა, რომ „ნოვოფედოროვკაში „აფეთქებები“ მხოლოდ დასაწყისია“.
კომენტარები