NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ირაკლი კობახიძე ნინო ლომჯარიაზე: 7 დეკემბერს გასდის ვადა და საბოლოოდ შეიძენს იმ სტატუსს, რომელიც რეალურად არაფორმალურად დღესაც აქვს…

ირაკლი კობახიძე ნინო ლომჯარიაზე: 7 დეკემბერს გასდის ვადა და საბოლოოდ შეიძენს იმ სტატუსს, რომელიც რეალურად არაფორმალურად დღესაც აქვს…

05 აგვ 2022 პოლიტიკა 356 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

რეიტინგი არ აქვს, მაგრამ ცდილობს პოლიტიკოსობას – 7 დეკემბერს გასდის ვადა და საბოლოოდ შეიძენს იმ სტატუსს, რომელიც რეალურად არაფორმალურად დღესაც აქვს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სახალხო დამცველზე, ნინო ლომჯარიაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ომბუდსმენი პოლიტიკურ პროცესებში პირდაპირ არის ჩართული.

„წინა ქსენოფობიური კამპანიის დროს, რომელიც აგორდა „ნაცმოძრაობის“ მიერ, ჩვენი მოწოდებების მიუხედავად, 10 დღე დასჭირდა ნინო ლომჯარიას, ვიდრე გააკეთებდა განცხადებას ქსენოფობიასთან დაკავშირებით. მე შეგახსენებთ, რომ ეს არის სახალხო დამცველის პირდაპირი მოვალეობა. როდესაც ღვივდება დისკრიმინაციული კამპანია, ეთნიკური შუღლი, შოვინიზმი პირველივე წამებზე უნდა გამოეხმაუროს ამას სახალხო დამცველი. ეს ადამიანი პირდაპირ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში და უფრო მეტიც, ის პირდაპირ იყო ჩართული იმ კამპანიაში, რომლის ფარგლებშიც მოხდა მთავრობის გადადგომის მოთხოვნის წამოყენება. რეიტინგი არ აქვს, მაგრამ ცდილობს პოლიტიკოსობას. 7 დეკემბერს გასდის ვადა და საბოლოოდ შეიძენს იმ სტატუსს, რომელიც რეალურად არაფორმალურად დღესაც აქვს, ცდილობს იყოს პოლიტიკოსი და გახდება კიდეც დეკემბერში ალბათ, ამაში დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა კობახიძემ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ახალი სახალხო დამცველი ოპოზიციის და ხელისუფლების შეთანხმებით უნდა აირჩეს.

„ჩვენ ვერ გვეყოლება კანდიდატი. სახალხო დამცველი უნდა აირჩეს შეთანხმებით უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის და ამას სჭირდება ფართო კონსულტაციები. ეს კონსულტაციები დაიწყება სექტემბერში. ჩვენ ოპოზიციას შევთავაზებთ შერჩევის ინკლუზიურ პროცედურას, ამის შემდეგ ერთობლივად უნდა ჩამოვყალიბდეთ კანდიდატურაზე და შემდეგ პარლამენტი უყრის მას კენჭს“, – აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

TOP ირაკლი კობახიძე ნინო ლომჯარია 2022-08-05
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ირაკლი კობახიძე ნინო ლომჯარია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

первый канал-ის ჟურნალისტმა “დედაენის ბარის” მფლობელი მოატყუა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა (ვიდეო)

შემდეგი სტატია

კობახიძე: სტატისტიკა აჩვენებს, რომ უკიდურესად მცირეა­ რუსეთის იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საქართველოში ჩამოვიდნენ

მსგავსი სტატიები

კრისტიან დანიელსონი ოპოზიციასთან შეხვედრას გეგმავს

კრისტიან დანიელსონი ოპოზიციასთან შეხვედრას გეგმავს

ირაკლი შალიკაშვილი 12 მარ 2021
უმჯობესია პარტიის დაფინანსებაზე გვესაუბროს ბატონი გახარია, საიდან იღებს თანხებს

უმჯობესია პარტიის დაფინანსებაზე გვესაუბროს ბატონი გახარია, საიდან იღებს თანხებს

ირაკლი შალიკაშვილი 09 ივნ 2021
ლიზა ვადაჭკორია: ვინმე გთხოვთ, მოდი ჩემს სუფრასთან და გატეხილ რუსულზე მელაპარაკე?!

ლიზა ვადაჭკორია: ვინმე გთხოვთ, მოდი ჩემს სუფრასთან და გატეხილ რუსულზე მელაპარაკე?!

ნინო ჩხეიძე 12 აგვ 2023

უახლესი ამბები

  • ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

    ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

  • მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

    მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

  • მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

    მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

  • სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

  • დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“  და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

    დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“ და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

  • დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

  • თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

    თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

  • შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

    შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

  • ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

    ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

  • ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

    ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge