NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»გიორგი მანველიძე: ირაკლი კობახიძე ღირსეულად მიუძღვება ღირსეული მამის დაწყებულ საქმეს

გიორგი მანველიძე: ირაკლი კობახიძე ღირსეულად მიუძღვება ღირსეული მამის დაწყებულ საქმეს

27 ივლ 2022 საზოგადოება 380 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ირაკლი კობახიძე ღირსეულად მიუძღვება ღირსეული მამის დაწყებულ საქმეს, – ასე ეხმაურება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი მანველიძე უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებას იმის შესახებ, რომ „ირაკლი კობახიძე КГБ-ს აგენტის შვილია“.

როგორც მანველიძე აცხადებს, სამწუხაროა, რომ ისეთ რეალობაში გვიწევს ცხოვრება, სადაც ზოგიერთი მედიის წარმომადგენლებს ავიწყდებათ პროფესიული ეთიკის ნორმები.

„სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას ვუცხადებ ირაკლი კობახიძეს, საქართველოში ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის შთამომავალს, რომელიც ღირსეულად მიუძღვება ღირსეული მამის დაწყებულ საქმეს – გახადოს საქართველო ძლიერი, თავისუფალი და წარმატებული დიდ ევროპულ ოჯახში! სამწუხაროა, რომ ისეთ რეალობაში გვიწევს ცხოვრება, სადაც ზოგიერთი მედიის წარმომადგენლებს ავიწყდებათ პროფესიული ეთიკის ნორმები“, – აცხადებს მანველიძე, რომლის კომენტარსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

ცნობისთვის, უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ განაცხადა: „ირაკლი კობახიძე საერთოდ არ ვიცოდი. ჩემზე რომ დაიწყო ლაპარაკი, მერე დავგუგლე. КГБ-ს აგენტის შვილი. КГБ-ს აგენტის, რომელიც არც მალავს, რომ გადაბირებული იყო და ამ აგენტის შვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარეა. რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ. ეს არის პირდაპირ რუსეთთან თანამშრომლობა”.

კომენტარები

გიორგი მანველიძე ირაკლი კობახიძე 2022-07-27
ირაკლი შალიკაშვილი
Tags გიორგი მანველიძე ირაკლი კობახიძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

რუსეთი ევროპის გაზმომარაგებას ხვალიდან კიდევ 20%-ით ამცირებს, მიზეზად სადგურზე ტურბინაზე ტექნიკურ სამუშაოებს ასახელებს – დასავლეთს კი მოსკოვის არ სჯერა

შემდეგი სტატია

ბიძინა ივანიშვილი: გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ… მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა და ომის საფრთხის პირველი ეტაპი გადალახა

მსგავსი სტატიები

კალაძე: მთელი გულით ვწუხვარ გამორჩეული თბილისელის, ყველასთვის საყვარელი ადამიანის – გელა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო

კალაძე: მთელი გულით ვწუხვარ გამორჩეული თბილისელის, ყველასთვის საყვარელი ადამიანის – გელა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო

ნინო ჩხეიძე 09 ნოე 2021
გიული ალასანია: მიშას მდგომარეობა გაუარესებულია

გიული ალასანია: მიშას მდგომარეობა გაუარესებულია

ნინო ჩხეიძე 05 ნოე 2022
ელექტრომომარაგება 18 ივნისს დროებით შეიზღუდება

ელექტრომომარაგება 18 ივნისს დროებით შეიზღუდება

17 ივლ 2018

უახლესი ამბები

  • მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

    მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

  • ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

    ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

  • ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

    ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

  • ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

    ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

  • დღე ისტორიაში – 27 იანვარი

    დღე ისტორიაში – 27 იანვარი

  • ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

    ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

  • ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

    ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

  • გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

    გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

  • რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

    რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

  • აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

    აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge