NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ნინო ლომჯარია: კამპანია, რომ „სახალხო დამცველს რეიტინგი არ აქვს“, მხოლოდ აძლიერებს და ზრდის სახალხო დამცველის რეიტინგს

ნინო ლომჯარია: კამპანია, რომ „სახალხო დამცველს რეიტინგი არ აქვს“, მხოლოდ აძლიერებს და ზრდის სახალხო დამცველის რეიტინგს

05 აგვ 2022 პოლიტიკა 404 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ჩემთვის გაუგებარი და აუხსნელია, თუ რატომ არის ასეთი კონცენტრაცია სახალხო დამცველის პერსონაზე, რატომ ცდილობენ თავდასხმებით მის დისკრედიტაციას?! – მათ ადგილზე, ასეთ თავდასხმას არ ვაწარმოებდი, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან, მმართველი გუნდის წევრების მიერ მისი მისამართით გაკეთებული განცხადებების შეფასებისას განაცხადა.

როგორც ნინო ლომჯარია განმარტავს, სახალხო დამცველი დამოუკიდებელი ინსტიტუტია და „არცერთი პოლიტიკოსის შესაფასებელი და მისათითებელი არ არის, როდის რას და როგორ იტყვის“.

„მმართველი პარტიის მაღალი თანამდებობის პირები აქტიურ კამპანიას აწარმოებენ სახალხო დამცველის წინააღმდეგ. ჩემთვის გაუგებარი და აუხსნელია, თუ რატომ არის ასეთი კონცენტრაცია სახალხო დამცველის პერსონაზე, რატომ ცდილობენ თავდასხმებით მის დისკრედიტაციას?! რა თქმა უნდა, თუ ფიქრობენ, რომ სახალხო დამცველს რეიტინგი არ აქვს, მათ ვეტყოდი, რომ ეს კამპანია სახალხო დამცველის რეიტინგის გაზრდას ემსახურება. მათ ადგილზე, ასეთ თავდასხმას არ ვაწარმოებდი, ვფიქრობ, მხოლოდ აძლიერებს სახალხო დამცველს, მის რეიტინგს ზრდის. სახალხო დამცველი დამოუკიდებელი ინსტიტუტია და არცერთი პოლიტიკოსის შესაფასებელი და მისათითებელი არ არის, როდის რას და როგორ ვიტყვი“, – აღნიშნავს ლომჯარია.

გარდა ამისა, მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, როგორ შეაფასებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ნინო ლომჯარია პოლიტიკაში მიდის. როგორც ის განმარტავს, მისთვის გაუგებარია ამ საკითხზე კობახიძის აღელვება რისი ნიშანია და დასძენს, რომ თავად გააკეთებს განცხადებას სამომავლო საქმიანობის შესახებ.

„რაც შეეხება ჩემს გეგმებს, მომავალი 4 თვე ძალიან დაკავებული სამუშაო რეჟიმი მაქვს. ჩემს მოვალეობას პირნათლად შევასრულებ. რაც შეეხება იმას, თუ რას გავაკეთებ ვადის ამოწურვის შემდეგ, ამის შესახებ თავად გავაკეთებ განცხადებას. არ ვიცი, ამ საკითხის მიმართ მათი აღელვება და ნერვიულობა რისი ნიშანია. როგორც ჩანს რაღაცაზე ნერვიულობენ“, – აღნიშნავს ლომჯარია.

ცნობისთვის “ქართული ოცნების” ,თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სახალხო დამცველზე, ნინო ლომჯარიაზე საუბრისას განაცხადა, რომ პოლიტიკურ პროცესებში პირდაპირ არის ჩართული და რეიტინგი არ აქვს.

კომენტარები

TOP ნინო ლომჯარია 2022-08-05
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ნინო ლომჯარია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მედია: ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღმოსავლეთ აზიის სამიტზე სერგეი ლავროვის სიტყვით გამოსვლისას პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა

შემდეგი სტატია

საქართველოს ბანკს, GITA-სა და 500 Global-ს შორის 4 წლიანი პარტნიორობა გაფორმდა

მსგავსი სტატიები

გედევან ფოფხაძეს დავურეკე და ვუთხარი, რომ კომენტარი არ გაეკეთებინა – მამუკა მდინარაძე

გედევან ფოფხაძეს დავურეკე და ვუთხარი, რომ კომენტარი არ გაეკეთებინა – მამუკა მდინარაძე

04 იან 2019
მედიატორის ახალი დოკუმენტი არის ვარიანტი, რომელზეც ხელის არმოწერა არ შეიძლება – ეს არის შანსი საქართველოსთვის

მედიატორის ახალი დოკუმენტი არის ვარიანტი, რომელზეც ხელის არმოწერა არ შეიძლება – ეს არის შანსი საქართველოსთვის

ირაკლი შალიკაშვილი 19 აპრ 2021
ხმაური ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელ გზაზე – ადგილობრივები სოფელ გელათისთვის სახელის შეცვლას აპროტესტებენ

ხმაური ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელ გზაზე – ადგილობრივები სოფელ გელათისთვის სახელის შეცვლას აპროტესტებენ

ირაკლი შალიკაშვილი 26 მარ 2019

უახლესი ამბები

  • უკრაინის გენშტაბი: რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 209 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა

    უკრაინის გენშტაბი: რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 209 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა

  • Dainik Jagran: ინდოეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 230-ს გადასცდა

    Dainik Jagran: ინდოეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 230-ს გადასცდა

  • სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, იმოქმედოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და უზრუნველყოს მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა

    სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, იმოქმედოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და უზრუნველყოს მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა

  • სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებით პატრიარქი მიცვალებულთა სულებს იხსენიებს

    სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებით პატრიარქი მიცვალებულთა სულებს იხსენიებს

  • ქეით მიდლტონი იორდანიის სამეფო ქორწილში

    ქეით მიდლტონი იორდანიის სამეფო ქორწილში

  • დღე ისტორიაში – 3 ივნისი

    დღე ისტორიაში – 3 ივნისი

  • “საქართველოს ბანკის” ფინანსური მხარდაჭერით ფულბრაიტის 2023 წლის სამაგისტრო პროგრამით სამი სტუდენტი ამერიკაში გაემგზავრება

    “საქართველოს ბანკის” ფინანსური მხარდაჭერით ფულბრაიტის 2023 წლის სამაგისტრო პროგრამით სამი სტუდენტი ამერიკაში გაემგზავრება

  • ბენ უოლესი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე: ეს არ მოხდება უახლოეს მომავალში

    ბენ უოლესი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე: ეს არ მოხდება უახლოეს მომავალში

  • გიორგი კაკაურიძე:  უკრაინის სანქცია არ ნიშნავს ევროკავშირის სანქციას – „ჯორჯიან ეარვეისის“ დასანქცირება საქართველოს ეკონომიკისთვის ზიანის მომტანი არ იქნება

    გიორგი კაკაურიძე: უკრაინის სანქცია არ ნიშნავს ევროკავშირის სანქციას – „ჯორჯიან ეარვეისის“ დასანქცირება საქართველოს ეკონომიკისთვის ზიანის მომტანი არ იქნება

  • მარინა ეზუგბაია: ინფექციურში წყლით მოწამვლით ადამიანები არ შემოუყვანიათ

    მარინა ეზუგბაია: ინფექციურში წყლით მოწამვლით ადამიანები არ შემოუყვანიათ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge