NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»პაატა ზაქარეიშვილი: “ოცნებას” გაუჭირდა და ივანიშვილის სახით ძლიერი არტილერია ჩართო”

პაატა ზაქარეიშვილი: “ოცნებას” გაუჭირდა და ივანიშვილის სახით ძლიერი არტილერია ჩართო”

31 ივლ 2022 პოლიტიკა 514 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

“ქართული ოცნება” ძალიან სასაცილო მდგომარეობაშია. საქართველოს წინააღმდეგ მერამდენედ იქნევს ჯოხს და თავში ირტყამს. ამ წერილმა ხომ დაადასტურა, რომ სიტუაციას ივანიშვილი მართავს? აშკარად ჩანს, რომ “ოცნებას” ძალიან გაუჭირდა, ზარი ახლობელთან დასჭირდა და ეს ახლობელიც გამოეხმაურა. გაუმზადეს წერილი, აშკარად ფორმალურია, მას ხალხური ლაპარაკი უყვარს და თავად რომ დაეწერა, სხვანაირად დაიწერებოდა. აშკარაა, რომ ესაა თხოვნა “გვიშველე”, მანაც უშველა და პრაქტიკულად დაადასტურა, რომ არა მხოლოდ ძალაუფლებას ფლობს, არამედ რეალურად მართავს პოლიტიკას”, – აცხადებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი გაზეთ “რეზონსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ოცნებას” გაუჭირდა და ივანიშვილის სახით ძლიერი არტილერია ჩართო” .

“ეს პირველ რიგში ომის კონტექსტში ჩანს, რომელიც “ოცნებიდანაა” წამოსული. მართლაც უცნაური, აბსოლუტურად გაუმართლებელი და უსაფუძვლო იდეაა, რომ ომი თავიდან ავიცილეთ. ომის თავიდან აცილების არავითარი საფუძველი არ არსებობდა. თავიდან რა უნდა აეცილებინათ, როცა ომის არავითარი საფრთხე არ არსებობდა. როგორც ჩანს, ეს თემა არ იყიდება და საზოგადოებას არ სჯერა. ამიტომაც ივანიშვილის სახით ძლიერი არტილერია ჩართეს. მან მაინც დაადასტუროს, რომ დიახაც, ომის საფრთხე მართლაც იყო. მას არაფერი მტკიცებულება არ მოჰყავს. ერთადერთი, ვინც ომისკენ მართლა მოგვიწოდებდა, ეს უკრაინის ერთი-ორი უდღეური პოლიტიკოსი იყო, მაგრამ მათ საქართველოსთან საერთო არაფერი არ აქვთ. მმართველ გუნდს დღემდე არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რომ საქართველოში რომელიმე პარტია, რომელიმე ჯგუფი ან პარლამენტის წევრი ომს მოითხოვდა. მათ ეს მოიგონეს, თითიდან გამოწოვეს, ახლა თავიანთ მიერვე დაგებულ მახეში გაებნენ და ივანიშვილის მხარდაჭერა დასჭირდათ”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“წერილში ეს ერთ-ერთი წამყვანი თემაა, რომელმაც “ოცნების” მოსაზრება გაამყარა, რომ თითქოს ომი თავიდან ავიცილეთ, არადა თავიდან ასაცილებელი არაფერი იყო. ამ წერილის ორი მთავარი სამიზნეები იყო: ერთი, გაემყარებინა თითქოსდა ომის თავის აცილების ეს ლეგენდა (კარგად ვიცი, ომი როგორ მზადდება და ამის არავითარი ნიშნები არ იყო) და მეორე. ანტიდასავლური კამპანიის მხარდაჭერა და რაც მთავარია ამით გამოააშკარავა, რომ ის ფლობს როგორც პოლიტიკას, ისე ძალაუფლებას. ეს კი ყველაზე შემაშფოთებელი და ყველაზე დამაფიქრებელია, რაც ამ წერილმა მოიტანა”, – მიიჩნევს კონფლიქტოლოგი.

“როგორც წესი, სჯობს ასეთი განცხადებები არ გააკეთონ, რადგან იმ ეჭვებს კიდევ უფრო ამყარებენ, რაც მათ წინააღმდეგაა. შვეიცარიის ბანკი გაიხსენა – ასეთი კეთილი ადამიანი ვარ, საქართველოსთვის მინდა ფული ვხარჯო და შვეიცარიელები საშუალებას არ მაძლევენ, მაგრამ ამას ისე, სხვათა შორის ვამბობ, სჯობდა არ მეთქვაო. თუ სჯობდა, რომ არ გეთქვა, მაშინ ნუ ამბობ! ქართველ ხალხს კიდევ დაამადლა, რამდენი რამე დაგაკლდათ იმიტომ, რომ შვეიცარიამ დამაზარალაო. “ოცნებას” უჭირს და იძულებულია, რომ ივანიშვილი კომფორტოს ზონიდან გამოიყვანონ. მას ძალიან არ სიამოვნებს და როგორც ჩანს, სხვა გზა არ აქვს. პირველად კვირიკაშვილის თემაზე გამოვიდა, დაიმალა და ახლა ისევ გამოსვლა მოუწია. ესე იგი, უჭირთ. ეს საზოგადოებისთვის შეტყობინებაა, რამ მათთან ყველაფერი კარგად არაა და ძალიან უჭირთ. საქართველოს გამოწვევებზე სიტყვა არ უთქვამს, მხოლოდ “ოცნების” დღის წესრიგსა და მის გამოწვევებზე, დეგნანსა და ომზე ილაპარაკა”, – დასძენს ზაქარეიშვილი.

კომენტარები

პაატა ზაქარეიშვილი 2022-07-31
ნინო ჩხეიძე
Tags პაატა ზაქარეიშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულებს 2 აგვისტოს, 09:30 საათიდან სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ

შემდეგი სტატია

ირინა ონაშვილი: მამუკა ონაშვილი – იბრძოლე სიცოცხლისთვის, გთხოვ!

მსგავსი სტატიები

ორი მთავარი პრობლემა სასამართლო სისტემაში, კლანის არსებობა და კლანის პოლიტიკური მხარდაჭერა

ორი მთავარი პრობლემა სასამართლო სისტემაში, კლანის არსებობა და კლანის პოლიტიკური მხარდაჭერა

29 მარ 2019
მიხეილ სააკაშვილი: ვინც აქამდე არ ჩამოსულა, მოემზადეთ, გადადეთ ფული, დაიბევეთ შვებულება და ერთი დღე აჩუქეთ თქვენს ქვეყანას – ეს ერთი დღე მალე დადგება

მიხეილ სააკაშვილი: ვინც აქამდე არ ჩამოსულა, მოემზადეთ, გადადეთ ფული, დაიბევეთ შვებულება და ერთი დღე აჩუქეთ თქვენს ქვეყანას – ეს ერთი დღე მალე დადგება

ირაკლი შალიკაშვილი 03 ნოე 2021
ირაკლი კობახიძე: პირდაპირ ჩანს, თუ რამდენად ბნელი და უინტელექტო შემადგენლობა არის თავმოყრილი იმ პოლიტიკურ პარტიაში, რასაც „ნაცმოძრაობა“ ჰქვია

ირაკლი კობახიძე: პირდაპირ ჩანს, თუ რამდენად ბნელი და უინტელექტო შემადგენლობა არის თავმოყრილი იმ პოლიტიკურ პარტიაში, რასაც „ნაცმოძრაობა“ ჰქვია

ნინო ჩხეიძე 14 დეკ 2022

უახლესი ამბები

  • დღე ისტორიაში – 24 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 24 სექტემბერი

  • ბეჭდების მბრძანებლის პერსონაჟები და მათი ზოდიაქოს ნიშნები

    ბეჭდების მბრძანებლის პერსონაჟები და მათი ზოდიაქოს ნიშნები

  • ილიკო სუხიშვილი: სცენაზე გასვლა ყოველთვის დიდ სტრესთან არის დაკავშირებული (ვიდეო)

    ილიკო სუხიშვილი: სცენაზე გასვლა ყოველთვის დიდ სტრესთან არის დაკავშირებული (ვიდეო)

  • ოლაფ შოლცი: კონფლიქტის მოგვარებისთვის ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს

    ოლაფ შოლცი: კონფლიქტის მოგვარებისთვის ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს

  • ირაკლი ეძგვერაძე: სავარაუდოდ, კლინიკიდან დღესაც არ გამწერენ

    ირაკლი ეძგვერაძე: სავარაუდოდ, კლინიკიდან დღესაც არ გამწერენ

  • 6 სუპერ სასარგებლო ხილის სახეობა

    6 სუპერ სასარგებლო ხილის სახეობა

  • ერიხ მარია რემარკის საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება

    ერიხ მარია რემარკის საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება

  • კირილ ბუდანოვი: რუსეთმა მის ხელთ არსებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ფრონტზე და მოსკოვის თავდაცვისთვის აამოქმედა – ჩვენ მათი რაკეტების მარაგის ამოწურვაზე ვმუშაობთ

    კირილ ბუდანოვი: რუსეთმა მის ხელთ არსებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ფრონტზე და მოსკოვის თავდაცვისთვის აამოქმედა – ჩვენ მათი რაკეტების მარაგის ამოწურვაზე ვმუშაობთ

  • შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტაციის სამართლებრივ შეფასებას სთხოვს

    შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტაციის სამართლებრივ შეფასებას სთხოვს

  • შსს ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმისა და გლდანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

    შსს ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმისა და გლდანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge