NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ანრი ოხანაშვილი: პროცესი სრულად გამჭვირვალე იქნება

ანრი ოხანაშვილი: პროცესი სრულად გამჭვირვალე იქნება

01 აგვ 2022 პოლიტიკა 380 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ანტიკორუფციული ღონისძიებების, ასევე სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერების საკითხებზე პარლამენტში კიდევ ერთი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.

აღნიშნული ორი უწყების ინსტიტუციური გაძლიერების თაობაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე სამსახურების ხელმძღვანელ პირებს ხვდებიან.

როგორც ოხანაშვილმა შეხვედრის დაწყებისას აღნიშნა, „ქართული ოცნების“ გუნდი ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების გეგმაზე აქტიურ სამუშაო პროცესს განაგრძობს. ოხანაშვილის თქმით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელებთან შეხვედრაც ამ გეგმის ნაწილს წარმოადგენს.

„12-პუნქტიან გეგმაში ერთ-ერთ საკითხად ანტიკორუფციულ ღონისძიებებთან ერთად გამოყოფილია აღნიშნული სამსახურების შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერება. ერთი შეხვედრა უკვე გაიმართა, სადაც ამ სამსახურის ხელმძღვანელებს ვთხოვეთ დაემუშავებინათ კონკრეტული ჩარჩო, ხედვა თუ როგორ წარმოუდგენიათ მათი სამსახურების გაძლიერება და შემდგომი ცვლილებები. მოვისმენთ მათ ხედვას, პოზიციებს. 4 აგვისტოს სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც უკავშირდება ანტიკორუფციულ ღონისძიებებს და იმუშავებს ამ ორი სამსახურის ინსტიტუციურ გაძლიერებაზე. პროცესში ყველა პოლიტიკური პარტია, სამოქალაქო სექტორი, ყველა დაინტერესებული პირი იქნება ჩართული. პროცესი სრულად გამჭვირვალე იქნება“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

კომენტარები

TOP ანრი ოხანაშვილი მიხეილ სარჯველაძე 2022-08-01
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ანრი ოხანაშვილი მიხეილ სარჯველაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მანანა სირაძე: მაინც ვინაა სკოტ რიტერი, რომლის ინტერვიუს თარგმნა და რეალობად შემოსაღება განუზრახავთ რუსეთის გავლენის აგენტებს

შემდეგი სტატია

თბილისის მერიის განცხადება: მერიამ დაასრულა თბილისში მცხოვრები უკრაინელი მოქალაქეების თავშესაფრითა და კვებით უზრუნველყოფის  პროგრამა

მსგავსი სტატიები

პრემიერი: გლობალურ ფორმატებში საქართველო  აზერბაიჯანის პოზიციებს ყოველთვის მხარს უჭერს

პრემიერი: გლობალურ ფორმატებში საქართველო აზერბაიჯანის პოზიციებს ყოველთვის მხარს უჭერს

სოსო ელისაშვილი 12 მარ 2018

არჩევნებამდე ერთი თვის განმავლობაში, პარლამენტის სხდომები არ გაიმართება

21 სექ 2017
გვენეტაძე ეშინოდა, რომ საბჭოს წევრები სცემდნენ – წიქარიშვილის სკანდალური განცხადება

გვენეტაძე ეშინოდა, რომ საბჭოს წევრები სცემდნენ – წიქარიშვილის სკანდალური განცხადება

News 18 მარ 2019

უახლესი ამბები

  • თეთრი მარმარილოს შედევრი, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო

    თეთრი მარმარილოს შედევრი, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო

  • დღე ისტორიაში – 31 მაისი

    დღე ისტორიაში – 31 მაისი

  • მედია: ჯიპი ისეთი სისწრაფით მოდიოდა, რომ მაღალი ბორდიური გაანგრია და სახლის ეზოში შევარდა, 2 კაცი მძიმე მდგომარეობაშია

    მედია: ჯიპი ისეთი სისწრაფით მოდიოდა, რომ მაღალი ბორდიური გაანგრია და სახლის ეზოში შევარდა, 2 კაცი მძიმე მდგომარეობაშია

  • გიგა ბოკერია: ეს არის სწორედ ღალატის მაგალითი

    გიგა ბოკერია: ეს არის სწორედ ღალატის მაგალითი

  • ვალუტის კურსი – ლარი გაუფასურდა

    ვალუტის კურსი – ლარი გაუფასურდა

  • ანა ნაცვლიშვილი: რიტორიკულ კითხვას ვსვამ: პუტინმა რომ ერთპიროვნულად გადაწყვიტოს, საქართველოში მოფრინავს „აზიმუტით“, რას აპირებს ხელისუფლება?

    ანა ნაცვლიშვილი: რიტორიკულ კითხვას ვსვამ: პუტინმა რომ ერთპიროვნულად გადაწყვიტოს, საქართველოში მოფრინავს „აზიმუტით“, რას აპირებს ხელისუფლება?

  • კობახიძე: თუ პრეზიდენტი გვარამიას შეწყალებას დათანხმდება, გამოდის, რომ რასაც გვარამია ზურაბიშვილს ეძახდა, სწორი ყოფილა

    კობახიძე: თუ პრეზიდენტი გვარამიას შეწყალებას დათანხმდება, გამოდის, რომ რასაც გვარამია ზურაბიშვილს ეძახდა, სწორი ყოფილა

  • შოიგუ: კიევი ნატოს იარაღს რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმებისთვის იყენებს

    შოიგუ: კიევი ნატოს იარაღს რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმებისთვის იყენებს

  • ნიკოლოზ სამხარაძე: პარტნიორებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ არ ვართ იმ მოცემულობაში, ყველაფერს უპირობოდ შევუერთდეთ

    ნიკოლოზ სამხარაძე: პარტნიორებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ არ ვართ იმ მოცემულობაში, ყველაფერს უპირობოდ შევუერთდეთ

  • ღარიბაშვილი: 2012 წელს დავნერგეთ ახალი მიდგომა – ჩვენ მას სტრატეგიულ მოთმინებას ვეძახით

    ღარიბაშვილი: 2012 წელს დავნერგეთ ახალი მიდგომა – ჩვენ მას სტრატეგიულ მოთმინებას ვეძახით

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge