NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»საქართველოს ბანკს, GITA-სა და 500 Global-ს შორის 4 წლიანი პარტნიორობა გაფორმდა

საქართველოს ბანკს, GITA-სა და 500 Global-ს შორის 4 წლიანი პარტნიორობა გაფორმდა

05 აგვ 2022 ბიზნესი 368 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

5 აგვისტო, 2022- საქართველოს ბანკის, GITA-სა და მსოფლიოში წამყვანი
გლობალური აქსელერატორის, 500 Global-ის პარტნიორობა გრძელდება. მხარეებს
შორის დამატებითი, 4 წლიანი პარტნიორობა დღეს გაფორმდა. პარტნიორობის
ფარგლებში 500 Global-ი ოთხი წლის განმავლობაში სტარტაპებს საქართველოში
გადაამზადებს. გლობალური დონის აქსელერაციის პროგრამა წელიწადში ორჯერ
ჩატარდება და სტარტაპებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით საშუალება ექნებათ,
გაიარონ გადამზადების ინტენსიური კურსი, რომელიც დემო დღით დასრულდება.
დამატებით, ყოველი ნაკადის გამარჯვებული სტარტაპი, 500 Global-ის მიერ
ორგანიზებულ საერთაშორისო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას. ეს იმას ნიშნავს,
რომ მომდევნო 4 წლის მანძილზე, ქართული და რეგიონში მოღვაწე სტარტაპების
განვითარებისა და მასშტაბირებისთვის, დამატებითი შესაძლებლობები შეიქმნება.
„მოხარული ვართ, რომ ვაგრძელებთ ისეთი გლობალური პროექტის განხორციელებას,
როგორიც 500 Georgia-ა. პროექტი წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას
ადგილობრივი სტარტაპებისთვის, საკუთარი საქმიანობის გასავითარებლად
მსოფლიოში წამყვან, ერთ-ერთ ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე კომპანიასთან
და მენტორებთან იმუშაონ. აქსელერაციის პროგრამის პირველი ორი ნაკადი
წარმატებით დასრულდა, რაც რეგიონის სტარტაპ ეკოსისტემისთვის უდიდესი
წარმატება იყო. დარწმუნებული ვარ, წინ არაერთი საინტერესო აღმოჩენა
გველოდება. აღნიშნული პარტნიორობა კიდევ უამრავ სტარტაპს მისცემს
შესაძლებლობას განვითარდეს, მასშტაბირდეს და გამოცდილი მენტორების
დახმარებით, აითვისოს ახალი შესაძლებლობები გლობალურ ბაზრებზე“,- განაცხადა
საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
მძლავრი გლობალური ვენჩურული კაპიტალის პლატფორმა, 500 Global-ი
საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების
და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ბანკის
მხარდაჭერით შემოვიდა. პირველად სამმხრივი ხელმოწერა 2020 წლის 20 თებერვალს
განხორციელდა. 2020-2021 წლის განმავლობაში 500 Global-მა საქართველოში
აქსელერაციის ორი პროგრამა ჩაატარა, რომელიც ჯამში 30-მა ქართულმა და
საერთაშორისო ტექნოლოგიურმა სტარტაპმა გაიარა. მათგან ოთხი სტარტაპი –
CARDEAL, Cargon, Payze, Agrolabs – სილიკონის ველზე გაემგზავრა პროგრამის
ფინალურ კომპონენტში მონაწილეობისთვის, რაც ახალი კონტაქტების დამყარების
და ინვესტორებთან დაკავშირების აქტივობებს მოიცავდა.

500 Global-მა საქართველოში ბიძგი მისცა ადგილობრივი სტარტაპების ზრდას და
განვითარებას. პროგრამის დასრულების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაიზარდა
კომპანიების მზაობა უცხოური კერძო კაპიტალისთვის. ბევრი მათგანი გაფართოვდა
სხვა ქვეყნის ბაზრებზეც, მათ შორის უკრაინაში, უზბეკეთში, და ინდოეთში.
ინფორმაციისთვის, 500 Global არის გლობალური ვენჩურული კაპიტალის კომპანია,
რომელიც ადრეულ ინვესტიციას ახორციელებს სტარტაპ დამფუძნებლებში,
რომლებიც აშენებენ სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს. 2010 წელს
დაარსების დღიდან, 500 Global-მა მხარი დაუჭირა 5000-ზე მეტ დამფუძნებელს,
რომლებიც წარმოადგენენ 2600-ზე მეტ კომპანიას, რომლებიც მუშაობენ 81 ქვეყანაში.
მისი პორტფელი მოიცავს 45 კომპანიას, რომელთა ღირებულება 1 მილიარდ
დოლარზე მეტია და 130+ კომპანია, რომელთა ღირებულება 100 მილიონ დოლარზე
მეტია. 500 Global მჭიდროდ თანამშრომლობს დაინტერესებულ მხარეებთან და
კონსულტაციას უწევს მთავრობებსა და კორპორაციებს შექმნან სამეწარმეო
ეკოსისტემები, სადაც სტარტაპები შეძლებენ სწრაფ განვითარებას.

კომენტარები

2022-08-05
თამუნა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ნინო ლომჯარია: კამპანია, რომ „სახალხო დამცველს რეიტინგი არ აქვს“, მხოლოდ აძლიერებს და ზრდის სახალხო დამცველის რეიტინგს

შემდეგი სტატია

ფოტო, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება

მსგავსი სტატიები

თიბისი რაგბის სერიები იწყება

24 ოქტ 2017
ლარის კურსის გაუფასურების გამო, 8 თვეში მთავრობის ვალი დაახლოებით 1.8 მილიარდი ლარით გაიზარდა

ლარის კურსის გაუფასურების გამო, 8 თვეში მთავრობის ვალი დაახლოებით 1.8 მილიარდი ლარით გაიზარდა

ირაკლი შალიკაშვილი 02 დეკ 2020
თიბისი და მეამა მომხმარებელს “ქართული ქსოვილის” პროექტის ფარგლებში მორიგ სიახლეს შესთავაზებს

თიბისი და მეამა მომხმარებელს “ქართული ქსოვილის” პროექტის ფარგლებში მორიგ სიახლეს შესთავაზებს

თამუნა 30 დეკ 2021

უახლესი ამბები

  • დღე ისტორიაში – 24 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 24 სექტემბერი

  • ბეჭდების მბრძანებლის პერსონაჟები და მათი ზოდიაქოს ნიშნები

    ბეჭდების მბრძანებლის პერსონაჟები და მათი ზოდიაქოს ნიშნები

  • ილიკო სუხიშვილი: სცენაზე გასვლა ყოველთვის დიდ სტრესთან არის დაკავშირებული (ვიდეო)

    ილიკო სუხიშვილი: სცენაზე გასვლა ყოველთვის დიდ სტრესთან არის დაკავშირებული (ვიდეო)

  • ოლაფ შოლცი: კონფლიქტის მოგვარებისთვის ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს

    ოლაფ შოლცი: კონფლიქტის მოგვარებისთვის ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს

  • ირაკლი ეძგვერაძე: სავარაუდოდ, კლინიკიდან დღესაც არ გამწერენ

    ირაკლი ეძგვერაძე: სავარაუდოდ, კლინიკიდან დღესაც არ გამწერენ

  • 6 სუპერ სასარგებლო ხილის სახეობა

    6 სუპერ სასარგებლო ხილის სახეობა

  • ერიხ მარია რემარკის საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება

    ერიხ მარია რემარკის საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება

  • კირილ ბუდანოვი: რუსეთმა მის ხელთ არსებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ფრონტზე და მოსკოვის თავდაცვისთვის აამოქმედა – ჩვენ მათი რაკეტების მარაგის ამოწურვაზე ვმუშაობთ

    კირილ ბუდანოვი: რუსეთმა მის ხელთ არსებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ფრონტზე და მოსკოვის თავდაცვისთვის აამოქმედა – ჩვენ მათი რაკეტების მარაგის ამოწურვაზე ვმუშაობთ

  • შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტაციის სამართლებრივ შეფასებას სთხოვს

    შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტაციის სამართლებრივ შეფასებას სთხოვს

  • შსს ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმისა და გლდანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

    შსს ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმისა და გლდანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge