NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ცაგარეიშვილი: თავი უნდა დავხაროთ და ვთქვათ, რომ 12 კი არა 32 პუნქტი დაგვიდეთ შესასრულებლად ან 132, ეს ხომ არასერიოზულია

ცაგარეიშვილი: თავი უნდა დავხაროთ და ვთქვათ, რომ 12 კი არა 32 პუნქტი დაგვიდეთ შესასრულებლად ან 132, ეს ხომ არასერიოზულია

04 აგვ 2022 პოლიტიკა 409 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თავი დავხაროთ მონური სულისკვეთებით და ვთქვათ, რომ აგერ კისერზე წამოგვარტყით კიდევ უფრო მტკივნეულად?! თავი უნდა დავხაროთ და ვთქვათ, რომ 12 კი არა 32 პუნქტი დაგვიდეთ შესასრულებლად, ან 132 – ეს ამბავი ხომ არასერიოზულია,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კითხვებს, რომელსაც “ქართული ოცნება” სვამს ლეგიტიმურია და მას პასუხები სჭირდება. ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ აინტერესებს, რა იყო რეალური მიზეზი, რომ კანდიდატის სტატუსი საქართველომ ვერ მიიღო მაშინ, როცა “უკრაინასთან და მოლდოვასთან შედარებით ამას იმსახურებდა.

“კითხვები, რომელიც ჩვენგან ისმევა არის ლეგიტიმური და ამას სჭირდება პასუხები, ასევე ლეგიტიმური უნდა იყოს პასუხების მოთხოვნა. იმ პრობლემებზე ვითხოვ პასუხს, რაც ყველას გვადარდებს ამ ქვეყანაში, როდის დასრულდება ჩვენი საკითხის განხილვა ევროკავშირში, რა იყო რეალური საფუძველი, რომ კანდიდატის სტატუსი არ მოგვანიჭეს და ა.შ. ამაზე ვდარდობთ, ვფიქრობთ, ამიტომ არის შექმნილი სამუშაო ჯგუფები და ამ ე.წ. საშინაო დავალებასაც, შევასრულებთ და შემდეგ დაველოდებით დასკვნებს. ჩვენი მოსაზრება და ურყევი რწმენაა, რომ საქართველო უკრაინასთან და მოლდოვასთან შედარებით იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, არ ვთქვათ ეს?! თუ ამას იმსახურებდა და ეს არ მივიღეთ, თავი დავხაროთ მონური სულისკვეთებით და ვთქვათ, რომ აგერ კისერზე წამოგვარტყით კიდევ უფრო მტკივნეულად?! თუ ამას ვამბობთ და ხმამაღლა ვამბობთ, ეს როგორ შეიძლება?! არა, თავი უნდა დავხაროთ და ვთქვათ, რომ 12 კი არა 32 პუნქტი დაგვიდეთ შესასრულებლად, ან 132 – ეს ამბავი ხომ არასერიოზულია,”- განაცხადა ცაგარეიშვილმა.

დეპუტატი აცხადებს, რომ შეურაცხყოფასა და კითხვის დასმას შორის არის საკმაოდ დიდი განსხვავება, ამ განსხვავევებს ოპონენტები ვერ ამჩნევენ.

“ამ ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს აქვს კითხვის დასმის უფლება, ამიტომ ყველა უნდა შეეგუოს შინაურიც და გარეულიც, რომ იქნება ამგვარი კითხვები, შეიძლება ეს ვიღაცისთვის არასასიამოვნო მოსასმენია, მაგრამ დემოკრატიულ საზოგადოებაში უნდა შევეჩვიოთ ამას, ისევე როგორც თქვენ მისვამთ ხოლმე უმწვავეს კითხვებს, ასევე შეგვიძლია დავუსვათ კითხვები, მათ შორის, ჩვენს მეგობარ დიპლომატებს, მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს. თუ ეს კითხვები შერაცხულია შეურაცხყოფად, ესეც ცუდის ნიშანია, ეს იმის ნიშანია, რომ ეს საზოგადოება ჯერ კიდევ ვერ „დაღვინდა“ და ვერ შეეჩვია, რომ თავისუფალ, დემოკრატიულ ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს აქვს კითხვის დასმის უფლება ყველას მიმართ, ვინც არ უნდა იყოს. დანარჩენი პოლიტიკური გემოვნების საკითხია, ვიღაცას ეს სიამოვნებს, ვიღაცას არ სიამოვნებს. მე არ მგონია ეს აზიანდებდეს ურთიერთობებს და ყველას გასაგონად უნდა დავსვათ კითხვები, რომ მივიღოთ პასუხები, აბა “ამირან გულში მღეროდაო”, ჩაკეტილად და კულუარულად საუბარი საზოგადოების ზურგს უკან არამართებულად მიმაჩნია. არის კითხვები, რომელიც არ ისმის და ესეც შენებულად კეთდება”, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

კომენტარები

გია ცაგარეიშვილი 2022-08-04
ირაკლი შალიკაშვილი
Tags გია ცაგარეიშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ვახტანგ მეგრელიშვილი: თუ ივანიშვილი ხელისუფლებაში დაბრუნდება, ეს მას ოლიგარქის სტატუსს მოუხსნის

შემდეგი სტატია

“მოქალაქეები“ და „გირჩი“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ: დეპოლარიზაციისთვის უმნიშვნელოვანესია სააკაშვილის პოლიტიკიდან გასვლა და ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება

მსგავსი სტატიები

„საქართველო ბოლო ქვეყანა იყო, რომელიც ჩვენს საერთო ძალისხმევას შემოუერთდა“

„საქართველო ბოლო ქვეყანა იყო, რომელიც ჩვენს საერთო ძალისხმევას შემოუერთდა“

სოსო ელისაშვილი 30 მარ 2018
“იუსტიციის საბჭოს ჩამოერთვას მოსამართლეთა დანიშვნისა თუ გადაყენების ფუნქცია”

“იუსტიციის საბჭოს ჩამოერთვას მოსამართლეთა დანიშვნისა თუ გადაყენების ფუნქცია”

30 იან 2019

„თაბუკაშვილის ქუჩაზე, კორპუსიდან გამოსახლების კადრები ძალიან მძიმე იყო“

27 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • იტალიაში 32 წლის ქართველი ქალის დაჭრის ფაქტზე მისი მეუღლე დააკავეს

    იტალიაში 32 წლის ქართველი ქალის დაჭრის ფაქტზე მისი მეუღლე დააკავეს

  • მედია: ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი მოსკოვში ჩავიდა

    მედია: ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი მოსკოვში ჩავიდა

  • სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტზე 4 პირი დააკავა, პირადი მიმოწერის გავრცელების ფაქტზე კი ერთი პირი ამხილა

    სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტზე 4 პირი დააკავა, პირადი მიმოწერის გავრცელების ფაქტზე კი ერთი პირი ამხილა

  • ლევან ბეჟაშვილი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ჩართულია და იქნება საპარლამენტო საქმიანობაში

    ლევან ბეჟაშვილი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ჩართულია და იქნება საპარლამენტო საქმიანობაში

  • გენშტაბი: უკრაინელებმა მოწინააღმდეგის 57 შეტევა მოიგერიეს

    გენშტაბი: უკრაინელებმა მოწინააღმდეგის 57 შეტევა მოიგერიეს

  • ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე: მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ ადარებთ თავს, რომელსაც რთული ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს ბიზნესთან, ე.ი. ეკონომიკასთან და თქვენ მათ ამ ნაწილშიც გაასწარით!

    ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე: მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ ადარებთ თავს, რომელსაც რთული ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს ბიზნესთან, ე.ი. ეკონომიკასთან და თქვენ მათ ამ ნაწილშიც გაასწარით!

  • შვედეთის გვირგვინოსანი პრინცესა ვიქტორია 29-30 მარტს საქართველოს ეწვევა

    შვედეთის გვირგვინოსანი პრინცესა ვიქტორია 29-30 მარტს საქართველოს ეწვევა

  • მუსიკა განწყობისათვის – Chet Baker – Almost blue

    მუსიკა განწყობისათვის – Chet Baker – Almost blue

  • არჩილ ქიქოძე: ბექა ქურხული მოუხსნიათ პრემია საბადან, ჰოდა, მოკლედ და დიდი წიაღსვლების გარეშე ვიტყვი, რომ …

    არჩილ ქიქოძე: ბექა ქურხული მოუხსნიათ პრემია საბადან, ჰოდა, მოკლედ და დიდი წიაღსვლების გარეშე ვიტყვი, რომ …

  • ლოიდ ოსტინი: გაზაფხულზე უკრაინას წარმატებისთვის ძალიან კარგი შანსები ექნება

    ლოიდ ოსტინი: გაზაფხულზე უკრაინას წარმატებისთვის ძალიან კარგი შანსები ექნება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge