ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი 10 მილიონ დოლარამდე ოდენობის ჯილდოს აწესებს აშშ-ის არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის შესახებ ინფორმაციისთვის.
„აშშ-ს არჩევნებში ჩარევის გამო, დეპარტამენტი ინფორმაციას ეძებს შპს „ინტერნეტის კვლევის სააგენტოს (IRA)“, ევგენი პრიგოჟინის, დაკავშირებული რუსული სუბიექტებისა და ასოცირებული პირების შესახებ“, – აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
შეერთებულმა შტატებმა უკვე დააწესა სანქციები „ინტერნეტის კვლევის სააგენტოს“ ლიდერთან და ფინანსისტთან დაკავშირებული ფიზიკური პირებისა და სუბიექტების წინააღმდეგ.
„ინტერნეტის კვლევის სააგენტო (IRA)“, რომელიც “რუსული ტროლების ფაბრიკადაა“ ცნობილი, სანქტ-პეტერბურგში დაფუძნებული კომპანიაა. აშშ-ს დაზვერვის წარმომადგენლების თქმით, IRA ცენტრალურ როლს თამაშობდა შეერთებული შტატების 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენაში.
კომენტარები