სერბეთის თავდაცვის სამინისტრო მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც კოსოვო-სერბეთის საზღვარზე შეტაკებები დაიწყო. „პრიშტინას ადმინისტრაცია სოციალურ ქსელებსა და გარკვეულ ვებსაიტებზე დეზინფორმაციას განზრახ ავრცელებს. მათივე გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სერბეთის შეიარაღებულ ძალებსა და კოსოვოს პოლიციას შორის თითქოს შეტაკება მოხდა, ეს დეზინფორმაციაა. სერბეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ არმიას ჯერჯერობით არ გადაუკვეთია ადმინისტრაციული ხაზი და შესაბამისად არსად შესულა“, – სერბეთის თავდაცვის ოფიციალურ განცხადებაში.
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მსოფლიო»სერბეთის თავდაცვის სამინისტრო განმარტებას აკეთებს: დეზინფორმაციას განზრახ ავრცელებენ
კომენტარები