NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»რუსული მედია: “ქართული ოცნება” ოპოზიციას რუსების წინააღმდეგ ქსენოფობიურ კამპანიაში ადანაშაულებს

რუსული მედია: “ქართული ოცნება” ოპოზიციას რუსების წინააღმდეგ ქსენოფობიურ კამპანიაში ადანაშაულებს

06 აგვ 2022 პოლიტიკა 314 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

“ქართველებს ხელისუფლებამ რუსების ჩაგვრაზე დაუყოვნებლივ რეაგირებისკენ მოუწოდეს”,- ამ სათაურით აქვეყნებს რუსული მედია Lenta. ru სტატიას “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის 5 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებებზე, მას ციტირებს და მესიჯბოქსებს უწონებს.

“პოლიტიკური ძალის ხელმძღვანელის თქმით, ქართული რადიკალური ოპოზიციური პარტიები, მათი ტელეარხები და არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ბოლო დროს აქტიურად აწარმოებენ “შოვინისტურ და ქსენოფობიურ”კამპანიას საქართველოში რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ. ამასთან, კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მის ავტორებს “არანაირი კავშირი არ აქვთ ქართულ და ევროპულ ღირებულებებთან” და მათი ერთადერთი მიზანია რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ “მეორე ფრონტის” გახსნა”,- წერს გამოცემა.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარეს კიდევ ერთი პროპაგანდისტული მედია РИА Новости ეხმიანება და სტატიას აქვეყნებს სათაურით – “ქართული ოცნება ოპოზიციას ანტირუსულ კამპანიაში ადანაშაულებს”

სტატიაში აღნიშნულია, რომ ირაკლი კობახიძის აზრით, ოპოზიციური ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და მათი მხარდამჭერები ქვეყანაში ქსენოფობიურ კამპანიას აწარმოებენ რუსი ტურისტების წინააღმდეგ.

interfax წერს, რომ მმართველი პარტიის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ გააკრიტიკა ოპოზიციური პარტია ლელოს მოწოდებები რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების შესახებ.

“საქართველოში სამართალდამცავი ორგანოები განსაკუთრებით ფხიზლად უნდა იყვნენ, რათა თავიდან აიცილონ შესაძლო პროვოკაციები რუსების დამოკიდებულების შესახებ. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე “ქართული ოცნების” ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს ქსენოფობიური სენტიმენტების გაღვივებას ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ქვეყანაში ჩამოსული რუსების მიმართ”.- ვკითხულობთ სტატიაში.

კომენტარები

TOP ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილი რუსული მედია 2022-08-06
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილი რუსული მედია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ირაკლი ქადაგიშვილი: ქალბატონი პრეზიდენტი დიდი ხანია, რაც პოლიტიკური ბრძოლის მხარე გახდა

შემდეგი სტატია

მამუკა მდინარაძე: ხვალ 7 აგვისტოა. ამ კამპანიის ავტორებმა თავის დროზე ქართველი სამხედროები 2008 წლის 7 აგვისტოს საბრძოლო მოქმედებების გაუფრთხილებლად დაწყებაში…

მსგავსი სტატიები

გაერთიანებული ოპოზიცია სასამართლოს მიმართავს და სალომე ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნას ითხოვს

გაერთიანებული ოპოზიცია სასამართლოს მიმართავს და სალომე ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნას ითხოვს

10 დეკ 2018
პაპუაშვილი: დააკვირდით „ნაციონალური მოძრაობის” დღის წესრიგს – ეს არის ყოველ დღე რაღაც თემების მოფიქრება

პაპუაშვილი: დააკვირდით „ნაციონალური მოძრაობის” დღის წესრიგს – ეს არის ყოველ დღე რაღაც თემების მოფიქრება

ნინო ჩხეიძე 23 მარ 2022
პრეზიდენტი: არ ვცნობთ არანაირ საზღვარს, არანაირ მავთულხლართს, არანაირ „კალაშნიკოვიან“ ადამიანს საქართველოს მიწაზე

პრეზიდენტი: არ ვცნობთ არანაირ საზღვარს, არანაირ მავთულხლართს, არანაირ „კალაშნიკოვიან“ ადამიანს საქართველოს მიწაზე

სოსო ელისაშვილი 08 აგვ 2017

უახლესი ამბები

  • ფინეთს პრემიერ-მინისტრი: როცა რუსეთი უკრაინაში ადამიანებს კლავს არ არის სწორი, რომ რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ იმოგზაურონ, იყვნენ ტურისტები

    ფინეთს პრემიერ-მინისტრი: როცა რუსეთი უკრაინაში ადამიანებს კლავს არ არის სწორი, რომ რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ იმოგზაურონ, იყვნენ ტურისტები

  • გენერალური შტაბი: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსების შეტევა 6 მიმართულებით მოიგერიეს

    გენერალური შტაბი: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსების შეტევა 6 მიმართულებით მოიგერიეს

  • ოლაფ შოლცი: გვესმის, რომ ბევრი ადამიანი გარბის რუსეთიდან, რადგან არ ეთანხმებიან რეჟიმს – გადაწყვეტილებებმა, რომელსაც ვიღებთ …

    ოლაფ შოლცი: გვესმის, რომ ბევრი ადამიანი გარბის რუსეთიდან, რადგან არ ეთანხმებიან რეჟიმს – გადაწყვეტილებებმა, რომელსაც ვიღებთ …

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა

  • თამარ ბაღაშვილი “მთავარ არხს” ტოვებს

    თამარ ბაღაშვილი “მთავარ არხს” ტოვებს

  • მძიმე და ხანგრძლივი ფიქრი ჯანმრთელობას აზიანებს

    მძიმე და ხანგრძლივი ფიქრი ჯანმრთელობას აზიანებს

  • პირველი საერთო გამოჩენა ოსკარების სკანდალის შემდეგ – უილ და ჯადა სმიტები

    პირველი საერთო გამოჩენა ოსკარების სკანდალის შემდეგ – უილ და ჯადა სმიტები

  • გრან აბუელო საფრთხეშია – მეცნიერები მსოფლიოს უძველესი ხის დასაცავად

    გრან აბუელო საფრთხეშია – მეცნიერები მსოფლიოს უძველესი ხის დასაცავად

  • რუსეთის ელჩი ქაბულში: აუცილებელია თალიბანთან თანამშრომლობა…

    რუსეთის ელჩი ქაბულში: აუცილებელია თალიბანთან თანამშრომლობა…

  • ფინანსთა მინისტრი:  საქართველოში პანდემიამდე რუსეთის უფრო მეტი მოქალაქე შემოდიოდა

    ფინანსთა მინისტრი: საქართველოში პანდემიამდე რუსეთის უფრო მეტი მოქალაქე შემოდიოდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge