NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»„საგზაო მოძრაობის კულტურა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე არასასიამოვნო ნაწილია“ – მსახიობი ნინო კასრაძე „თეგეტა ჰოლდინგის“ კამპანიას შეუერთდა

„საგზაო მოძრაობის კულტურა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე არასასიამოვნო ნაწილია“ – მსახიობი ნინო კასრაძე „თეგეტა ჰოლდინგის“ კამპანიას შეუერთდა

27 ივლ 2022 ბიზნესი 397 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მსახიობი ნინო კასრაძე „თეგეტა ჰოლდინგის“ ახალ კამპანიას შეუერთდა, რომელიც საგზაო მოძრაობის კულტურას ეხება და ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება აქვს მიზნად დასახული.

როგორც აღმოჩნდა, ნინო კასრაძისთვის საჭესთან ჯდომა ძალიან დიდ სტრესთან ასოცირდება. ამბობს, რომ უკმაყოფილოა გარემოთი და საკუთარი თავით.
ამიტომ ჯერ თავის გამოცდილებაზე გვიამბობს – მართვის მოწმობა საკმაოდ გვიან აიღო და თანაც მაშინ, როცა დიდი ცოდნა საჭირო არ იყო. ამიტომ ბევრი რამ პრაქტიკით ისწავლა.
ალბათ, ყველა ვთანხმდებით, რომ არსებობს გარკვეული კულტურული ნორმები, რომლებიც შესაძლოა, კანონით არ რეგულირდება, მაგრამ, როდესაც ადამიანი საჭესთან ზის, აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს მათ.
„ეს ექსტრემალური სიტუაცია გაჩვენებს საკუთარ თავს. თითქოს თავშეკავებული ადამიანი შესაძლოა, სრულიად გაუწონასწორებელი აღმოჩნდეს საჭესთან. ამიტომ ვამბობ, რომ საჭესთან ჯდომა ავლენს შენს კულტურას. შენ შეიძლება ერთს საუბრობდე და მოუწოდებდე და საჭესთან სრულიად სხვანაირად გამოიყურებოდე, როგორც ძირითადად ხდება. ძალიან ვცდილობ, თავი შევიკავო, თუმცა არ არის ეს მარტივი“, – ნინო კასრაძე, მსახიობი.
ასეთ კულტურულ ნორმებს შორის ნინო კასრაძისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიუღებელი საჭესთან ქალების მიმართ ბულინგი და შეურაცხყოფაა.
„როდესაც აღმართზეადიხარ და დაღმართზე მანქანა მოდის, შეიძლება არ დაგითმოს იმიტომ, რომ ქალი ხარ“.
მისთვის საგზაო მოძრაობის დროს სტრესულ გარემოს ისიც ქმნის, რომ, როგორც ამბობს, მძღოლების უმეტესობამ მართვის წესები არ იცის.
კიდევ ერთი, რაც ნინო კასრაძისთვის მიუღებელია, მანქანიდან ქუჩაში გადაგდებული ნაგავია. მისთვის ეს, ზოგადად, უკულტურობის ნიშანია. ალბათ, ძალიან ცოტა ადამიანი არსებობს, ვისთვისაც ეს მისაღებია, თუმცა, როგორც ჩანს, არც ისე ცოტა, რადგან დღეში ერთხელ მაინც ვხვდებით ასეთ ადამიანს, მანქანიდან ნაგავს რომ მოისვრის და გზას აუღელვებლად გააგრძელებს.
ნინო კასრაძე ფიქრობს, რომ ეს ნორმები მხოლოდ მაშინ შეიცვლება, როდესაც საზოგადოება თავად დაიწყებს ფიქრს, რა შეცვალოს. ამბობს, რომ „თეგეტა ჰოლდინგის“ ეს კამპანიაც ზუსტად ამის ნაწილია.
„კომპანია ფიქრობს, მე მოვემსახურები მანქანას, მაგრამ მხოლოდ მანქანის მომსახურება ხომ არ არის? სინამდვილეში ერთი დიდი მთლიანობის ნაწილია. მართალიცაა… ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ეს. დავფიქრდეთ, დღევანდელი შენი საქციელი ხომ არ არის ხვალინდელი არასრულყოფილი საზოგადოების წინაპირობა“, – ნინო კასრაძე, მსახიობი.
როგორ შეიძლება, კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ, როგორც ქვეითმა, როგორც მძღოლმა, როგორც მგზავრმა, რომ ზოგადად შეიცვალოს ჩვენი კულტურა, რაც, ბუნებრივია, აისახება საჭესთან, საგზაო მოძრაობისას. ამ შეკითხვაზე, ალბათ, ყველა ჩვენი წარმოდგენების მიხედვით ვპასუხობთ.
„საბოლოო ჯამში, იქამდე მივდივართ, რომ მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის აქტიურობა. ბოლო დროს ძალიან ხშირად ვუსვამ საკუთარ თავს შეკითხვას – „რა უნდა გავაკეთოთ“. მე მგონია, რომ უნდა იყო ადეკვატური – რეაქცია უნდა გქონდეს, უნდა გამოხატო, უნდა ილაპარაკო. რა თქმა უნდა, არ უნდა დავხოცოთ ერთმანეთი, არ უნდა ვიჩხუბოთ, მაგრამ… და შენი თავიდან უნდა დაიწყო ყოველთვის, უნდა გამოხატო, უნდა ილაპარაკო“.
საგზაო მოძრაობის კულტურა რომ გაიზარდოს, რომ დავიცვათ ის ნორმები, რომლებზეც უმეტესობა მაინც ვთანხმდებით, მაგრამ ასე ცალკე აღებულს ვერცერთ კოდექსში ვერ შევხვდებით, ეს ისევ ჩვენს ხელშია. და რთულია, აქ არ დაეთანხმო ნინო კასრაძეს – მითითებაც, საუბარიც, გამოსწორებაც, პირველ რიგში, საკუთარი თავით უნდა დავიწყოთ!

კომენტარები

TOP თეგეტა ჰოლდინგი ნინო კასრაძე 2022-07-27
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP თეგეტა ჰოლდინგი ნინო კასრაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თიბისის მხარდაჭერით, ფერმერები კლიმატგონივრული სისტემების დანერგვას შეძლებენ

შემდეგი სტატია

მამუკა ხაზარაძე: ივანიშვილის ყველა ნაბიჯს ერთი მიზანი აქვს, მთავარია თავად იყოს კარგად, ქვეყანა, ხალხი და მისი მომავალი შეუძლია გაწიროს – გამოფხიზლების დროა!

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკის, WM-ისა და SOLO-ს ორგანიზებით კოკა რამიშვილის გამოფენა  გაიხსნა

საქართველოს ბანკის, WM-ისა და SOLO-ს ორგანიზებით კოკა რამიშვილის გამოფენა გაიხსნა

თამუნა 10 ნოე 2022
ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – ეკონომიკის ზრდის 6.4%-იანი საბაზო სცენარი

ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – ეკონომიკის ზრდის 6.4%-იანი საბაზო სცენარი

ნინო ჩხეიძე 27 თებ 2023
Social Impact Award 2021 ფინალისტი გუნდები გამოვლინდნენ

Social Impact Award 2021 ფინალისტი გუნდები გამოვლინდნენ

თამუნა 22 ივნ 2021

უახლესი ამბები

  • ცნობილია ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე მოკლული ერთი პირის ვინაობა

    ცნობილია ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე მოკლული ერთი პირის ვინაობა

  • ბრიტანული დაზვერვა: ვალერი გერასიმოვს დონბასის სრული ოკუპაციის გეგმა ჩაუვარდა

    ბრიტანული დაზვერვა: ვალერი გერასიმოვს დონბასის სრული ოკუპაციის გეგმა ჩაუვარდა

  • მარია ზახაროვა: ეს თემა არის როგორც მოსკოვში, ასევე ერევანში მაღალ დონეზე განხილვის საგანი

    მარია ზახაროვა: ეს თემა არის როგორც მოსკოვში, ასევე ერევანში მაღალ დონეზე განხილვის საგანი

  • რო­მის პაპი ფრან­ცის­კე: არ შემ­ში­ნე­ბია. ჯერ კი­დევ ცო­ცხა­ლი ვარ

    რო­მის პაპი ფრან­ცის­კე: არ შემ­ში­ნე­ბია. ჯერ კი­დევ ცო­ცხა­ლი ვარ

  • მედია: კაზინოში დიდი ოდენობით თანხა წააგო, შეუკვეთა სუში, სასმელი და ცეცხლი გააჩინა (ვიდეო)

    მედია: კაზინოში დიდი ოდენობით თანხა წააგო, შეუკვეთა სუში, სასმელი და ცეცხლი გააჩინა (ვიდეო)

  • ალექსანდრე თვალჭრელიძე: პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა …

    ალექსანდრე თვალჭრელიძე: პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა …

  • TikTok-ის აპლიკაციის სამსახურებრივ მობილურ ტელეფონებში გამოყენება ნატო-ში დასაქმებულ პირებსაც აეკრძალათ

    TikTok-ის აპლიკაციის სამსახურებრივ მობილურ ტელეფონებში გამოყენება ნატო-ში დასაქმებულ პირებსაც აეკრძალათ

  • გიორგი ბოტკოველი: სალომე ზურაბიშვილს შეუძლია პოლარიზების დასრულება ქვეყანაში, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას გათავისუფლებით

    გიორგი ბოტკოველი: სალომე ზურაბიშვილს შეუძლია პოლარიზების დასრულება ქვეყანაში, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას გათავისუფლებით

  • წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მკვლელობა მოხდა, გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა

    წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მკვლელობა მოხდა, გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა

  • დაარღვევს თუ არა უელსის პრინცესა სამეფო ტრადიციას

    დაარღვევს თუ არა უელსის პრინცესა სამეფო ტრადიციას

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge