NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მნიშვნელოვანი»უკრაინელების მიერ პუტინისთვის ჩაშხამებული დღესასწაული და ახალი სამხედრო-საზღვაო დოქტრინა – მოსკოვის მსოფლიო ოკეანეში დომინირების ამბიცია და რეალური შესაძლებლობები

უკრაინელების მიერ პუტინისთვის ჩაშხამებული დღესასწაული და ახალი სამხედრო-საზღვაო დოქტრინა – მოსკოვის მსოფლიო ოკეანეში დომინირების ამბიცია და რეალური შესაძლებლობები

02 აგვ 2022 მნიშვნელოვანი, სამართალი 627 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა ახალ სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო დოქ­ტრი­ნას მო­ა­წე­რა ხელი, რო­მელ­შიც ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი და ნატო რუ­სე­თის ყვე­ლა­ზე დიდ საფრ­თხე­ე­ბად სა­ხელ­დე­ბა. 55-გვერ­დი­ან დო­კუ­მენტს, კრემ­ლის ლი­დერ­მა ხელი სა­ზღვაო ძა­ლე­ბის დღეს მო­ა­წე­რა. მას­ში რუ­სე­თის სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო ფლო­ტის ფარ­თო სტრა­ტე­გი­უ­ლი მიზ­ნე­ბია ასა­ხუ­ლი, მათ შო­რის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მოს­კო­ვის “დიდი სა­ზღვაო ძა­ლის“ ამ­ბი­ცია, რო­მე­ლიც მთელ მსოფ­ლი­ო­ში ვრცელ­დე­ბა. დოქ­ტრი­ნა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ რუ­სე­თის­თვის მთა­ვა­რი საფრ­თხე “მსოფ­ლიო ოკე­ა­ნე­ებ­ზე დო­მი­ნი­რე­ბის აშშ-ის სტრა­ტე­გი­უ­ლი პო­ლი­ტი­კაა“, ისე­ვე რო­გორც, რუ­სე­თის სა­ზღვრებ­თან ნატო-ს სამ­ხედ­რო ალი­ან­სის ახლო მოძ­რა­ო­ბა.

ამას­თა­ნა­ვე, დო­კუ­მენ­ტში ნათ­ქვა­მია, რომ რუ­სეთს შე­უძ­ლია თა­ვი­სი სამ­ხედ­რო ძალა მსოფ­ლიო ოკე­ა­ნე­ებ­ში არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად გა­მო­ი­ყე­ნოს, თუ სხვა რბი­ლი ძა­ლე­ბი, რო­გო­რი­ცაა დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი ამო­წუ­რუ­ლი იქ­ნე­ბა. გარ­და ამი­სა, დოქ­ტრი­ნა­ში ხაზ­გას­მუ­ლია, რომ დღე­ვან­დე­ლი რუ­სე­თი ძლი­ე­რი ფლო­ტის გა­რე­შე ვერ იარ­სე­ბებს და მოს­კო­ვი მსოფ­ლიო ოკე­ა­ნე­ებ­ში თა­ვის ინ­ტე­რე­სებს მტკი­ცედ და­ი­ცავს.

პუ­ტი­ნის დოქ­ტრი­ნის არსზე და მის­გან გა­მომ­დი­ნა­რე მო­სა­ლოდ­ნელ საფრ­თხე­ებ­ზე ambebi.ge-ს სამ­ხედ­რო-ანა­ლი­ტი­კუ­რი ჟურ­ნალ “არ­სე­ნა­ლის“ მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლი ესა­უბ­რე­ბა:

– რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა პუ­ტინ­მა ამ ახა­ლი სა­ზღვაო დოქ­ტრი­ნის გა­მო­ცხა­დე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რად და­ამ­თხვია სწო­რედ რუ­სე­თის სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო ფლო­ტის დღეს – 31 ივ­ლისს. თუმ­ცა ეს დღე მას უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა ჩა­უშ­ხა­მეს, რო­დე­საც ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ყი­რი­მის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლის ქა­ლაქ სე­ვას­ტო­პოლ­ში (სა­დაც რუ­სე­თის შავი ზღვის ფლო­ტის მთა­ვა­რი შტა­ბია) უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტით – კა­მი­კა­ძეთ დრო­ნით და­არ­ტყეს.

მარ­თა­ლია, ამის შე­დე­გად მხო­ლოდ 5 რუსი სამ­ხედ­რო და­იჭ­რა, მაგ­რამ მას ჰქონ­და დიდი პო­ლი­ტი­კუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა, რად­გან იყო პირ­ვე­ლი რე­ა­ლუ­რი დარ­ტყმა მას შემ­დეგ, რაც 2014 წელს რუ­სე­თის მიერ პირ­ვე­ლად იქნა ანექ­სი­რე­ბუ­ლი ყი­რი­მის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლი. ეს იყო ერ­თგვა­რი შუ­რის­ძი­ე­ბა რუ­სე­თის შავი ზღვის ფლო­ტის შტაბ­ზე, სა­ი­და­ნაც გა­ი­ცე­მა ბრძა­ნე­ბე­ბი და რუ­სე­თის ფლო­ტის წყალ­ქვე­შა ფრე­გა­ტე­ბი­დან კა­ლიბ­რის ტი­პის ფრთო­სა­ნი რა­კე­ტე­ბით თით­ქმის ყო­ველ­დღი­უ­რად იბომ­ბე­ბა უკ­რა­ი­ნის ქა­ლა­ქე­ბი.

– დოქ­ტრი­ნას რაც შე­ე­ხე­ბა, რა არის პუ­ტი­ნის მი­ზა­ნი და რამ­დე­ნად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­დია ის?

– რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში შე­დის სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო ძა­ლე­ბი, რომ­ლებ­შიც შემ­დე­გი ფლო­ტე­ბია გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი: წყნა­რი ოკე­ა­ნის, ჩრდი­ლო­ე­თის, ბალ­ტი­ის, შავი ზღვის და კას­პი­ის ზღვის ფლო­ტი­ლია (შე­და­რე­ბით პა­ტა­რაა). კას­პი­ის ზღვის ფლო­ტი­ლია ჩა­კე­ტილ სივ­რცე­შია, იგი­ვე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას შავი ზღვის ფლოტ­ზეც, რად­გან ერ­თა­დერ­თი გა­სა­ვა­ლი ბოს­ფო­რის სრუ­ტეა, რო­მელ­საც, რე­ა­ლუ­რად, ნა­ტოს წევ­რი ქვე­ყა­ნა – თურ­ქე­თი აკონ­ტრო­ლებს. მარ­თა­ლია, პუ­ტინ-ერ­დო­ღანს შო­რის ბოლო დროს ცოტა უც­ნა­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჩა­მო­ყა­ლიბ­და, მაგ­რამ ვნა­ხეთ, რომ რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ზე თავ­დას­ხმი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში, თურ­ქეთ­მა ჩა­კე­ტა ბოს­ფო­რის გა­სას­ვლე­ლი და რუ­სეთს არ აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, თა­ვი­სი სხვა ფლო­ტე­ბი­დან შავი ზღვის აკ­ვა­ტო­რი­ა­ში და­მა­ტე­ბით ხო­მალ­დე­ბი გად­მო­ის­რო­ლოს.

რაც შე­ე­ხე­ბა ბალ­ტი­ის ზღვის ფლოტს, ბალ­ტი­ის ზღვა­ში გა­სას­ვლე­ლი არის, მაგ­რამ მას შემ­დეგ, რაც ფი­ნე­თი და შვე­დე­თი ნა­ტოს წევ­რე­ბი გახ­დნენ, გა­მო­დის, რომ ნა­ტოს ნე­ბის­მი­ერ მო­მენ­ტში შე­უძ­ლია ჩა­კე­ტოს ბალ­ტი­ის ზღვა. რე­ა­ლუ­რად, რჩე­ბა ჩრდი­ლო­ე­თის ზღვის და წყნა­რი ოკე­ა­ნის ფლო­ტე­ბი, რომ­ლებ­მაც შე­იძ­ლე­ბა სა­ო­კე­ა­ნო ოპე­რა­ცი­ებ­ში მი­ი­ღონ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. აქ არის მე­ო­რე ფაქ­ტო­რი – სსრკ-მ მხო­ლოდ 1970-იანი წლე­ბის ბო­ლოს­კენ და 80-იან წლებ­ში მი­აღ­წია იმას, რომ სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო ძა­ლებ­მა შეძ­ლეს ოკე­ა­ნე­ში გას­ვლა და პატ­რუ­ლი­რე­ბა ისე­ვე, რო­გორც ამას ამე­რი­კე­ლე­ბი ერთი სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში აკე­თე­ბენ. სსრკ-ს დაშ­ლის შემ­დგომ, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შემ­ცირ­და რუ­სე­თის სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო ძა­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, ბევ­რი ხო­მალ­დი და წყალ­ქვე­შა ნავი იქნა ჩა­მო­წე­რი­ლი, ახა­ლი კი ვერ შექ­მნეს. ახა­ლი ხო­მალ­დე­ბი რაც არის, რუ­სებ­მა ბოლო 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ი­ღეს. ისე­ნი, ძი­რი­თა­დად, არის მე­სა­მე და რამ­დე­ნი­მე – მე­ო­რე რან­გის ხო­მალ­დი (რამ­დე­ნი­მე ფრე­გა­ტი და უფრო მეტი კორ­ვე­ტი). რაც შე­ე­ხე­ბა პირ­ვე­ლი რან­გის ხო­მალ­დებს – კრე­ი­სე­რებს, მათი მი­ღე­ბა რუ­სეთ­მა ვერ შეძ­ლო, თუმ­ცა ახლა მო­დერ­ნი­ზე­ბას უკე­თებს რამ­დე­ნი­მე საბ­ჭო­თად­რო­ინ­დელ კრე­ი­სერს.

– გა­მო­დის, ამ­ბი­ცი­ის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად და სის­რუ­ლე­ში მო­საყ­ვა­ნად, რუ­სეთს არ შეს­წევს ძალა და არ აქვს სა­ტა­ნა­დო რე­სურ­სი. მა­ინც რა საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს ეს დოქ­ტრი­ნა და­სავ­ლე­თის­თვის?

– რუ­სე­თის სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ოკე­ა­ნე­ებ­ში ჯერ კი­დევ შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია იმ საბ­ჭო­თა დრო­ინ­დე­ლი და შემ­დეგ და­მა­ტე­ბუ­ლი რე­სურ­სით, რა­საც ჰქვია ატო­მუ­რი წყალ­ქვე­შა ნა­ვე­ბი. თა­ვის დრო­ზე, საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში რუ­სეთს ავი­ა­მზი­დი თით­ქმის არ ჰყავ­და, მხო­ლოდ სსრკ-ს დაშ­ლის წინ ააგო ერთი ავი­ა­მზი­დი – “ად­მი­რა­ლი კუზ­ნე­ცო­ვი“, რო­მელ­საც, ერთი პე­რი­ო­დი, “თბი­ლი­სიც“ კი ერ­ქვა, მაგ­რამ ეს ერ­თა­დერ­თი ავი­ა­მზი­დია ჩრდი­ლო­ეთ ფლოტ­ში და მისი საბ­რძო­ლო მზად­ყოფ­ნა და შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ნი­მა­ლუ­რია. ეს ავი­ა­მზი­დი და­სავ­ლე­ლი ად­მი­რა­ლე­ბის და­სა­ცი­ნი გახ­და, როცა რამ­დე­ნი­მე წლის წინ ლა­მან­შის სრუ­ტე­ში გა­დი­ო­და და მისი ორ­თქლის ქვა­ბი­დან შავი კვამ­ლი ამო­დი­ო­და.

ერ­თა­დერ­თი, რი­თაც რუ­სეთს შე­უძ­ლია ოკე­ა­ნე­ე­ბის სივ­რცე­ში თა­ვი­სი ამ­ბი­ცი­ე­ბი და­იკ­მა­ყო­ფი­ლოს, ეს არის ძი­რი­თა­დად ატო­მუ­რი წყალ­ქვე­შა ნა­ვე­ბი. ის ორი და­ნიშ­ნუ­ლე­ბი­საა:

1. მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად ფრთო­სა­ნი რა­კე­ტე­ბი­თაა შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და 2. სტრა­ტე­გი­უ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის, რომ­ლე­ბიც შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­ნი არი­ან შორ­სმფრე­ნი ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბით. ამ რა­კე­ტებ­ზე რამ­დე­ნი­მე მძლავ­რი ბირ­თვუ­ლი ქო­ბი­ნია გან­თავ­სე­ბუ­ლი. სწო­რედ ამ ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ატო­მუ­რი წყალ­ქვე­შა ნა­ვე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ ძი­რი­თად საფრ­თხეს და­სავ­ლე­თის­თვის, რად­გან ბირ­თვულ­ქო­ბი­ნი­ა­ნი ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რომ­ლე­ბიც რუ­სეთს გან­თავ­სე­ბუ­ლი აქვს მი­წის­ქვე­შა შახ­ტებ­ში, ან ხმე­ლეთ­ზე – სა­რა­კე­ტო და­ნად­გა­რებ­ზე, მათი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი არის 1 მეტ­რის სი­ზუს­ტით ცნო­ბი­ლი და მას პრე­ვენ­ცი­უ­ლი დარ­ტყმე­ბის­თვის იყე­ნე­ბენ. რო­დე­საც წყალ­ქვე­შა ნავი ნავ­მი­სად­გო­მი­დან გა­დის და ჩაყ­ვინ­თავს, მისი მო­ძებ­ნა ძა­ლი­ან რთუ­ლია და იქი­დან ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბის გაშ­ვე­ბა შე­იძ­ლე­ბა ოკე­ა­ნის ნე­ბის­მი­ე­რი ად­გი­ლი­დან. ამას ემა­ტე­ბა ახა­ლი ტი­პის რა­კე­ტე­ბი, რომ­ლის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­საც ეწე­ვა პუ­ტი­ნი (მათ შო­რის – ცირ­კო­ნის ტი­პის ჰი­პერბგე­რი­თი რა­კე­ტე­ბის შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ში მი­ღე­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი), ეს არის პო­სე­ი­დო­ნის ტი­პის, რო­მელ­საც ასე­ვე ატო­მუ­რი ძრა­ვა ექ­ნე­ბა და გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი დრო­ით შე­ეძ­ლე­ბათ ოკე­ა­ნე­ებ­ში წყალ­ქვე­შა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მო­რი­გე­ო­ბა, ბრძა­ნე­ბის მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, თავ­დას­ხმის გან­ხორხცი­ე­ლე­ბა მო­წი­ნა­აღ­მდე­გის პორ­ტებ­ზე. ეს არის რა­საც რუ­სე­თი აცხა­დებს. რამ­დე­ნად შეძ­ლებს ამას, ეს უც­ნო­ბია. თუმ­ცა რაც მას სსრკ-ს პე­რი­ო­დი­დან შე­მორ­ჩა, ის ბირ­თვუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლიც (და რა­საც მო­დერ­ნი­ზა­ცია ჩა­უ­ტა­რა) კი საკ­მა­რი­სია იმის­თვის, რომ მსოფ­ლიო რამ­დენ­ჯერ­მე გა­ნად­გურ­დეს. რუ­სე­თი ამით ცდი­ლობს სა­ო­კე­ა­ნო სა­ხელ­მწი­ფო გახ­დეს. წყალ­ზე­და ხო­მალ­დე­ბის მხრივ, მას ძალ­ზე სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა აქვს და არამც თუ ამე­რი­კე­ლებს, ჩი­ნეთ­საც სე­რი­ო­ზუ­ლად ჩა­მორ­ჩე­ბა. ატო­მუ­რი წყალ­ქვე­შა ნა­ვე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე საფრ­თხე, რა თქმა უნდა, რჩე­ბა. მისი სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მას შე­უძ­ლია წყალ­ქვეშ ფა­რუ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბა და იქე­დან ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბის გაშ­ვე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით.

– შავი ზღვის აკ­ვა­ტო­რი­ა­ში რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სებ­ზე რას იტყვით, რაც, თა­ვის­თა­ვად, სა­ქარ­თვე­ლო­საც შე­ე­ხე­ბა…

– გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ სა­ქარ­თვე­ლოს შავი ზღვის ნა­პი­რის დიდი ნა­წი­ლი რუ­სეთს აქვს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი (აფხა­ზე­თის სა­ნა­პი­როს სა­ხით), რა თქმა უნდა, ეს და­მა­ტე­ბით საფრ­თხე­ებს ქმნის იმი­ტომ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სა­სი­ცო­ცხლო მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ფო­თი­სა და ბა­თუ­მის პორ­ტებს, ასე­ვე, მილ­სა­დე­ნებს, რომ­ლი­თაც ნავ­თო­ბი გა­დის. ასე რომ, მათ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. არის იმის სა­შიშ­რო­ე­ბა, რომ სა­ვა­რა­უ­დო მო­წი­ნა­აღ­მდე­გე ეცა­დოს ამ სა­ზღვაო პორ­ტე­ბის ბლო­კი­რე­ბას, რისი მწა­რე გა­მოც­დი­ლე­ბაც გვაქვს – 2008 წელს ფო­თის პორ­ტში შე­ვიდ­ნენ რუსი ოკუ­პან­ტე­ბი და, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ის გა­ჩე­რე­ბუ­ლი იყო. შე­იძ­ლე­ბა პორ­ტში სა­ერ­თოდ არ შე­ვიდ­ნენ და რო­გორც ახლა ოდე­სას­თან სხე­დან, სა­ზღვაო ნაღ­მე­ბით და­ნაღ­მონ პორ­ტებ­თან მი­სას­ვლე­ლე­ბი, რაც ნიშ­ნავს, რომ ნე­ბის­მი­ე­რი სა­ვაჭ­რო გე­მის კა­პი­ტა­ნი უარს იტყვის პორ­ტში შეს­ვლა­ზე. სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა ძი­რი­თა­დად პორ­ტე­ბით მა­რაგ­დე­ბა, ასე რომ, სე­რი­ო­ზუ­ლი სა­შიშ­რო­ე­ბა იქ­მნე­ბა. რუ­სე­თის ინ­ტე­რეს­შია შავი ზღვა მისი გავ­ლე­ნის სფე­რო­ში მო­აქ­ცი­ოს. რე­ა­ლუ­რი ძალა, ვი­საც შე­უძ­ლია რუ­სე­თის შავი ზღვის ფლოტს გა­უ­წი­ოს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა, ესაა თურ­ქე­თი. რუ­მი­ნე­თის და ბულ­გა­რე­თის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი მი­ზე­რუ­ლია, უკ­რა­ი­ნას, ფაქ­ტობ­რი­ვად, აღარ ჰყავს სა­ზღვაო ფლო­ტი. 2008 წლის ომის შემ­დეგ, ჩვენც მხო­ლოდ სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის სა­ნა­პი­რო დაც­ვა გვყავს ამ სა­ხით. ასე რომ, საფრ­თხე დი­დია.

კომენტარები

2022-08-02
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

აშშ-ის ადმინისტრაცია მზად არის, რუსეთთან შეიარაღების კონტროლის ახალ სისტემაზე მოლაპარაკებები აწარმოოს, რომელიც სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებას ჩაანაცვლებს

შემდეგი სტატია

ანტონიო გუტერეში: უკრაინის პორტიდან გასული სავაჭრო გემი ორი დეფიციტური პროდუქტით არის დატვირთული: მარცვლეულითა და იმედით

მსგავსი სტატიები

მერილენდის შტატში, ერთ-ერთ სკოლაში სროლა მოხდა

მერილენდის შტატში, ერთ-ერთ სკოლაში სროლა მოხდა

სოსო ელისაშვილი 20 მარ 2018
თელავში 3 ადამიანი მანქანაში ჩაცხრილეს

თელავში 3 ადამიანი მანქანაში ჩაცხრილეს

ნინო ჩხეიძე 16 აგვ 2021

„სვეტიცხოვლობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა და პარკირება შეიზღუდება

სოსო ელისაშვილი 13 ოქტ 2018

უახლესი ამბები

  • ეროვნული ბანკი: 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8019 ლარი გახდა

    ეროვნული ბანკი: 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8019 ლარი გახდა

  • ანტონიო გუტერეში ლვოვში ვოლოდიმირ ზელენსკისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება

    ანტონიო გუტერეში ლვოვში ვოლოდიმირ ზელენსკისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება

  • “პო­ლი­ტი­კუ­რი უტიფ­რო­ბაა, როცა ღა­რიბ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან, ომით და­ზა­რა­ლე­ბულ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან ჩა­დი­ხართ მი­ლან­ში ნა­ყი­დი პალ­ტო­ე­ბით, პი­ჯა­კე­ბით”

    “პო­ლი­ტი­კუ­რი უტიფ­რო­ბაა, როცა ღა­რიბ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან, ომით და­ზა­რა­ლე­ბულ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან ჩა­დი­ხართ მი­ლან­ში ნა­ყი­დი პალ­ტო­ე­ბით, პი­ჯა­კე­ბით”

  • ვლადიმერ პუტინი: დასავლეთის ქვეყნები სასოწარკვეთილად მიჯაჭვულნი არიან გაქრობაში მყოფ საკუთარ ჰეგემონიაზე, მაგრამ ერთპოლუსიანი მსოფლიო წესრიგი წარსულს ბარდება

    ვლადიმერ პუტინი: დასავლეთის ქვეყნები სასოწარკვეთილად მიჯაჭვულნი არიან გაქრობაში მყოფ საკუთარ ჰეგემონიაზე, მაგრამ ერთპოლუსიანი მსოფლიო წესრიგი წარსულს ბარდება

  • ბანკირმა და მოსკოვის საკულტო კლუბის Soho Rooms-ის თანამფლობელმა დენ რაპოპორტმა თავი მოიკლა

    ბანკირმა და მოსკოვის საკულტო კლუბის Soho Rooms-ის თანამფლობელმა დენ რაპოპორტმა თავი მოიკლა

  • რუსეთმა ჩრდილოეთ უკრაინის ჟიტომირის რეგიონზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა

    რუსეთმა ჩრდილოეთ უკრაინის ჟიტომირის რეგიონზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა

  • DDT-ს სოლისტი იური შევჩუკი: ახლა ჩვენი ბიჭები უკრაინაში იღუპებიან, რატომ … (ვიდეო)

    DDT-ს სოლისტი იური შევჩუკი: ახლა ჩვენი ბიჭები უკრაინაში იღუპებიან, რატომ … (ვიდეო)

  • რუსა მორჩილაძე: ღმერ­თი რომ და­გა­ჯილ­დო­ებს და ერთხელ მოგ­ცემს სი­ცო­ცხლეს, რო­გორც სა­ჭი­როა, უნდა გა­მო­ი­ყე­ნო და წლე­ბი სახ­ლში არ უნდა გა­ა­ტა­რო

    რუსა მორჩილაძე: ღმერ­თი რომ და­გა­ჯილ­დო­ებს და ერთხელ მოგ­ცემს სი­ცო­ცხლეს, რო­გორც სა­ჭი­როა, უნდა გა­მო­ი­ყე­ნო და წლე­ბი სახ­ლში არ უნდა გა­ა­ტა­რო

  • კახა ოქრიაშვილი: ივანიშვილმა გამოაგორა „ყმაწვილების კვარტეტი“ და განაგრძობს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის პირდაპირ გინებას

    კახა ოქრიაშვილი: ივანიშვილმა გამოაგორა „ყმაწვილების კვარტეტი“ და განაგრძობს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის პირდაპირ გინებას

  • ლაგოდეხის ნაკრძალში დაღუპული მოზარდის საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ 1 მასწავლებელი ცნო

    ლაგოდეხის ნაკრძალში დაღუპული მოზარდის საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ 1 მასწავლებელი ცნო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge