NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»გიორგი ბილანიშვილი: …მოსკოვი ნამდვილად არ უნდა იყოს უკმაყოფილო იმით, რაც ახლა საქართველოში ხდება

გიორგი ბილანიშვილი: …მოსკოვი ნამდვილად არ უნდა იყოს უკმაყოფილო იმით, რაც ახლა საქართველოში ხდება

05 აგვ 2022 პოლიტიკა 552 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

რა ვითარება იყო მსოფლიოში 2008 წლის 8 აგვისტომდე, 14 წლის წინ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე რატომ არ ჰქონდა ევროპასა და აშშ-ს ადეკვატური რეაქცია, რა ცვლილებია მომხდარი მსოფლიოში 2008 წლის აგვისტოს ომის 14 წლის შემდეგ, რა მიზეზებმა განაპირობეს ის, რომ ახლა აშშ და ევროპა კონსოლიდირებულია და ეფექტურად მოქმედებს უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ, ასევე იმაზე, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე რა საფრთხეები აქვს საქართველოს, რამდენად შეცვლილია ვითარება თავად საქართველოში, როგორი უნდა იყოს მისი დღის წესრიგი და რეალურად რა კეთდება, „ინტერპრესნიუსი“ საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხთა მკვლევარს გიორგი ბილანიშვილს ესაუბრა.

– ბატონო გიორგი, 14 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ აგრესია განახორციელა და საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია მოახდინა.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპასა და ამერიკაში ყველას ესმოდა, რომ რუსეთმა საქართველო ქვეყნის მკაფიო საგარეო კურსის გამო დასაჯა, ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების რეაქცია მომხდარზე საკმაოდ სუსტი და არაეფექტური იყო.

კრემლმა საქართველოს დასჯის ოპერაციას „ძალით მშვიდობის იძულების“ ოპერაცია დაარქვა. საფრანგეთის პრეზიდენტ სარკოზის შუამავლობა იმაზე მეტად უსუსური იყო, ვიდრე წარმოდგენა შეიძლებოდა.

ყველაფერი კრემლის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებით დასრულდა. მომხდარზე დასავლეთის რეაქცია რომ არაადეკვატური იყო, ისიც მიუთითებს, რომ ტალიავინის კომისიამ ომის დაწყებაში ქართული მხარე დაადანაშაულა.

რა ვითარება იყო მსოფლიოში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს? რატომ არ იყო 14 წლის წინ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე ევროპისა და აშშ-ს რეაქცია ადეკვატური და მკაფიო?

– დღეს დასავლეთში მართლაც ბევრი აღიარებს, რომ მათი რეაქცია რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიაზე არ იყო ადეკვატური და საქართველოს და უკრაინის შემთხვევებს ერთიან კონტექსტში განიხილავს.

2008 წლის აგვისტოში საქართველოში შემოჭრით მოსკოვმა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პირველად, ღიად დაიწყო სამხედრო ძალის გამოყენება საერთაშორისო პოლიტიკაში საკუთარი პოზიციების გასამყარებლად. მას შემდეგ მისი ქმედებები კიდევ უფრო აგრესიული და ხისტი გახდა.

მართლაც, ეს დიდწილად სწორედ იმან განაპირობა, რომ საქართველოს შემთხვევაში დასავლეთის ქვეყნებს სათანადო რეაქცია არ ქონიათ. მაშინ არც სანქციები დაწესებულა რუსეთის წინააღმდეგ და ურთიერთობაც მოსკოვთან ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდა. აშშ-მ სულაც ე.წ. გადატვირთვის პოლიტიკა წამოიწყო, რაც აშშ-რუსეთს შორის ურთიერთობათა გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად.

ყოველივე ამან მოსკოვს აფიქრებინა, რომ მის საგარეო პოლიტიკურ ამბიციებს, მით უმეტეს პოსტ-საბჭოთა სივრცეში, დასავლეთი ადვილად ეგუებოდა. ამას მოჰყვა ყირიმის ანექსია, აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო ინტერვენცია და ლუგანსკის და დონეცკის ოლქების ნაწილობრივი ოკუპაცია რუსეთის მიერ 2014 წელს.

უკრაინის შემთხვევაში მართალია დასავლეთი უკვე სხვანაირად მოიქცა. კერძოდ, დააწესა სანქციები და გააუარესა დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან. თუმცა, სამწუხაროდ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი, რადგან ვერ შეაკავა რუსეთის ახალი ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც 24 თებერვალს დაიწყო.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ამ გადასახედიდან ჩანს, რომ დასავლეთმა მაინც ბევრი რამ გააკეთა 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის შესაჩერებლად. ცხადია, რომ მოსკოვს მაშინ ბევრად უფრო მეტის ამბიცია ჰქონდა, ვიდრე აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია იყო. ამის დასტურად შეგვიძლია გავიხსენოთ ის, რომ ოფიციალური მოსკოვი მაშინ საქართველოში ხელისუფლების შეცვლას ითხოვდა.

ვრცლად

კომენტარები

TOP გიორგი ბილანიშვილი 2022-08-05
ნინო ჩხეიძე
Tags TOP გიორგი ბილანიშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ზურაბ აზარაშვილი: ამირან გამყრელიძე პირადი განცხადებით ტოვებს თანამდებობას

შემდეგი სტატია

ჯანდაცვის მინისტრი სააკაშვილზე: თუ მოგვმართავენ, დავეხმარებით

მსგავსი სტატიები

უცნაურია არა ის, თუ რატომ წავიდა პრეზიდენტი დასავლეთში, არამედ უცნაურია თუ რატომ არ წავიდა მთავრობის მეთაური და საგარეო საქმეთა მინისტრი

უცნაურია არა ის, თუ რატომ წავიდა პრეზიდენტი დასავლეთში, არამედ უცნაურია თუ რატომ არ წავიდა მთავრობის მეთაური და საგარეო საქმეთა მინისტრი

ირაკლი შალიკაშვილი 16 მარ 2022
“ჩათვალეთ, ნებაყოფლობით ვარ წასული ამ თანამდებობიდან” – კვაჭანტირაძე თვითონ გადადგა

“ჩათვალეთ, ნებაყოფლობით ვარ წასული ამ თანამდებობიდან” – კვაჭანტირაძე თვითონ გადადგა

News 19 მარ 2019

„ამომრჩეველმა ივანიშვილს უთხრა, რომ ყველაფერს ფულით ვერ იყიდის“

02 ნოე 2018

უახლესი ამბები

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა

  • დღე ისტორიაში – 24 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 24 სექტემბერი

  • ბეჭდების მბრძანებლის პერსონაჟები და მათი ზოდიაქოს ნიშნები

    ბეჭდების მბრძანებლის პერსონაჟები და მათი ზოდიაქოს ნიშნები

  • ილიკო სუხიშვილი: სცენაზე გასვლა ყოველთვის დიდ სტრესთან არის დაკავშირებული (ვიდეო)

    ილიკო სუხიშვილი: სცენაზე გასვლა ყოველთვის დიდ სტრესთან არის დაკავშირებული (ვიდეო)

  • ოლაფ შოლცი: კონფლიქტის მოგვარებისთვის ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს

    ოლაფ შოლცი: კონფლიქტის მოგვარებისთვის ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს

  • ირაკლი ეძგვერაძე: სავარაუდოდ, კლინიკიდან დღესაც არ გამწერენ

    ირაკლი ეძგვერაძე: სავარაუდოდ, კლინიკიდან დღესაც არ გამწერენ

  • 6 სუპერ სასარგებლო ხილის სახეობა

    6 სუპერ სასარგებლო ხილის სახეობა

  • ერიხ მარია რემარკის საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება

    ერიხ მარია რემარკის საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება

  • კირილ ბუდანოვი: რუსეთმა მის ხელთ არსებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ფრონტზე და მოსკოვის თავდაცვისთვის აამოქმედა – ჩვენ მათი რაკეტების მარაგის ამოწურვაზე ვმუშაობთ

    კირილ ბუდანოვი: რუსეთმა მის ხელთ არსებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ფრონტზე და მოსკოვის თავდაცვისთვის აამოქმედა – ჩვენ მათი რაკეტების მარაგის ამოწურვაზე ვმუშაობთ

  • შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტაციის სამართლებრივ შეფასებას სთხოვს

    შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტაციის სამართლებრივ შეფასებას სთხოვს

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge