NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ივანიშვილი: აშშ-ს ელჩთან შეხვედრა, ელჩის თხოვნით, 21 მარტს ნამდვილად შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა

ივანიშვილი: აშშ-ს ელჩთან შეხვედრა, ელჩის თხოვნით, 21 მარტს ნამდვილად შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა

27 ივლ 2022 პოლიტიკა 215 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს.

ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს, რომ მასსა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს შორის შეხვედრა, ელჩის თხოვნით, 21 მარტს შედგა და ის „დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა“.

„უპირველეს ყოვლისა, მინდა ჩემი ღრმა პატივისცემა კიდევ ერთხელ გამოვხატო ქართული საზოგადოების მიმართ, რომელმაც არაერთგზის დაამტკიცა, რომ ევროპული ფასეულობების ერთგულია. დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის თავზე, ქართველმა ხალხმა დღეს კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ღირსება, თავისუფლება და დამოუკიდებლობა მისი უმთავრესი ღირებულებებია. ამასთან, ქართულმა საზოგადოებამ ყველას დაუმტკიცა, რომ ხანმოკლე დემოკრატიული გამოცდილების მიუხედავად, აქვს სიბრძნე, რომელიც ურთულეს გამოწვევებთან ღირსეულად გამკლავების შესაძლებლობას აძლევს.

უკვე წელიწადნახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც საზოგადოებას პოლიტიკიდან ჩემი გასვლის გადაწყვეტილების შესახებ ვაცნობე და მას შემდეგ, ჩემივე გადაწყვეტილებას სრულად ვიცავდი და ვიცავ. მთელი ამ პერიოდის მანძილზე, ერთადერთი საჯარო განცხადება გამოვაქვეყნე და ისიც მხოლოდ იმისათვის, რომ ჩემი სახელით სპეკულირების საშუალება არავისთვის მიმეცა. არ მინდოდა, პოლიტიკურ პროცესებზე არათუ მე, თუნდაც, ჩემს ფაქტორს რაიმე გავლენა ჰქონოდა და საჯარო სივრციდან ჩემი სრული დისტანცირების მიზეზი სწორედ ეს იყო და არის.

ამავდროულად, როგორც ამ ქვეყნის შვილი და მისი ერთ-ერთი გულშემატკივარი, ბუნებრივია, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს მთელი ყურადღებით ვადევნებ თვალყურს. რეგიონში არსებული ურთულესი პოლიტიკური ვითარების ფონზე, საქართველოს და მის მმართველ გუნდს გასული თვეების განმავლობაში ძალზე მტკივნეული პროცესების გავლა უწევდა და უწევს. საქართველოსთვის და მისი ხელისუფლებისთვის ვითარებას განსაკუთრებით ართულებს ის გარემოება, რომ გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და მათი ეს სურვილი და მიზანი, სამწუხაროდ, დღესაც აქტუალურია.

უდიდესი სირთულეების მიუხედავად, მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა, სწორი და პრინციპული პოზიცია დაიკავა და მთავარი სირთულე, ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა. ამ ძალისხმევის წყალობით, საქართველოს ომში ჩათრევის უშუალო საფრთხე დღეს მაქსიმალურად არის განეიტრალებული. თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ უკრაინაში ომის დასრულებამდე, გარკვეული რისკები ჯერ კიდევ რჩება და როგორც ხელისუფლებას, ისე საზოგადოებას მაქსიმალური სიფრთხილე მართებს, რათა საქართველომ საბედისწერო ომი საბოლოოდ აიცილოს თავიდან.

ამასთან, დღეს, როდესაც ომის უშუალო საფრთხე უკვე მაქსიმალურად არის განეიტრალებული, მიმაჩნია, რომ მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა, თავისი ყურადღება მეტწილად კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტზე გადაიტანოს და იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან არ დაზიანდეს.

რაც შეეხება ჩემს პირად პრობლემას, რომელიც შვეიცარიულ ბანკთან ურთიერთობაში წარმოიშვა და დღესაც აქტუალურია, მიმაჩნია, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან მას პირდაპირი კავშირი აქვს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველომ რთულ სიტუაციას, პრაქტიკულად, თავი უკვე გაართვა და ომის უშუალო საფრთხე გადაიარა, მირჩევნია, ჩემი და შვეიცარიული ბანკის ურთიერთობა ჩემ პირად პრობლემად დავტოვო და ეს პრობლემა საზოგადოებას ზედმეტად თავს არ მოვახვიო. აქ იმასაც არა აქვს მნიშვნელობა, თუ რაზე ვგეგმავდი შვეიცარიული ბანკის მიერ გაჩერებული თანხების დახარჯვას – კერძო მიზნებისთვის თუ საზოგადოებრივი საჭიროებისთვის. მირჩევნია, ბანკის მიერ შექმნილი პრობლემა საზოგადოებამ ყველა შემთხვევაში ჩემ პირად პრობლემად განიხილოს. შედარებით დეტალურ განმარტებებს ამ საქმეზე ჩემი ადვოკატი აკეთებდა და მომავალშიც გააკეთებს.

ჩემთვის მთავარია, საქართველომ შეძლოს ურთულესი ვითარებიდან საბოლოოდ სათანადოდ გამოსვლა და მშვიდობის შენარჩუნება, ჩემ პირად საკითხზე კი, მე თავად ვიზრუნებ და ამ პრობლემით საზოგადოების ზედმეტად დატვირთვას არ შევეცდები.

დასასრულს, რადგან საჯაროდ დაისვა შეკითხვა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩემსა და ამერიკის ელჩს შორის შეხვედრის გამართვის შესახებ, საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ ამგვარი შეხვედრა ელჩის თხოვნით 21 მარტს ნამდვილად შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა“, – ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.

კომენტარები

TOP ბიძინა ივანიშვილი 2022-07-27
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ბიძინა ივანიშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ბიძინა ივანიშვილი: გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ… მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა და ომის საფრთხის პირველი ეტაპი გადალახა

შემდეგი სტატია

ივანიშვილი: …მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა, ყურადღება უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტზე გადაიტანოს და იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები აშშ-სა და ევროკავშირთან არ დაზიანდეს

მსგავსი სტატიები

„ვერ ვაბრუნებთ ტატუნაშვილის ცხედარს“

„ვერ ვაბრუნებთ ტატუნაშვილის ცხედარს“

სოსო ელისაშვილი 19 მარ 2018
„ამ ქალის არჩევით, ჩვენ სამუდამოდ გამოვემშვიდობებით საქართველოს გაერთიანების პერსპექტივას“

„ამ ქალის არჩევით, ჩვენ სამუდამოდ გამოვემშვიდობებით საქართველოს გაერთიანების პერსპექტივას“

13 სექ 2018
რუსეთის საგარეო უწყება: იენს სტოლტენბერგისა და  მაიკ პომპეოს განცხადებები საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერაზე პროვოკაციულია

რუსეთის საგარეო უწყება: იენს სტოლტენბერგისა და მაიკ პომპეოს განცხადებები საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერაზე პროვოკაციულია

13 დეკ 2018

უახლესი ამბები

  • ჯო ბაიდენმა COVID-19-ის წარმოშობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვების კანონს ხელი მოაწერა

    ჯო ბაიდენმა COVID-19-ის წარმოშობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვების კანონს ხელი მოაწერა

  • წილოსანი: მინდა გითხრათ, რომ GEN Z თაობით რომ ბრენდავთ, ნამდვილად კარგი იქნება გაითვალისწინოთ მათი მოსაზრება, რომ …

    წილოსანი: მინდა გითხრათ, რომ GEN Z თაობით რომ ბრენდავთ, ნამდვილად კარგი იქნება გაითვალისწინოთ მათი მოსაზრება, რომ …

  • ელენე ხოშტარია: ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტისგან უმკაცრესი წერილი მიიღო, რომელიც შეიცავს გაფრთხილებას, რომ მშვიდობიანი პროტესტანტების უფლებები დაცული იყოს

    ელენე ხოშტარია: ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტისგან უმკაცრესი წერილი მიიღო, რომელიც შეიცავს გაფრთხილებას, რომ მშვიდობიანი პროტესტანტების უფლებები დაცული იყოს

  • ვახტანგ მეგრელიშვილი: განათლების მინისტრის ცვლილება დაკავშირებული არ არის იმასთან, რომ განათლებაში რაღაც უნდა მოხდეს, არამედ დაკავშირებულია იმ კრიზისთან, რომელიც „ქართულ ოცნებაშია“

    ვახტანგ მეგრელიშვილი: განათლების მინისტრის ცვლილება დაკავშირებული არ არის იმასთან, რომ განათლებაში რაღაც უნდა მოხდეს, არამედ დაკავშირებულია იმ კრიზისთან, რომელიც „ქართულ ოცნებაშია“

  • გია ვოლსკი: თუკი ვინმეს საქართველოსთვის სიკეთე უნდა, რიგგარეშე არჩევნებზე, რევოლუციასა და დესტაბილიზაციაზე არ უნდა ლაპარაკობდეს

    გია ვოლსკი: თუკი ვინმეს საქართველოსთვის სიკეთე უნდა, რიგგარეშე არჩევნებზე, რევოლუციასა და დესტაბილიზაციაზე არ უნდა ლაპარაკობდეს

  • სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა – კეზერაშვილს 5 მლნ ევროს გადახდა დაეკისრა

    სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა – კეზერაშვილს 5 მლნ ევროს გადახდა დაეკისრა

  • „გაორმაგებული გზავნილები“- საქართველოს ბანკმა საერთაშორისო ფულად გზავნილებზე აქცია დაიწყო

    „გაორმაგებული გზავნილები“- საქართველოს ბანკმა საერთაშორისო ფულად გზავნილებზე აქცია დაიწყო

  • „თიბისი ლიზინგმა“, „თიბისი კაპიტალის“ დახმარებით, 80 მილიონი ლარის საჯარო ობლიგაციები განათავსა

    „თიბისი ლიზინგმა“, „თიბისი კაპიტალის“ დახმარებით, 80 მილიონი ლარის საჯარო ობლიგაციები განათავსა

  • ანა ნაცვლიშვილი: ხელისუფლება პანიკაშია, რადგან აღმოაჩინა, რომ ქვეყანაში ცხოვრობენ თავისუფალი და მებრძოლი ადამიანები

    ანა ნაცვლიშვილი: ხელისუფლება პანიკაშია, რადგან აღმოაჩინა, რომ ქვეყანაში ცხოვრობენ თავისუფალი და მებრძოლი ადამიანები

  • Politico: ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მოლდოვასა და საქართველოში პრორუსი ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვენ

    Politico: ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მოლდოვასა და საქართველოში პრორუსი ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვენ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge