NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»სამართალი»ლევან ბეჟაშვილი: სასამართლომ ქვეყანაში სიმართლის თქმა 15 ათას ლარად შეაფასა

ლევან ბეჟაშვილი: სასამართლომ ქვეყანაში სიმართლის თქმა 15 ათას ლარად შეაფასა

05 აგვ 2022 სამართალი 179 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სასამართლომ ქვეყანაში სიმართლის თქმა 15 ათას ლარად შეაფასა და უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც გამოუსწორებელი შედეგები შეიძლება ჰქონდეს სასამართლოს პრაქტიკისთვის, – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც „ანტიკორუფციული მოძრაობა“ 15 ათასი ლარით დაჯარიმდა.

როგორც ბეჟაშვილი აცხადებს, „ანტიკორუფციული მოძრაობა“ დააჯარიმეს იმისთვის, რომ ის აკრიტიკებს ხელისუფლებას და აქვეყნებს საგამოძიებო მასალებს, რომელიც კონკრეტულ მტკიცებულებებზეა დაყრდნობილი.

“გვინდა გამოვეხმაუროთ იმ სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც მან მიიღო “ანტიკორუფციულ მოძრაობასთან“ მიმართებაში და ანტიკორუფციული მოძრაობა დააჯარიმა 15 ათასი ლარით. საქმე მდგომარეობს იმაში, რომ “ანტიკორუფციულმა მოძრაობამ” ელექტროენერგიის ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით ჩაატარა სპეციალური გამოძიება, რითაც დადგინდა, რომ ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის მნიშვნელოვანი კომპონენტი უკავშირდება იმ შუამავალ კომპანიებს, რომელსაც უჩა მამაცაშვილი კურირებდა. ასევე “ანტიკორუფციულმა მოძრაობამ” დაადგინა ე.წ. ტრანსნაციონალური ქსელის ქართული კომპონენტი “ქოლ ცენტრების” სახით ასევე უჩა მამაცაშვილის მფარველობის ქვეშ იმყოფებოდა. სწორედ ეს არ აპატიეს “ანტიკორუფციულ მოძრაობას” და სასამართლომ „ქართული ოცნების“ და უჩა მამაცაშვილის დავალებით, პირდაპირ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება. პრაქტიკულად, „ანტიკორუფციული მოძრაობა“ დააჯარიმეს იმისთვის, რომ ის აკრიტიკებს ხელისუფლებას და აქვეყნებს საგამოძიებო მასალებს, რომელიც კონკრეტულ მტკიცებულებებზეა დაყრდნობილი. ჩვენ დღეს ვართ იმ მდგომარეობაში, როდესაც ავტოკრატიული რეჟიმი დღითიდღე მძაფრდება და მყარდება. ეს გადაწყვეტილებაც ავტოკრატიული რეჟიმის ნათელი გამოხატულებაა. დღეს ქვეყანაში სიმართლის თქმა 15 ათას ლარად შეაფასა სასამართლომ და მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომელსაც გამოუსწორებელი შედეგები შეიძლება ჰქონდეს სასამართლოს პრაქტიკისთვის. ბუნებრივია, მაქსიმალურ დახმარებას გამოვუცხადებთ “ანტიკორუფციულ მოძრაობას” იმისთვის, რომ მათ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრონ, მათ შორის ევროპულ სასამართლოში. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას მანამ, სანამ სიმართლე თავის გზას არ იპოვის”, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

კომენტარები

TOP ლევან ბეჟაშვილი 2022-08-05
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ლევან ბეჟაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ჯანდაცვის მინისტრი სააკაშვილზე: თუ მოგვმართავენ, დავეხმარებით

შემდეგი სტატია

კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერში მომუშავე ექიმმა კლინიკის გენერალური დირექტორი დაჭრა

მსგავსი სტატიები

„შემუშავებულია კანონპროექტი კომპანიონი ცხოველების უფლებების დაცვის შესახებ“

13 სექ 2018
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით კონტრაბანდული პროტეინი ამოიღო

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით კონტრაბანდული პროტეინი ამოიღო

31 ივლ 2018

ანატოლი ბერძენიშვილს პატიმრობა შეეფარდა

24 იან 2018

უახლესი ამბები

  • ბენ უოლესი: რუსეთის შეჭრა უკრაინაში ჩავარდა და მარცხი იწყება

    ბენ უოლესი: რუსეთის შეჭრა უკრაინაში ჩავარდა და მარცხი იწყება

  • გომელაური ესებუაზე – ძებნაზეა დასმული, ანუ ვეძებთ

    გომელაური ესებუაზე – ძებნაზეა დასმული, ანუ ვეძებთ

  • დაზვერვა: ოკუპანტებმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, მარიუპოლის დამცველები, შესაძლოა, საჯაროდ დასაჯონ

    დაზვერვა: ოკუპანტებმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, მარიუპოლის დამცველები, შესაძლოა, საჯაროდ დასაჯონ

  • ლალი მოროშკინა: ის რაც ახლა ხდება ატომურ სადგურთან მიმართებაში, ნაწილობრივად ზელენსკის თამაშია აშანტაჟოს ევროპა

    ლალი მოროშკინა: ის რაც ახლა ხდება ატომურ სადგურთან მიმართებაში, ნაწილობრივად ზელენსკის თამაშია აშანტაჟოს ევროპა

  • “ნებისმიერი სამიზნე, რომელსაც ისინი აირჩევენ სუვერენული უკრაინის მიწაზე, არის თავდაცვა”

    “ნებისმიერი სამიზნე, რომელსაც ისინი აირჩევენ სუვერენული უკრაინის მიწაზე, არის თავდაცვა”

  • მიხაილო პოდოლიაკი: რუსეთთან მოლაპარაკება ნიშნავს „რუსული რულეტკის” თამაშს სავსე დოლურით და ყველასთვის ფატალური დასასრულით

    მიხაილო პოდოლიაკი: რუსეთთან მოლაპარაკება ნიშნავს „რუსული რულეტკის” თამაშს სავსე დოლურით და ყველასთვის ფატალური დასასრულით

  • აშშ-ის საელჩო:  „სამართლიანი არჩევნების“ არდაშვება საარჩევნო რეფორმების პარლამენტის სამუშაო ჯგუფში პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას

    აშშ-ის საელჩო: „სამართლიანი არჩევნების“ არდაშვება საარჩევნო რეფორმების პარლამენტის სამუშაო ჯგუფში პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას

  • ლვოვში ჩასულ ვოლოდიმერ ზელენსკის მოქალაქეები ტაშით შეხვდნენ (ვიდეო)

    ლვოვში ჩასულ ვოლოდიმერ ზელენსკის მოქალაქეები ტაშით შეხვდნენ (ვიდეო)

  • ჯერემი ფლემინგი: პრეზიდენტმა პუტინმა სრულად წააგო საიფორმაციო ომი უკრაინაში და დასავლეთში

    ჯერემი ფლემინგი: პრეზიდენტმა პუტინმა სრულად წააგო საიფორმაციო ომი უკრაინაში და დასავლეთში

  • ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების კუთხით დაწესებული უკანონო შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდება

    ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების კუთხით დაწესებული უკანონო შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge