NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ნიკა მელია: …ისევ ქართველებს მოგვიწევს გაქცევა

ნიკა მელია: …ისევ ქართველებს მოგვიწევს გაქცევა

04 აგვ 2022 პოლიტიკა 482 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ის რუსები, რომლებიც რუსეთიდან ბოლშევიკებს “გამოექცნენ” აქედან რატომღაც აღარსად გაქცევიან ბოლშევიკებს, ზუსტად ასე მოიქცევიან პუტინს “გამოქცეული” რუსებიც. აქედან არავინ გაექცევა პუტინს… ისევ ქართველებს მოგვიწევს აქედან გაქცევა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე წერს, რითაც საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლას ეხმაურება.

ნიკა მელიას მაგალითად 1920 წელს, ოკუპაციამდე რამდენიმე დღით ადრე ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის დღიურში გაკეთებული ჩანაწერი მოჰყავს, რომელშიც ის თბილისში რუსეთიდან ჩამოსულ ადამიანებზე საუბრობს.

,,ეროვნული გმირი მარო მაყაშვილი თავის დღიურში, 1920 წლის 16 აპრილს, საქართველოს ოკუპაციამდე რამდენიმე თვით ადრე, რუსებზე ასეთ რამეს წერს: თბილისი აივსო რუსი ლტოლვილებით, კავკასიიდან, როსტოვიდან, ეკატირენოდარიდან და სხვ. სულ აქ არიან. ქუჩაში თუ გავა ადამიანი, ყოველ ნაბიჯზე უცხო ტომები, მდიდრები, კარგად ჩაცმულები. გამოექცნენ ბოლშევიკებს. ყველანი ჩვენსკენ მორბიან. აქ კარგი თავშესაფარია, ჩვენც ყველას ვიღებთ, ვუმასპინძლდებით. სხვათა შორის, ჩამოვიდნენ არტისტები მოსკოვის სამხატვრო თეატრის კაჩალოვთან ერთად. ისინი ამბობენ: ჩვენ საშინელი წარმოდგენა გვქონდა საქართველოზეო. გვეგონა, აქ ყველა მხეცებია, ამოღებული ხანჯლებით დარბიანო და დღე სახლებში უვარდებიან, ჰკლავენ, სძარცვავენო.

სიზმარში გვეგონა თავი, აქ არაჩვეულებრივი ცხოვრებაა. ყველაფერია, მხიარულობენ, სიჩუმეა. ერთმა თქვა, რომ ჯერ ვერ შევეჩვიე ამ სიჩუმესო, მაშინ როდესაც ჩრდილოეთ კავკასიაში მარტო სროლა ისმის. მიკვირს, რომ დღისით გარეთ ვარო, ხალხს ვხედავო, მოსიარულეს, მოცინარეს. სამოთხეა, სამოთხე. რატომ ადრე არა ვიცოდით. როცა რაშიმე დავჭირდებით, მაშინ დაგვაფასებენ ხოლმე, ცხოველები, პირუტყვები ვეგონეთ. ესეც შენი ხალხი, რომელის ერთ დროს ქვეშევრდომნი ვიყავით, “პატარა პარიზიც” დაარქვეს. ფული ბლომად აქვთ. არაფერს ზოგავენ. ხელგაშლილად ცხოვრობენ

ამის დაწერიდან რამდენიმე თვეში ბოლშევიკებმა საქართველოც დაიპყრეს და გააწითლეს. ის რუსები კი, რომლებიც რუსეთიდან ბოლშევიკებს “გამოექცნენ” აქედან რატომღაც აღარსად გაქცევიან ბოლშევიკებს… ზუსტად ასე მოიქცევიან პუტინს “გამოქცეული” რუსებიც. აქედან არავინ გაექცევა პუტინს… ისევ ქართველებს მოგვიწევს აქედან გაქცევა თუ ყველა დროულად არ გამოვფხიზლდით როგორც საჭიროა და საფრთხე არ გავისიგრძეგანეთ“, – წერს ნიკა მელია.

კომენტარები

TOP ნიკა მელია 2022-08-04
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP ნიკა მელია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ყარაბაღში ამჟამად საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს, თუმცა ვითარება უკიდურესად დაძაბულია

შემდეგი სტატია

ვახტანგ მეგრელიშვილი: თუ ივანიშვილი ხელისუფლებაში დაბრუნდება, ეს მას ოლიგარქის სტატუსს მოუხსნის

მსგავსი სტატიები

„ერთადერთი გამონაკლისი იყო „პატრიოტთა ალიანსი“, რომელმაც დაიცვა გიორგი მარგველაშვილი“

09 მაი 2018
დარწმუნებული არ ვარ, რომ გაუფასურება უკვე აისახა ფასებზე, თუმცა თუ ტენდენცია შენარჩუნდება და ლარი კიდევ გაუფასურდება, ეს ფასებზე იმოქმედებს

დარწმუნებული არ ვარ, რომ გაუფასურება უკვე აისახა ფასებზე, თუმცა თუ ტენდენცია შენარჩუნდება და ლარი კიდევ გაუფასურდება, ეს ფასებზე იმოქმედებს

ირაკლი შალიკაშვილი 01 აგვ 2019
“ეს არის აბსურდი და ტყუილი, რომელიც უნდა ვამხილო დღეს” – ლევან იზორია კორუფციასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს ეხმაურება

“ეს არის აბსურდი და ტყუილი, რომელიც უნდა ვამხილო დღეს” – ლევან იზორია კორუფციასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს ეხმაურება

ირაკლი შალიკაშვილი 04 აპრ 2019

უახლესი ამბები

  • გივი ღამბაშიძე და ,,გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე”  (ვიდეო)

    გივი ღამბაშიძე და ,,გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე” (ვიდეო)

  • რომის პაპი კლინიკაში გადაიყვანეს

    რომის პაპი კლინიკაში გადაიყვანეს

  • შსს: პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე დაკავებულია პირი, რომელმაც აქციაზე პოლიციელებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ცეცხლი წაუკიდა ავტომობილს

    შსს: პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე დაკავებულია პირი, რომელმაც აქციაზე პოლიციელებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ცეცხლი წაუკიდა ავტომობილს

  • ვოლოდიმირ ზელენსკი დემოკრატიის სამიტზე: დემოკრატიას გამარჯვება სჭირდება ახლავე! წელს! ბოროტებამ ომი უნდა წააგოს

    ვოლოდიმირ ზელენსკი დემოკრატიის სამიტზე: დემოკრატიას გამარჯვება სჭირდება ახლავე! წელს! ბოროტებამ ომი უნდა წააგოს

  • რეჯეფ თაიფ ერდოღანი: პუტინი, შესაძლოა, 27 აპრილს თურქეთში ჩამოფრინდეს

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი: პუტინი, შესაძლოა, 27 აპრილს თურქეთში ჩამოფრინდეს

  • ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაბალში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

    ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაბალში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

  • რა საინტერესო ფაქტები იმალება თეთრი ფერის მიღმა

    რა საინტერესო ფაქტები იმალება თეთრი ფერის მიღმა

  • დღე ისტორიაში – 30 მარტი

    დღე ისტორიაში – 30 მარტი

  • ალექსი რეზნიკოვი: კონტრიერიშები იგეგმება რამდენიმე მიმართულებით – ვფიქრობ, მათ აპრილ-მაისში ვნახავთ

    ალექსი რეზნიკოვი: კონტრიერიშები იგეგმება რამდენიმე მიმართულებით – ვფიქრობ, მათ აპრილ-მაისში ვნახავთ

  • რატომ არ დაუშვა კონკურსზე ბექა ქურხულის წიგნი – „საბა“  წერილს აქვეყნებს

    რატომ არ დაუშვა კონკურსზე ბექა ქურხულის წიგნი – „საბა“ წერილს აქვეყნებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge