NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ალუდა ღუდუშაური: …ამ ადამიანების მსჯელობა მოგწონთ და გიორგი ხელაშვილი ყოფილა აგრესორი და თავდამსხმელი?

ალუდა ღუდუშაური: …ამ ადამიანების მსჯელობა მოგწონთ და გიორგი ხელაშვილი ყოფილა აგრესორი და თავდამსხმელი?

05 აგვ 2022 პოლიტიკა 182 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების პირდაპირი თუ ირიბი წახალისება ხდება – პარტნიორებისგან ერთი მოწოდება არ გვინახავს, თუ რას აკეთებენ ისინი დეპოლარიზაციისთვის, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ხომ არ არის პარტნიორებზე თავდასხმა გიორგი ხელაშვილის განცხადება, რომ პარტნიორები არ ემიჯნებიან რადიკალურ ოპოზიციას, რომლის მიზანი რუსეთთან ომში ჩართვაა.

ალუდა ღუდუშაური აცხადებს, რომ ხელაშვილმა თქვა ის, რაც რეალურად ხდება.

„რა თავდასხმაზეა საუბარი, ბატონი ხელაშვილის ბიოგრაფიას ვინც გაეცნობა, ძნელად მოიძებნება პირი, ვინც თავს უფლებას მისცემს და იტყვის, რომ ბატონი ხელაშვილი აგრესორი ან თავდამსხმელია. დიდი ხნის სტაჟი აქვს დიპლომატიურ სამსახურში და ბუნებით გაწონასწორებული და კეთილშობილი ადამიანია. რა მოვისმინეთ მისგან? როგორ შეიძლება გაგიჩნდეს შთაბეჭდილება, რომ საერთაშორისო პარტნიორებზე თავდამსხმელი პირია. მან ის თქვა, რაც არის. სამწუხაროდ, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების პირდაპირი თუ ირიბი წახალისება ხდება და ეს ასეა. დღეს, როცა სამუშაო ჯგუფები მუშაობენ და დეპოლარიზაცია უნდა გააკეთოს ორივე მხარემ, ნახეთ, როგორი ეპითეტებით ესხმის თავს სამუშაო ჯგუფის წევრებს „სტრატეგია აღმაშენებელი“, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ „დაღმაშენებელი“. ამ ადამიანების მსჯელობა მოგეწონათ, რომელიც თავდასხმა და შეურაცხყოფაა იმ პირების, ვინც სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობს? როგორი ეპითეტებით ამკობს მათ ბატონი ჩიხლაძე და საუბრობთ, რომ ხელაშვილი ყოფილა აგრესორი და თავდამსხმელი. ხელაშვილმა გულისწყვეტით თქვა, რომ დასავლელი პარტნიორების პრინციპული პოზიცია და მოწოდება არ არის იმის თაობაზე, თუ რას აკეთებს საპარლამენტო რადიკალური ოპოზიცია დეპოლარიზაციისთვის. ჭიჭე ვაშაძემ რომ ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ არამც და არამც არ მიიღებენ მონაწილეობას სამუშაო ჯგუფებში მათი მოწოდების მიუხედავად, ეს არ არის თავდასხმა?!

პარლამენტში ფოიე-ფოიე დარბიან, სხდომათა დარბაზში მოსახლეობას, რომელმაც მათ მანდატი მისცა, აქამდე ძალით ვერ შეჰყავდა და ახლა დგანან სასესიო დარბაზთან, როცა სხდომები არ იმართება და იძახიან, რომ კარებია დაკეტილი. აი, ასეთი იაფფასიანი, მდარე ხარისხის კეკლუცობას აქვს ადგილი,“ – განაცხადა ღუდუშაურმა.

შეგახსენებთ: პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ხელაშვილის განცხადებით, ხელისუფლება დასავლელი პარტნიორებისგან ითხოვს, გაემიჯნოს და უარი თქვას ისეთ „რადიკალურ ელემენტებთან“ თანამშრომლობაზე, როგორებიც „ეკა გიგაური და ელენე ხოშტარია არიან“. როგორც ხელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, „სანამ დასავლეთის მხრიდან ამ რადიკალურ ელემენტებთან თანამშრომლობა გაგრძელდება, საქართველოში პოლარიზაცია არ დასრულდება“. მისივე თქმით, „რადიკალებს საქართველოში პოლიტიკური ჟანგბადი უნდა გადაეკეტოთ, რადგან სამოქალაქო ომის დაწყების შემთხვევაში, რუსეთთან ომში ავტომატურად ჩართულები ვიქნებით.

როგორც ხელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, „სანამ დასავლეთის მხრიდან ამ რადიკალურ ელემენტებთან თანამშრომლობა გაგრძელდება, საქართველოში პოლარიზაცია არ დასრულდება“.

მისივე თქმით, „რადიკალებს საქართველოში პოლიტიკური ჟანგბადი უნდა გადაეკეტოთ, რადგან სამოქალაქო ომის დაწყების შემთხვევაში, რუსეთთან ომში ავტომატურად ჩართულები ვიქნებით.

კომენტარები

TOP ალუდა ღუდუშაური გიორგი ხელაშვილი 2022-08-05
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP ალუდა ღუდუშაური გიორგი ხელაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მამუკა ხაზარაძე: ლუსტრაციის კანონი რაც შეიძლება სწრაფად

შემდეგი სტატია

მედია: ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღმოსავლეთ აზიის სამიტზე სერგეი ლავროვის სიტყვით გამოსვლისას პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა

მსგავსი სტატიები

მიხეილ სააკაშვილი: შევწყვიტოთ ქვეყნის შიგნით „ცივი ომი“ და ბრაზი მივმართოთ არა ერთმანეთზე, არამედ დამპყრობელზე

მიხეილ სააკაშვილი: შევწყვიტოთ ქვეყნის შიგნით „ცივი ომი“ და ბრაზი მივმართოთ არა ერთმანეთზე, არამედ დამპყრობელზე

ირაკლი შალიკაშვილი 14 ივლ 2022
უკრაინის 6 და საქართველოს ერთ მოქალაქეს საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

უკრაინის 6 და საქართველოს ერთ მოქალაქეს საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

04 დეკ 2018
თუ საიას სურდა სამაჟორიტარო ოლქების საზღვრებთან დაკავშირებით რაიმე ტიპის წინადადებები შემოეთავაზებინა, ამის პლატფორმა 3 თვის წინ არსებობდა

თუ საიას სურდა სამაჟორიტარო ოლქების საზღვრებთან დაკავშირებით რაიმე ტიპის წინადადებები შემოეთავაზებინა, ამის პლატფორმა 3 თვის წინ არსებობდა

ირაკლი შალიკაშვილი 20 სექ 2021

უახლესი ამბები

  • მიხაილო პოდოლიაკი: საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ

    მიხაილო პოდოლიაკი: საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ

  • ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

    ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

  • Coldplay-ის კონცერტზე სვიატოსლავ ვაკარჩუკმა “Обійми” შეასრულა (ვიდეო)

    Coldplay-ის კონცერტზე სვიატოსლავ ვაკარჩუკმა “Обійми” შეასრულა (ვიდეო)

  • ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

    ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

  • რუსული ვერტმფრენი მი-8 ესტონეთის საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე შევიდა

    რუსული ვერტმფრენი მი-8 ესტონეთის საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე შევიდა

  • MAN-ის 16-ტონიანი სატვირთოს გაწევით ქართველმა ათლეტმა გინესის რეკორდი დაამყარა

    MAN-ის 16-ტონიანი სატვირთოს გაწევით ქართველმა ათლეტმა გინესის რეკორდი დაამყარა

  • Samsung-მა უახლესი Galaxy Z Flip4 და Z Fold4 წარადგინა: უნივერსალური მოწყობილობები, რომლებიც ცვლიან ჩვენს  სმარტფონებთან ურთიერთობის გზას

    Samsung-მა უახლესი Galaxy Z Flip4 და Z Fold4 წარადგინა: უნივერსალური მოწყობილობები, რომლებიც ცვლიან ჩვენს სმარტფონებთან ურთიერთობის გზას

  • ანდრეი ერმაკი: 80 რაკეტა მოხვდა საცხოვრებელ სახლებს. ტერორისტული ქვეყანა აგრძელებს ბრძოლას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ

    ანდრეი ერმაკი: 80 რაკეტა მოხვდა საცხოვრებელ სახლებს. ტერორისტული ქვეყანა აგრძელებს ბრძოლას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ

  • აქ.ახლა ყველაფერი შენს ხელშია თიბისის ციფრულ ბანკთან ერთად

    აქ.ახლა ყველაფერი შენს ხელშია თიბისის ციფრულ ბანკთან ერთად

  • “თეგეტა ჰოლდინგი“ Groupauto Caucasus-ის ბიზნესკონფერენციას მასპინძლობს

    “თეგეტა ჰოლდინგი“ Groupauto Caucasus-ის ბიზნესკონფერენციას მასპინძლობს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge