NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მსოფლიო»The Wall Street Journal: მოულოდნელი გამოწვევა ვლადიმერ პუტინისათვის: შუააზიელი მოკავშირეები კრემლის ინტერესებს უგულვებელყოფენ

The Wall Street Journal: მოულოდნელი გამოწვევა ვლადიმერ პუტინისათვის: შუააზიელი მოკავშირეები კრემლის ინტერესებს უგულვებელყოფენ

26 ივლ 2022 მსოფლიო 459 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ამერიკულმა “უოლ-სთრით ჯორნელმა” (The Wall Street Journal) გამოაქვეყნა სტატია სათაურით – “მოულოდნელი გამოწვევა ვლადიმერ პუტინისათვის: შუააზიელი მოკავშირეები კრემლის ინტერესებს უგულვებელყოფენ” (ავტორები – უილიამ მოლდიონი და ჯარედ მალსინი), რომელშიც, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, განხილულია მოსკოვის თანამედროვე პოლიტიკა ცენტრალური (შუა) აზიის სახელმწიფოების მიმართ, ვაშინგტონის მცდელობა რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობის აღდგენის მიზნით და სხვა საკითხები.

გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებულ ვერსიას:

როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის დასაწყისში რუსეთმა თავის მოკავშირე ყაზახეთში ჯარები შეიყვანა და პრეზიდენტ ყასიმჟომართ თოყაევს ანტისამთავრობო გამოსვლების ჩახშობაში დაეხმარა. ამ ამბებიდან ექვსი კვირის შემდეგ, როცა რუსეთის ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ, ყაზახეთს გაუჩნდა იმის კარგი შესაძლებლობა, რომ რუსეთისათვის მხარდაჭერა გამოეცხადებინა. მაგრამ ასე არ მოხდა: ყაზახეთმა და ცენტრალური (შუა) აზიის სხვა ქვეყნებმა ნეიტრალიტეტი შეინარჩუნეს. ერთადერთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, რომელმაც რუსეთს ომში მხარი დაუჭირა, ბელარუსი აღმოჩნდა.

ყაზახეთმა განაცხადა, რომ დაიცავდა დასავლეთის მიერ გამოცხადებულ ანტირუსულ სანქციებს, დაიწყო გზების ძიება თავისი ნავთობის ექსპორტისათვის, რუსეთის ტერიტორიაზე ტრანზიტის გარეშე, გაზარდა თავდაცვის ბიუჯეტი და მიიღო ამერიკის დელეგაცია აშშ-ის ორბიტაზე გადასვლის პერსპექტივით.

მზარდი ნაპრალი მოსკოვსა და მის უდიდეს შუააზიურ მოკავშირეს შორის ვლადიმერ პუტინისათვის მოულოდნელ გამოწვევას წარმოადგენს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთი ყაზახეთზე ათეული წლების განმავლობაში გარკვეულ გავლენას ინარჩუნებდა, სამხედრო და ეკონომიკური კავშირების მეშვეობით. ორ მეზობელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი საზღვარი აქვთ ერთმანეთთან (აშშ-კანადის შემდეგ).

რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც ბევრად ჰგავს ყაზახეთს, მოსკოვისა და ნურსულთანის დამოკიდებულება შეცვალა. ყახაზეთი ცდილობს, რუსეთთან ინტეგრაციული პროცესები შეაჩეროს და, შესაბამისად, კრემლთან დამოკიდებულებაში დისტანცია დაიკავოს, ეძებს მეტი შეხების წერტილებს ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა აშშ, თურქეთი და ჩინეთი. საჩვენებელი მომენტი დადგა ივნისში, როცა სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკურ სამიტში მონაწილეობის დროს პრეზიდენტმა ყასიმჟომართ თოყაევმა, რომელიც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გვერდით იჯდა, განაცხადა, რომ ყახაზეთი არ აღიარებს დონბასის ორი რესპუბლიკის დამოუკიდებლობას, რომლებსაც თითქოსდა რუსეთი უკრაინისგან ათავისუფლებს. მან ასევე განაცხადა, რომ ყაზახეთი დაიცავს დასავლეთის მიერ გამოცხადებულ სანქციებს და რუსეთს მათ გვერდის ავლაში არ დაეხმარება, თუმცა რუსეთი მისთვის კვლავ საკვანძო მოკავშირედ დარჩება. იმავდროულად ყახაზეთში აკრძალულია უკრაინის ომის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ჩატარება, რათა მოსკოვი არ გაღიზიანდეს, თუმცა, ასევე, ნებადართული არაა Z-ის ნიშნის ტარება, რომელიც რუსეთის პროპაგანდისტულ სიმბოლოს წარმოადგენს. ეს საკმაოდ მყიფე ბალანსია.

ვრცლად

კომენტარები

TOP ვლადიმერ პუტინი ყაზახეთი ყასიმჟომართ თოყაევი 2022-07-26
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ვლადიმერ პუტინი ყაზახეთი ყასიმჟომართ თოყაევი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მაქაცარიას პირველი კომენტარი, მისი ქორიწილის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ

შემდეგი სტატია

აფგან მუხთარლი: ვეცდებით, რომ სოსო გოგაშვილმა ჩემი გატაცების საქმეზე პროკურატურას ჩვენება მისცეს. ჩემი გატაცება პირადად ვახტანგ გომელაურმა დაგეგმა

მსგავსი სტატიები

ესპანეთში ე.წ. სომხური დანაშაულებრივი დაჯგუფების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ოპერაცია ტარდება

ესპანეთში ე.წ. სომხური დანაშაულებრივი დაჯგუფების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ოპერაცია ტარდება

26 ივნ 2018
Associated Press-ის ჟურნალისტი მარიუპოლის სამშობიაროს დაბომბვის უწყვეტ კადრებს აქვეყნებს (ვიდეო შეიცავს მძიმე კადრებს)

Associated Press-ის ჟურნალისტი მარიუპოლის სამშობიაროს დაბომბვის უწყვეტ კადრებს აქვეყნებს (ვიდეო შეიცავს მძიმე კადრებს)

ნინო ჩხეიძე 06 აპრ 2022
უკრაინის შეიარაღებული ძალების ხერსონში შესვლის პირველი კადრები (ვიდეო)

უკრაინის შეიარაღებული ძალების ხერსონში შესვლის პირველი კადრები (ვიდეო)

ნინო ჩხეიძე 11 ნოე 2022

უახლესი ამბები

  • მედია: კაზინოში დიდი ოდენობით თანხა წააგო, შეუკვეთა სუში, სასმელი და ცეცხლი გააჩინა (ვიდეო)

    მედია: კაზინოში დიდი ოდენობით თანხა წააგო, შეუკვეთა სუში, სასმელი და ცეცხლი გააჩინა (ვიდეო)

  • ალექსანდრე თვალჭრელიძე: პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა …

    ალექსანდრე თვალჭრელიძე: პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა …

  • TikTok-ის აპლიკაციის სამსახურებრივ მობილურ ტელეფონებში გამოყენება ნატო-ში დასაქმებულ პირებსაც აეკრძალათ

    TikTok-ის აპლიკაციის სამსახურებრივ მობილურ ტელეფონებში გამოყენება ნატო-ში დასაქმებულ პირებსაც აეკრძალათ

  • გიორგი ბოტკოველი: სალომე ზურაბიშვილს შეუძლია პოლარიზების დასრულება ქვეყანაში, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას გათავისუფლებით

    გიორგი ბოტკოველი: სალომე ზურაბიშვილს შეუძლია პოლარიზების დასრულება ქვეყანაში, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას გათავისუფლებით

  • წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მკვლელობა მოხდა, გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა

    წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მკვლელობა მოხდა, გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა

  • დაარღვევს თუ არა უელსის პრინცესა სამეფო ტრადიციას

    დაარღვევს თუ არა უელსის პრინცესა სამეფო ტრადიციას

  • ფილმები მოდის ინდუსტრიის შესახებ

    ფილმები მოდის ინდუსტრიის შესახებ

  • ყოველდღიური ჩვევები შინაგანი ბედნიერების მისაღწევად

    ყოველდღიური ჩვევები შინაგანი ბედნიერების მისაღწევად

  • გიგა ბოკერია ლაზარე გრიგორიადისზე: ამ ბიჭის ბედი ჩვენი საზოგადოებისთვის პრინციპულ საკითხად იქცა

    გიგა ბოკერია ლაზარე გრიგორიადისზე: ამ ბიჭის ბედი ჩვენი საზოგადოებისთვის პრინციპულ საკითხად იქცა

  • პაველ ჰერჩინსკი: ევროკავშირს არასდროს მოუთხოვია „მეორე ფრონტის“ გახსნა, ეს უბრალოდ აბსურდია

    პაველ ჰერჩინსკი: ევროკავშირს არასდროს მოუთხოვია „მეორე ფრონტის“ გახსნა, ეს უბრალოდ აბსურდია

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge