NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ანრი ოხანაშვილი: …ბიძინა ივანიშვილი ამ კანონით ოლიგარქად არ მიიჩნევა

ანრი ოხანაშვილი: …ბიძინა ივანიშვილი ამ კანონით ოლიგარქად არ მიიჩნევა

04 აგვ 2022 პოლიტიკა 289 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დეოლოგარქიზაციაზე უკრაინული კანონის ყველა ძირითადი პრინციპი უნდა იყოს გადმოტანილი – ბიძინა ივანიშვილი, ამ კანონით იქიდან გამომდინარე, რომ ამ პარამეტრებში არ ჯდება, ოლიგარქად არ მიიჩნევა – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

კითხვაზე, იქიდან გამომდინარე, რომ კანონის კოპირებას არ გეგმავენ და უნდა მოარგონ ქართულ რეალობას, ასევე კონტექსტიც შესაძლოა განსხვავებული იყოს, ხომ არ გეგმავს „ქართული ოცნება“ მის მიერ შემუშავებული ვარიანტი გაგზავნოს ვენეციის კომისიაში, ოხანაშვილი ამბობს, რომ ეს არ იქნება ლოგიკური.

“ეს კანონი ევროკომისიამ მოიწონა უკრაინასთან მიმართებით და არის მოთხოვნა მის იმპლემენტაციაზე, ამიტომ ყოველგვარი სპეკულაციები რომ გამოვრიცხოთ, სამუშაო ჯგუფმა მიზნად დაისახა ამ კანონის ქართულ შესაბამისობასთან მორგება. ამასთანავე იქნებ ვენეციის კომისიამ დადოს დასკვნა უკრაინულ მოდელზე, რომელიც გადაგზავნილია ვენეციის კომისიაში (უკრაინის მიერ).

კონტექსტი და პრინციპები არის ყველგან ერთი და იგივე, როცა საუბარია გარკვეული გავლენების შესუსტებაზე და რისკების პრევენციაზე. იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინას აქვს უკვე გაგზავნილი, იგივე მოდელის ჩვენი მხრიდან მეორედ გაგზავნა არ არის ლოგიკური. ყველა ძირითადი პრინციპი უნდა იყოს გადმოტანილი, ვინაიდან, არ აღმოჩნდეს შემდგომ, რომ ისეთი საკითხები შევიტანეთ, რაც ვენეციის კომისიისთვის თუ ევროკომისიისთვის არ იქნება მისაღები”,- აღნიშნა მან.

ევროკომისიამ არ გაიზიარა ევროპარლამენტის პოზიცია და ის საკითხს უყურებს სისტემურად. ყველა ვინც საუბრობს სუბიექტებზე, ბიძინა ივანიშვილზე, ეს არის ევროკომისიის საწინააღმდეგო პოზიცია. ჩვენ კი არ ვამბობთ ამას რომ ეს მათ [სააკაშვილი, კეზერაშვილი და ხაზარაძე] შეეხება, ამას ვამბობთ უკრაინული კანონის პრინციპებზე დაფუძნებით. უკრაინული კანონის პრინციპები პირდაპირ თავსებადია ამ პირებთან, ვინც დაასახელეთ, ეს ადამიანები ამ კანონით მიიჩნევიან ოლიგარქებად, ბიძინა ივანიშვილი, ამ კანონით იქიდან გამომდინარე, რომ ამ პარამეტრებში არ ჯდება, არ მიიჩნევა ოლიგარქად”, – განაცხადა ოხანაშვილმა.

კომენტარები

TOP ანრი ოხანაშვილი ბიძინა ივანიშვილი 2022-08-04
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ანრი ოხანაშვილი ბიძინა ივანიშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

კვების ობიექტის რუსულად მოსაუბრე თანამშრომლებმა ქართველი ჟურნალისტი შენობიდან გააგდეს (ვიდეო)

შემდეგი სტატია

ირაკლი კობახიძე ომბუდსმენზე: მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ ერთად უნდა დაუჭიროს მხარი შესაბამის კანდიდატურას, კონსულტაციები დაგვჭირდება

მსგავსი სტატიები

zdes.com.ua მორიგ აუდიოჩანაწერს ავრცელებს

23 ნოე 2018
კალაძე: ესაა ნაციონალების აქცია…

კალაძე: ესაა ნაციონალების აქცია…

ნინო ჩხეიძე 20 ივნ 2022
როგორც უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილის აქვს კომპეტენცია, ვის რა უწოდოს და რა შეფასება გააკეთოს

როგორც უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილის აქვს კომპეტენცია, ვის რა უწოდოს და რა შეფასება გააკეთოს

ირაკლი შალიკაშვილი 10 თებ 2021

უახლესი ამბები

  • ოთარ ყუშანაშვილი ბორის კორჩევნიკოვს ვახტანგ კიკაბიძის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პასუხობს (ვიდეო)

    ოთარ ყუშანაშვილი ბორის კორჩევნიკოვს ვახტანგ კიკაბიძის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პასუხობს (ვიდეო)

  • ფსიქიატრი კორნელიუს კატონა: სააკაშვილს აქვს დემენცია, პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში

    ფსიქიატრი კორნელიუს კატონა: სააკაშვილს აქვს დემენცია, პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში

  • უკრაინის ელჩი ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუწოდებს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

    უკრაინის ელჩი ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუწოდებს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

  • ბრიტანული დაზვერვა: რუსები ცრუობენ უგლედარსა და ორეხოვის მახლობლად წარმატებებზე

    ბრიტანული დაზვერვა: რუსები ცრუობენ უგლედარსა და ორეხოვის მახლობლად წარმატებებზე

  • შალვა ხაჭაპურიძე: რატი ბრეგაძემ მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, მოსამართლეს მანტია გახადა, თვითონ შემოიცვა ტანზე და მოსამართლის რანგში მოგვევლინა

    შალვა ხაჭაპურიძე: რატი ბრეგაძემ მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, მოსამართლეს მანტია გახადა, თვითონ შემოიცვა ტანზე და მოსამართლის რანგში მოგვევლინა

  • გია ხუხაშვილი: 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას

    გია ხუხაშვილი: 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას

  • ირანში აზერბაიჯანის საელჩოს თავს დაესხნენ – დაიღუპა 1 ადამიანი

    ირანში აზერბაიჯანის საელჩოს თავს დაესხნენ – დაიღუპა 1 ადამიანი

  • ესტონეთმა უკრაინას, შესაძლოა, კასეტური საბრძოლო მასალა მიაწოდოს

    ესტონეთმა უკრაინას, შესაძლოა, კასეტური საბრძოლო მასალა მიაწოდოს

  • თიბისი IT აკადემიამ 2022 წელს 300-მდე სტუდენტი გადაამზადა

    თიბისი IT აკადემიამ 2022 წელს 300-მდე სტუდენტი გადაამზადა

  • თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა – 2022 წლის შეჯამება

    თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა – 2022 წლის შეჯამება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge