ღაზას სექტორში, ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად, სულ მცირე 10 ადამიანი, მათ შორის პალესტინის მებრძოლთა ჯგუფის უმაღლესი მეთაური დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.
მედიის ცნობით, ადგილობრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ იერიშის შედეგად ათობით დაშავებულია.
სატელევიზიო მიმართვაში ისრაელის პრემიერ-მინისტრ იაირ ლაპიდმა განაცხადა, რომ „ისრაელმა უშუალო საფრთხის წინააღმდეგ ზუსტი კონტრტერორისტული ოპერაცია ჩაატარა“.
ცნობისთვის, ღამით ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ „პალესტინის ისლამური ჯიჰადის მოძრაობამ“ სამხრეთ ისრაელის მიმართულებით 80 რაკეტა გაისროლა.
კომენტარები