NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»პაატა მანჯგალაძე: ბიძინას გამოსვლით საქართველოს ბელარუსიზაციის პროექტი დაიწყო – არანაირი ევროპაში ინტეგრაციის პროცესი არ არსებობს

პაატა მანჯგალაძე: ბიძინას გამოსვლით საქართველოს ბელარუსიზაციის პროექტი დაიწყო – არანაირი ევროპაში ინტეგრაციის პროცესი არ არსებობს

27 ივლ 2022 პოლიტიკა 141 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
არანაირი ევროპაში ინტეგრაციის პროცესი „ქართული ოცნების“ პირობებში არ არსებობს, ისინი საქართველოს ბელარუსიზაციას უმზადებენ – ბიძინას გამოსვლით საქართველოს ბელარუსიზაციის პროექტი დაიწყო,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ივანიშვილის წერილმა დაადასტურა, რომ არანაირი გამოყოფილი „ტრიო“ არ არსებობს და რომ ამ ხალხის უკან სინამდვილეში იდგა ბიძინა ივანიშვილი.

„ივანიშვილის წერილებს აქვეყნებდნენ თავიანთი სახელით და გვარებით სუბარი, ხუნდაძე და ყაველაშვილი. ეს არის აღვირახსნილი ანტიევროპული, ანტიამერიკული კამპანია, რომლის შუალედური მიზანია, საქართველო დასავლელი პარტნიორების გარეშე დატოვონ და შემდეგ ადვილი ნადავლი გახდეს რუსეთისთვის. ეს არის ბელარუსიზაციის პროექტი, კურთხევა მიცემული აქვს ივანიშვილს საქართველოს ბელარუსიზაციის პროექტზე. მივმართავ კოლეგებს – ნუ მივეხმარებით „ქართულ ოცნებას“ ევროპული ინტეგრაციის პროცესის ფასადის შექმნაში. ივანიშვილმა ნათლად განაცხადა, რომ დასავლეთი ჩვენი დამოუკიდებლობის და თავისუფლების გარანტი კი არაა, ომს აძალებს საქართველოს და მისი განადგურება უნდა. ვაფრთხილებ მოქალაქეებს, მინდა ამ საფრთხის განცდა ჰქონდეს თითოეულ მოქალაქეს – არანაირი ევროპაში ინტეგრაციის პროცესი „ქართული ოცნების“ პირობებში არ არსებობს, ისინი საქართველოს ბელარუსიზაციას უმზადებენ. ბიძინას გამოსვლით საქართველოს ბელარუსიზაციის პროექტი დაიწყო,“ – განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და ეს მიზანი დღესაც აქტუალურია. ივანიშვილის შეფასებით, მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა და ომის საფრთხის პირველი ეტაპი გადალახა. ამასთან, ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს, რომ მასსა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს შორის შეხვედრა შედგა. როგორც ივანიშვილი განმარტავს, შეხვედრა ელჩის თხოვნით, 21 მარტს გაიმართა და ის „დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა“.

კომენტარები

TOP პაატა მანჯგალაძე 2022-07-27
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP პაატა მანჯგალაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ეკა გიგაური: ომთან დაკავშირებით საუბარი ემსახურება ხალხის დაშინებას და ფოკუსის გადატანას

შემდეგი სტატია

ყაზახეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განვიხილეთ ლოგისტიკის, ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროებში

მსგავსი სტატიები

„მომავალი წლიდან მთელ რიგ სამსახურებში გარკვეული ცვლილებები იქნება“

„მომავალი წლიდან მთელ რიგ სამსახურებში გარკვეული ცვლილებები იქნება“

12 დეკ 2017
ჟოზეფ ბორელის განცხადებაში არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიცია გარკვეულ უზუსტობას ხედავს

ჟოზეფ ბორელის განცხადებაში არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიცია გარკვეულ უზუსტობას ხედავს

ირაკლი შალიკაშვილი 17 მარ 2021
ნაზი ჯანეზაშვილი იმ 10 ძირითად მიზეზს წარადგენს, „რატომ არ უნდა დაუჭიროს მხარი პარლამენტმა მოსამართლეობის არც ერთ კანდიდატს“

ნაზი ჯანეზაშვილი იმ 10 ძირითად მიზეზს წარადგენს, „რატომ არ უნდა დაუჭიროს მხარი პარლამენტმა მოსამართლეობის არც ერთ კანდიდატს“

ირაკლი შალიკაშვილი 11 ნოე 2019

უახლესი ამბები

  • “არანაირი წასული 4 დეპუტატი არ არსებობს, „ქართული ოცნების“ ერთი ფრთა გამოსულია და აშშ-ის საელჩოს აკრიტიკებს”

    “არანაირი წასული 4 დეპუტატი არ არსებობს, „ქართული ოცნების“ ერთი ფრთა გამოსულია და აშშ-ის საელჩოს აკრიტიკებს”

  • „ოცნებიდან“ წასული დეპუტატები – გამოიკვეთა ხელისუფლებაზე საელჩოს შეტევის ახალი ხაზი, რომელიც საელჩოს და „ნაცმოძრაობის“ ლობისტის თომას ილვესის პირით გაახმოვანეს – ეს ის ილვესია, რომელიც საქართველოსგან ომის დაწყებას ითხოვდა

    „ოცნებიდან“ წასული დეპუტატები – გამოიკვეთა ხელისუფლებაზე საელჩოს შეტევის ახალი ხაზი, რომელიც საელჩოს და „ნაცმოძრაობის“ ლობისტის თომას ილვესის პირით გაახმოვანეს – ეს ის ილვესია, რომელიც საქართველოსგან ომის დაწყებას ითხოვდა

  • ნეკა დოროყაშვილი – ყოფილა შემთხვევა, ნიკოლოზს ჩემთვის მაცივრის წყალი დაუსხამს, იყო თმით თრევა, საჭმლის შეყრა – გარკვეულ წარმატებას როცა მიაღწია, გამომიცხადა: მეფე ვარო და მე უნდა მოვქცეულიყავი, როგორც ქვეშევრდომი

    ნეკა დოროყაშვილი – ყოფილა შემთხვევა, ნიკოლოზს ჩემთვის მაცივრის წყალი დაუსხამს, იყო თმით თრევა, საჭმლის შეყრა – გარკვეულ წარმატებას როცა მიაღწია, გამომიცხადა: მეფე ვარო და მე უნდა მოვქცეულიყავი, როგორც ქვეშევრდომი

  • რუსების მიერ ოკუპირებული ყირიმი დაკავშირებულია საწყობების აფეთქებასთან და დამპყრობლებისა და ქურდების სიკვდილის მაღალ რისკთან – დემილიტარიზაცია ამოქმედებულია

    რუსების მიერ ოკუპირებული ყირიმი დაკავშირებულია საწყობების აფეთქებასთან და დამპყრობლებისა და ქურდების სიკვდილის მაღალ რისკთან – დემილიტარიზაცია ამოქმედებულია

  • საქართველოს ბანკი Global Finance-მა ვაჭრობის დაფინანსებისთვის საუკეთესო ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში

    საქართველოს ბანკი Global Finance-მა ვაჭრობის დაფინანსებისთვის საუკეთესო ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში

  • ნინი გო­გაშ­ვი­ლი: მა­მა­ჩე­მი ვი­სი­თაც ამა­ყობ­და, ძმა და მე­გო­ბა­რი ეგო­ნა, დღეს ცი­ხე­ში მე­უღ­ლი­სა და შვი­ლე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბით ემუქ­რე­ბა ბი­ძი­ნას სა­ხე­ლით

    ნინი გო­გაშ­ვი­ლი: მა­მა­ჩე­მი ვი­სი­თაც ამა­ყობ­და, ძმა და მე­გო­ბა­რი ეგო­ნა, დღეს ცი­ხე­ში მე­უღ­ლი­სა და შვი­ლე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბით ემუქ­რე­ბა ბი­ძი­ნას სა­ხე­ლით

  • სალომე ზურაბიშვილი: დამწუხრებული ვარ ერევანში მომხდარი აფეთქების გამო

    სალომე ზურაბიშვილი: დამწუხრებული ვარ ერევანში მომხდარი აფეთქების გამო

  • ყველა იმ გადაწყვეტილებამ, რომელსაც ვიღებთ, არ უნდა გაურთულოს რუსეთის მოქალაქეებს დიქტატურისგან თავის დაღწევა

    ყველა იმ გადაწყვეტილებამ, რომელსაც ვიღებთ, არ უნდა გაურთულოს რუსეთის მოქალაქეებს დიქტატურისგან თავის დაღწევა

  • თბილისის მერია 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზების მომსახურებას დააფინანსებს

    თბილისის მერია 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზების მომსახურებას დააფინანსებს

  • ერევანში, “სურმალუს” სავაჭრო ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა

    ერევანში, “სურმალუს” სავაჭრო ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge