NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»„გავაერთიანოთ პასუხისმგებლობა და უკეთესობისკენ შევცვალოთ საგზაო მოძრაობის კულტურა“ – დათა ქაჯაია „თეგეტა ჰოლდინგის“ კამპანიაში

„გავაერთიანოთ პასუხისმგებლობა და უკეთესობისკენ შევცვალოთ საგზაო მოძრაობის კულტურა“ – დათა ქაჯაია „თეგეტა ჰოლდინგის“ კამპანიაში

04 აგვ 2022 ბიზნესი 105 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„იზრუნე საგზაო მოძრაობის კულტურაზე“ – „თეგეტა ჰოლდინგის“ ახალი კამპანიის მხარდამჭერი ავტომრბოლელი დათა ქაჯაია გახდა. ამბობს, რომ ბევრი რამ, რაც ქალაქში ხდება, მისთვის მიუღებელია და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა კამპანიაში ჩაბმა. მისი აზრით, გამოცდილების გაზიარებითა და დისკუსიის წამოწყებით შესაძლებელია საგზაო მოძრაობის კულტურის გაუმჯობესება.

ავტომრბოლელი ამბობს, რომ მისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომობილებია. ფიქრობს, რომ ამისთვის სპეციალური სივრცეები არსებობს და ავტოდრომზე დახარჯული ენერგია და განცდილი ადრენალინი კიდევ დიდხანს მიჰყვება, ქალაქში კი სიჩქარის ადგილი არ არის დადადგენილი ნორმების მიხედვით უნდა გადავადგილდეთ.

„ზოგადად, ქართველებს ყველგან ყოველთვის გვეჩქარება, მაგრამ არანაირი გამართლება არ აქვს, როცა საქმე ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეხება. ყოველთვის ჯობია, 5 და 10 წუთით დავაგვიანოთ, ვიდრე რისკის ქვეშ დავაყენოთ ჩვენი და ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე.

სანამ პროფესიონალი მძღოლი გავხდებოდი, ბევრი რამ არ ვიცოდი. ავტოდრომზე რომ დავიწყე სიარული, მივხვდი, რა შეიძლება მოჰყვეს მოსახვევში სწრაფად შესვლას, გზაზე მოულოდნელად დამუხრუჭებას და ა.შ. ამიტომ ქალაქში ყოველთვის ნელა დავდივარ“.

წითელი ხაზი, რომელსაც დათა ქაჯაია არასოდეს გადაკვეთს, ავტომობილში ბავშვის უსაფრთხოების დაცვაა. ამბობს, რომ აუცილებელია მათთვის ცალკე სამგზავრო სავარძელი და წარმოუდგენელია, როდესაც ბავშვები კალთაში, ზოგჯერ კი საჭესთან უსხედან და ისე გადაადგილდებიან.

მბობს, რომ ამ ყველაფრის შესაცვლელად ცნობიერების ამაღლებაა საჭიროა, ეს ყველაფერი კი სწორედ „თეგეტა ჰოლდინგის“ მიერ წამოწყებული მსგავსი კამპანიების საშუალებით არის შესაძლებელი.

„ვფიქრობ, ყველა ადამიანმა უნდა გაითავისოს ის პასუხისმგებლობა, რაც საგზაო მოძრაობის კულტურას უკავშირდება. გარდა ამისა, საკუთარი წვლილი შეიტანოს მის შეცვლასა და გაუმჯობესებაში. ერთმა ადამიანმა რომ მეორეს გადასცეს თავისი მაგალითი, ეს უკვე წინსვლა იქნება და საბოლოოდ, ასე მივაღწევთ კონკრეტულ

შედეგებს. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, ბევრ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა, გავერთიანდეთ, გავაერთიანოთ პასუხისმგებლობა და უკეთესობისკენ შევცვალოთ საგზაო მოძრაობის კულტურა“, – ამბობს დათა ქაჯაია.

მისი აზრით, საგზაო მოძრაობის კულტურის შესახებ საუბარი, დისკუსია და ქმედითი ნაბიჯები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ ავტოსაგზაო შემთხვევებისა და ამ შემთხვევებში დაღუპულთა რიცხვი არცთუ ისე მცირეა.

კომენტარები

TOP დათა ქაჯაია თეგეტა ჰოლდინგი 2022-08-04
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP დათა ქაჯაია თეგეტა ჰოლდინგი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ნედ პრაისი: აშშ მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და დაძაბულობის შესამცირებლად მხარეებს დაუყოვნებლივი ნაბიჯებისკენ მოუწოდებს

შემდეგი სტატია

ოხანაშვილი: წარმოუდგენელი რამ არის, ძალით ცდილობდეს ვინმე იმ ადამიანის პოლიტიკაში ჩართვას, რომელმაც პოლიტიკური სივრცე დატოვა

მსგავსი სტატიები

თიბისის გუნდის გადაწყვეტილებით, მომხმარებლები, უკრაინის მიმართულებით, დახმარების მიზნით, ყველა გადარიცხვას საკომისიოს გარეშე შეასრულებენ

თიბისის გუნდის გადაწყვეტილებით, მომხმარებლები, უკრაინის მიმართულებით, დახმარების მიზნით, ყველა გადარიცხვას საკომისიოს გარეშე შეასრულებენ

თამუნა 28 თებ 2022
უნიკალური აგრონომიული პროექტი – სუპერ ინტენსიური დაფნის ბაღები ხონის მუნიციპალიტეტში

უნიკალური აგრონომიული პროექტი – სუპერ ინტენსიური დაფნის ბაღები ხონის მუნიციპალიტეტში

ირაკლი შალიკაშვილი 15 ივნ 2022
საქართველოსა და იაპონიას შორის ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის შესახებ შეთანხმების გაფორმების მიზნით მოლაპარაკებები მიმდინარეობს

საქართველოსა და იაპონიას შორის ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის შესახებ შეთანხმების გაფორმების მიზნით მოლაპარაკებები მიმდინარეობს

22 აგვ 2018

უახლესი ამბები

  • ეროვნული ბანკი: 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8019 ლარი გახდა

    ეროვნული ბანკი: 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8019 ლარი გახდა

  • ანტონიო გუტერეში ლვოვში ვოლოდიმირ ზელენსკისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება

    ანტონიო გუტერეში ლვოვში ვოლოდიმირ ზელენსკისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება

  • “პო­ლი­ტი­კუ­რი უტიფ­რო­ბაა, როცა ღა­რიბ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან, ომით და­ზა­რა­ლე­ბულ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან ჩა­დი­ხართ მი­ლან­ში ნა­ყი­დი პალ­ტო­ე­ბით, პი­ჯა­კე­ბით”

    “პო­ლი­ტი­კუ­რი უტიფ­რო­ბაა, როცა ღა­რიბ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან, ომით და­ზა­რა­ლე­ბულ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან ჩა­დი­ხართ მი­ლან­ში ნა­ყი­დი პალ­ტო­ე­ბით, პი­ჯა­კე­ბით”

  • ვლადიმერ პუტინი: დასავლეთის ქვეყნები სასოწარკვეთილად მიჯაჭვულნი არიან გაქრობაში მყოფ საკუთარ ჰეგემონიაზე, მაგრამ ერთპოლუსიანი მსოფლიო წესრიგი წარსულს ბარდება

    ვლადიმერ პუტინი: დასავლეთის ქვეყნები სასოწარკვეთილად მიჯაჭვულნი არიან გაქრობაში მყოფ საკუთარ ჰეგემონიაზე, მაგრამ ერთპოლუსიანი მსოფლიო წესრიგი წარსულს ბარდება

  • ბანკირმა და მოსკოვის საკულტო კლუბის Soho Rooms-ის თანამფლობელმა დენ რაპოპორტმა თავი მოიკლა

    ბანკირმა და მოსკოვის საკულტო კლუბის Soho Rooms-ის თანამფლობელმა დენ რაპოპორტმა თავი მოიკლა

  • რუსეთმა ჩრდილოეთ უკრაინის ჟიტომირის რეგიონზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა

    რუსეთმა ჩრდილოეთ უკრაინის ჟიტომირის რეგიონზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა

  • DDT-ს სოლისტი იური შევჩუკი: ახლა ჩვენი ბიჭები უკრაინაში იღუპებიან, რატომ … (ვიდეო)

    DDT-ს სოლისტი იური შევჩუკი: ახლა ჩვენი ბიჭები უკრაინაში იღუპებიან, რატომ … (ვიდეო)

  • რუსა მორჩილაძე: ღმერ­თი რომ და­გა­ჯილ­დო­ებს და ერთხელ მოგ­ცემს სი­ცო­ცხლეს, რო­გორც სა­ჭი­როა, უნდა გა­მო­ი­ყე­ნო და წლე­ბი სახ­ლში არ უნდა გა­ა­ტა­რო

    რუსა მორჩილაძე: ღმერ­თი რომ და­გა­ჯილ­დო­ებს და ერთხელ მოგ­ცემს სი­ცო­ცხლეს, რო­გორც სა­ჭი­როა, უნდა გა­მო­ი­ყე­ნო და წლე­ბი სახ­ლში არ უნდა გა­ა­ტა­რო

  • კახა ოქრიაშვილი: ივანიშვილმა გამოაგორა „ყმაწვილების კვარტეტი“ და განაგრძობს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის პირდაპირ გინებას

    კახა ოქრიაშვილი: ივანიშვილმა გამოაგორა „ყმაწვილების კვარტეტი“ და განაგრძობს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის პირდაპირ გინებას

  • ლაგოდეხის ნაკრძალში დაღუპული მოზარდის საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ 1 მასწავლებელი ცნო

    ლაგოდეხის ნაკრძალში დაღუპული მოზარდის საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ 1 მასწავლებელი ცნო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge