NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ქადაგიშვილი: რა სერიოზული კომენტარი შეიძლება გააკეთოს ადამიანმა ნიკა მელიას გულზე მჯიღის რტყმაზე?! პოლიტიკური ინტელექტისგან დაცლილი გახდა “ნაცმოძრაობა”

ქადაგიშვილი: რა სერიოზული კომენტარი შეიძლება გააკეთოს ადამიანმა ნიკა მელიას გულზე მჯიღის რტყმაზე?! პოლიტიკური ინტელექტისგან დაცლილი გახდა “ნაცმოძრაობა”

09 აგვ 2022 პოლიტიკა 457 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

რა სერიოზული კომენტარი შეიძლება გააკეთოს ადამიანმა ნიკა მელიას გულზე მჯიღის რტყმაზე?! – პოლიტიკური ინტელექტისგან დაცლილი პოლიტიკური მოძრაობა გახდა “ნაციონალური მოძრაობა”,- ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი ნიკა მელიას განცხადებას, რომ “ხელისუფლება ყიდის სამშობლოს ბითუმად და ყიდის ჯარისკაცებს ცალობით, აბარებს მათ ოკუპანტ რუსეთს”.

ქადაგიშვილის განცხადებით, უმჯობესია, ნიკა მელიამ თავის პარტიის ისტორიას ჩახედოს და ამ ისტორიას სხვას ნუ გადააწერს.

“ნიკა მელია არის “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ხომ? მოვუწოდებ, თავის პარტიის ისტორია და მისი პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადენილი საქმეები, მათ შორის, მიტოვებული ქართველი ჯარისკაცების გვამები, მიტოვებული საქართველო გაიხსენოს, ასევე რუსეთზე უპირობოდ გადაცემული ყველა სტრატეგიული ობიექტი. თავის პარტიის ისტორიას ჩახედოს და თავის პარტიის ისტორიას სხვას ნუ გადააწერს. ეს არის ნიკა მელიას ეპისტოლესთან დაკავშირებით ჩემი კომენტარი. “ნაციონალურ მოძრაობას”, როგორც იტყვიან, “ენას ძვალი არ აქვსო” და “შუბლზე ძარღვი არ აქვს”, რასაც თვითონ აკეთებდნენ, სხვას აბრალებენ, რა სერიოზული კომენტარი შეიძლება გააკეთოს ადამიანმა მის ამ გულზე მჯიღის რტყმაზე?! პოლიტიკური ინტელექტისგან დაცლილი პოლიტიკური მოძრაობა გახდა “ნაციონალური მოძრაობა”,- განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისათვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია „მთავარი არხის” ეთერში გასულ რეპორტაჟს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, სავარაუდოდ, საოკუპაციო რეჟიმს სრული წვდომა აქვს უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროს, მიხეილ ქამხაძის მონაცემებთან, რომელიც თავდაცვის სამინისტროში უნდა ყოფილიყო დაცული. როგორც ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა, „ეს არის რუსეთის „ოცნების“ მთავრობის მიერ განხორციელებული სისტემური ღალატი და სამშობლოს გაყიდვა“. მისი თქმით, “ხელისუფლება ყიდის სამშობლოს ბითუმად და ყიდის ჯარისკაცებს ცალობით, აბარებს მათ ოკუპანტ რუსეთს”.

კომენტარები

TOP ირაკლი ქადაგიშვილი ნიკა მელია 2022-08-09
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP ირაკლი ქადაგიშვილი ნიკა მელია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნება“ მტრებს ჩვენი გმირების შესახებ ინფორმაციას გადასცემს – ეს არის ღალატი

შემდეგი სტატია

გიგა ბოკერია: თუ არ მუშაობ მტრის წინააღმდეგ, ე.ი მუშაობ მტრისთვის

მსგავსი სტატიები

ახალ საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტი სავარაუდოდ 2018 წლის მარტში მიიღებს

18 ოქტ 2017
ოპოზიცია დღეიდან მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის

ოპოზიცია დღეიდან მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის

ნინო ჩხეიძე 20 მარ 2021
ისეთ ყოფას გვთავაზობენ, სადაც დომინანტური ფუნქცია ექნება რობოტებს, ადამიანის არასრულფასოვნებას კი ხელოვნური ინტელექტი „შეავსებს“ – ტექნიკური მიღწევები უღვთო პიროვნებების ხელში სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანს

ისეთ ყოფას გვთავაზობენ, სადაც დომინანტური ფუნქცია ექნება რობოტებს, ადამიანის არასრულფასოვნებას კი ხელოვნური ინტელექტი „შეავსებს“ – ტექნიკური მიღწევები უღვთო პიროვნებების ხელში სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანს

ირაკლი შალიკაშვილი 02 მაი 2021

უახლესი ამბები

  • ცნობილია ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე მოკლული ერთი პირის ვინაობა

    ცნობილია ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე მოკლული ერთი პირის ვინაობა

  • ბრიტანული დაზვერვა: ვალერი გერასიმოვს დონბასის სრული ოკუპაციის გეგმა ჩაუვარდა

    ბრიტანული დაზვერვა: ვალერი გერასიმოვს დონბასის სრული ოკუპაციის გეგმა ჩაუვარდა

  • მარია ზახაროვა: ეს თემა არის როგორც მოსკოვში, ასევე ერევანში მაღალ დონეზე განხილვის საგანი

    მარია ზახაროვა: ეს თემა არის როგორც მოსკოვში, ასევე ერევანში მაღალ დონეზე განხილვის საგანი

  • რო­მის პაპი ფრან­ცის­კე: არ შემ­ში­ნე­ბია. ჯერ კი­დევ ცო­ცხა­ლი ვარ

    რო­მის პაპი ფრან­ცის­კე: არ შემ­ში­ნე­ბია. ჯერ კი­დევ ცო­ცხა­ლი ვარ

  • მედია: კაზინოში დიდი ოდენობით თანხა წააგო, შეუკვეთა სუში, სასმელი და ცეცხლი გააჩინა (ვიდეო)

    მედია: კაზინოში დიდი ოდენობით თანხა წააგო, შეუკვეთა სუში, სასმელი და ცეცხლი გააჩინა (ვიდეო)

  • ალექსანდრე თვალჭრელიძე: პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა …

    ალექსანდრე თვალჭრელიძე: პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა …

  • TikTok-ის აპლიკაციის სამსახურებრივ მობილურ ტელეფონებში გამოყენება ნატო-ში დასაქმებულ პირებსაც აეკრძალათ

    TikTok-ის აპლიკაციის სამსახურებრივ მობილურ ტელეფონებში გამოყენება ნატო-ში დასაქმებულ პირებსაც აეკრძალათ

  • გიორგი ბოტკოველი: სალომე ზურაბიშვილს შეუძლია პოლარიზების დასრულება ქვეყანაში, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას გათავისუფლებით

    გიორგი ბოტკოველი: სალომე ზურაბიშვილს შეუძლია პოლარიზების დასრულება ქვეყანაში, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას გათავისუფლებით

  • წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მკვლელობა მოხდა, გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა

    წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მკვლელობა მოხდა, გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა

  • დაარღვევს თუ არა უელსის პრინცესა სამეფო ტრადიციას

    დაარღვევს თუ არა უელსის პრინცესა სამეფო ტრადიციას

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge