სასექსის ჰერცოგინიას მისი და სამანტა სასამართლოში უჩივის და დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. მიზეზი მეგანის 2021 წლის ინტერვიუა, სადაც მან ტელეწამყვან ოპრა უინფრისთან საუბარში განაცხადა, რომ დედისერთაა. როგორც გაირკვა მსახიობი ოჯახის ერთადერთი შვილი არ არის და მას ჰყავს, როგორც და, ისე ძმა.
ჰერცოგინიას კარგი ურთიერთობა არც მამასთან აქვს. მსახიობი ტომას მარკლი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ ჰარი და მეგანი სამეფო ინსტიტუტს ზიანს აყენებენ და ისინი დაკარგული სულები არიან.
მეგან მარკლის ადვოკატი მისი დის ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ მსახიობმა დედისერთობაში სულიერი მდგომარეობა იგულისხმა და არა ბიოლოგიური ფაქტორი.
წყარო: Insider
კომენტარები