NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „Chevening”-ის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „Chevening”-ის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

04 აგვ 2022 ბიზნესი 139 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

3 აგვისტო, 2022- საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური
პასუხიმგებლობის მქონე კომპანია აგრძელებს ახალგაზრდებისთვის ახალი
საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას. სწორედ ამ მიზნით, ბანკის
მხარდაჭერით „Chevening”-ის 2023-2024 წლის სასწავლო წლისთვის სასტიპენდიო
პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო. რაც იმას ნიშნავს რომ ახალგაზრდებს,
რომლებიც არიან მიზანდასახული და არ აშინებთ გამოწვევები, ეძლევათ
შესაძლებლობა, მიიღონ სრული დაფინანსება დიდი ბრიტანეთის საუკეთესო
უნივერსიტეტებში სწავლისთვის. მათ შორის, MBA-ის STEM-ის თუ სხვა
მიმართულებით.
პროგრამის ფარგლებში შერჩეულ 3 სტუდენტს საქართველოს ბანკი 1 წლიან
სამაგისტრო პროგრამაზე სწავლისას დაუფინანსებს არა მხოლოდ სწავლის საფასურის,
არამედ ისეთ ხარჯებს, როგორიცაა: ყოველთვიური სტიპენდია, მგზავრობა,
დისერტაციის / თეზისის გრანტი და სხვა. საქართველოს ბანკისა და დიდი ბრიტანეთის
მთავრობის ერთობლივი ძალისხმევით, 2013 წლიდან მოყოლებული, უკვე 20-მა
სტუდენტმა მიიღო უმაღლესი განათლება დიდ ბრიტანეთში. მათ რიცხვს წელს შეემატა
კიდევ 3 ახალი სტიპენდიატი.
„საქართველოს ბანკმა დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან 2013 წელს გააფორმა
პარტნიორობა, რომლის ფარგლებშიც ხელს ვუწყობთ სტუდენტებს, რომლებმაც მიზნად
მსოფლიოში საუკეთესო ხარისხის განათლების მიღება და წარმატებული მომავლის
შექმნა დაისახეს.
ჩვენი მხარდაჭერითა და დაფინანსებით დიდ ბრიტანეთში სასწავლებლად უკვე
გაემგზავრა 20 საუკეთესო სტუდენტი. სამი სტუდენტი კი ემზადება გასამგზავრებლად.
აღნიშნული რიცხვი მომავალშიც მნიშვნელოვნად გაიზრდება, რადგან ჩვენ მომავალშიც
მივცემთ ახალგაზრდებს მაღალი ხარისხის განათლების მიღების შესაძლებლობას.
გვინდა რაც შეიძლება მეტმა ნიჭიერმა და მოტივირებულმა ახალგაზრდამ შეძლოს
გაერთიანებული სამეფოში მისთვის სასურველ უნივერსიტეტში სწავლა, უნიკალური
გამოცდილების მიღება და უსაზღვრო შესაძლებლობების აღმოჩენა“,- განაცხადა
საქართველოს ბანკის CSR – მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გოჩაშვილმა.

ჩივნინგის სტიპენდიის შესახებ:
ჩივნინგი, დიდი ბრიტანეთის მთავრობის გლობალური პროგრამაა, რომელიც 1983 წელს
დაარსდა. მისი მიზანია უმაღლესი ხარისხის განათლების შეთავაზება მათთვის, ვისაც
სწავლა გაერთიანებულ სამეფოში სასურველ უნივერსიტეტსა და სპეციალობაზე სურს.
ჩივნინგის სტიპენდიანტები მსოფლიოს 118 ქვეყნის წარმომადგენლები არიან;
დღესდღეობით, ჯამში 50 000-ზე მეტი ჩივნინგის კურსდამთავრებულია.
2023-2024 წლის სასწავლო წლისთვის აპლიკაციების მიღება უკვე დაიწყო და ის 2022
წლის 1-ელ ნოემბერს, 12:00 სთ-ზე (ბრიტანეთის დროით) დასრულდება.
დამატებითი ინფორმაციისთვის და ასევე ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამაში
მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს − www.chevening.org/georgia/

კომენტარები

2022-08-04
თამუნა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ანრი ოხანაშვილი: სავიზო რეჟიმის დაწესების მოთხოვნა რუსეთთან ომში ჩართვასთან არის კავშირში

შემდეგი სტატია

ბათუმში, თიბისის მხარდაჭერით, სასტუმრო „მონარქი“ გაიხსნა

მსგავსი სტატიები

მამუკა ბახტაძე:  2018 წლის ბიუჯეტით მიმდინარე ხარჯები 23,9 პროცენტამდე შემცირდება

მამუკა ბახტაძე: 2018 წლის ბიუჯეტით მიმდინარე ხარჯები 23,9 პროცენტამდე შემცირდება

16 აპრ 2018
პროგრამული უზრუნველყოფის კონკურსის ფინალისტები გამოვლინდნენ

პროგრამული უზრუნველყოფის კონკურსის ფინალისტები გამოვლინდნენ

27 ივლ 2018
თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

თამუნა 18 აპრ 2022

უახლესი ამბები

  • ეროვნული ბანკი: 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8019 ლარი გახდა

    ეროვნული ბანკი: 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8019 ლარი გახდა

  • ანტონიო გუტერეში ლვოვში ვოლოდიმირ ზელენსკისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება

    ანტონიო გუტერეში ლვოვში ვოლოდიმირ ზელენსკისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება

  • “პო­ლი­ტი­კუ­რი უტიფ­რო­ბაა, როცა ღა­რიბ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან, ომით და­ზა­რა­ლე­ბულ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან ჩა­დი­ხართ მი­ლან­ში ნა­ყი­დი პალ­ტო­ე­ბით, პი­ჯა­კე­ბით”

    “პო­ლი­ტი­კუ­რი უტიფ­რო­ბაა, როცა ღა­რიბ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან, ომით და­ზა­რა­ლე­ბულ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან ჩა­დი­ხართ მი­ლან­ში ნა­ყი­დი პალ­ტო­ე­ბით, პი­ჯა­კე­ბით”

  • ვლადიმერ პუტინი: დასავლეთის ქვეყნები სასოწარკვეთილად მიჯაჭვულნი არიან გაქრობაში მყოფ საკუთარ ჰეგემონიაზე, მაგრამ ერთპოლუსიანი მსოფლიო წესრიგი წარსულს ბარდება

    ვლადიმერ პუტინი: დასავლეთის ქვეყნები სასოწარკვეთილად მიჯაჭვულნი არიან გაქრობაში მყოფ საკუთარ ჰეგემონიაზე, მაგრამ ერთპოლუსიანი მსოფლიო წესრიგი წარსულს ბარდება

  • ბანკირმა და მოსკოვის საკულტო კლუბის Soho Rooms-ის თანამფლობელმა დენ რაპოპორტმა თავი მოიკლა

    ბანკირმა და მოსკოვის საკულტო კლუბის Soho Rooms-ის თანამფლობელმა დენ რაპოპორტმა თავი მოიკლა

  • რუსეთმა ჩრდილოეთ უკრაინის ჟიტომირის რეგიონზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა

    რუსეთმა ჩრდილოეთ უკრაინის ჟიტომირის რეგიონზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა

  • DDT-ს სოლისტი იური შევჩუკი: ახლა ჩვენი ბიჭები უკრაინაში იღუპებიან, რატომ … (ვიდეო)

    DDT-ს სოლისტი იური შევჩუკი: ახლა ჩვენი ბიჭები უკრაინაში იღუპებიან, რატომ … (ვიდეო)

  • რუსა მორჩილაძე: ღმერ­თი რომ და­გა­ჯილ­დო­ებს და ერთხელ მოგ­ცემს სი­ცო­ცხლეს, რო­გორც სა­ჭი­როა, უნდა გა­მო­ი­ყე­ნო და წლე­ბი სახ­ლში არ უნდა გა­ა­ტა­რო

    რუსა მორჩილაძე: ღმერ­თი რომ და­გა­ჯილ­დო­ებს და ერთხელ მოგ­ცემს სი­ცო­ცხლეს, რო­გორც სა­ჭი­როა, უნდა გა­მო­ი­ყე­ნო და წლე­ბი სახ­ლში არ უნდა გა­ა­ტა­რო

  • კახა ოქრიაშვილი: ივანიშვილმა გამოაგორა „ყმაწვილების კვარტეტი“ და განაგრძობს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის პირდაპირ გინებას

    კახა ოქრიაშვილი: ივანიშვილმა გამოაგორა „ყმაწვილების კვარტეტი“ და განაგრძობს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის პირდაპირ გინებას

  • ლაგოდეხის ნაკრძალში დაღუპული მოზარდის საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ 1 მასწავლებელი ცნო

    ლაგოდეხის ნაკრძალში დაღუპული მოზარდის საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ 1 მასწავლებელი ცნო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge