NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საინტერესო»მინდა ხაზგასმით და სრული პასუხისმგებლობით აღვნიშნო, რომ საქართველო სანქცირებულ ნავთობს არ ყიდულობს – ქვეყანა სანქციებს იცავს მაქსიმალური პასუხისმგებლობით

მინდა ხაზგასმით და სრული პასუხისმგებლობით აღვნიშნო, რომ საქართველო სანქცირებულ ნავთობს არ ყიდულობს – ქვეყანა სანქციებს იცავს მაქსიმალური პასუხისმგებლობით

25 ივლ 2022 საინტერესო 155 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველო სანქცირებულ ნავთობს არ ყიდულობს.

დავითაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერის ლევან ხაბეიშვილის მოთხოვნას გამოეხმაურა, რომელიც „ვისოლ ჯგუფს“, „არაგვი იმპექსსა“ და „ლუკოილს“ რამდენიმე დღეს აძლევს იმისთვის, რომ საჯაროდ გამოვიდნენ და თქვან, შეეშვებიან სანქცირებული, რუსული ნავთობის შემოტანას საქართველოში.

როგორც დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველო სანქციებს სრული პასუხისმგებლობით იცავს.

„მინდა ხაზგასმით და სრული პასუხისმგებლობით აღვნიშნო, რომ საქართველო სანქცირებულ ნავთობს არ ყიდულობს. საქართველო სანქციებს იცავს მაქსიმალური პასუხისმგებლობით, ამ კუთხით არცერთი შენიშვნა საქართველოს მიმართ არ არსებობს. კონკრეტულად ამ კომპანიების მიერ შეძენილი ნავთობი არ არის სანქცირებული, ასეთივე ნავთობს ევროპის ძალიან ბევრი ქვეყანა ყიდულობს, მათ შორის საქართველოში გადაწყვეტილებები მიიღება კერძო კომერციული ორგანიზაციების მხრიდან იმ პრაქტიკის გათვალისწინებით, რომელიც არსებობს.

რაც შეეხება აღსრულების მექანიზმს, ამ კუთხითაც საქართველოს საბაჟო სტრუქტურებს ჰქონდათ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან კონკრეტული სამუშაო, ყველა სახელმწიფო უწყება, სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენელი იყო ექსპერტებთან ერთად პროცესში ჩართული, როდესაც სანქციების კონკრეტული აღსრულების მექანიზმების განმარტებები ხდებოდა. ნავთობთან ან ნავთობპროდუქტებთან მიმართებით გადაწყვეტილებები შეთანხმებულია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან. ასე რომ ეს საკითხი შეგვიძლია დავხუროთ“, – განაცხადა დავითაშვილმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი „ვისოლ ჯგუფს“, „არაგვი იმპექსსა“ და „ლუკოილს“ რამდენიმე დღეს აძლევს, რომ საჯაროდ გამოვიდნენ და თქვან, შეეშვებიან სანქცირებული, რუსული ნავთობის შემოტანას საქართველოში.

„ათობით კომპანიაა, რომელიც რუსულ, სისხლიან ნავთობს ეზიდება საქართველოში, მათ შორის „ვისოლ ჯგუფი“, „არაგვი იმპექსი“ და „ლუკოილი“ – ამ სამ კომპანიას და დანარჩენ ათს, ვაძლევთ რამდენიმე დღეს, რომ საჯაროდ გამოვიდნენ და თქვან, რომ შეეშვებიან სანქცირებული, რუსული ნავთობის შემოტანას საქართველოში და შეეშვებიან უკრაინის გენოციდის დაფინანსებას“,-განაცხადა ხაბეიშვილმა

კომენტარები

TOP 2022-07-25
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მაქსიმ გალკინი მსმენელს ქართულად მიმართავს და კონცერტზე ეპატიჟება (ვიდეო)

შემდეგი სტატია

Bogpay.ge – გადახდების ციფრული პლატფორმა საქართველოს ბანკისგან

მსგავსი სტატიები

ვადასტურებ, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს გიორგი მარგველაშვილთან, ჩვენი კარი ღიაა იმ ადამიანებისთვის, ვინც ღირსეულად ემსახურებოდა და ემსახურება ქვეყანას

ვადასტურებ, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს გიორგი მარგველაშვილთან, ჩვენი კარი ღიაა იმ ადამიანებისთვის, ვინც ღირსეულად ემსახურებოდა და ემსახურება ქვეყანას

ირაკლი შალიკაშვილი 22 ივნ 2020
მიხეილ სააკაშვილი ძალიან ცუდად არის, ხელები დამჭკნარი, სახე კი 2-3 დღის გარდაცვლილი ადამიანივით აქვს

მიხეილ სააკაშვილი ძალიან ცუდად არის, ხელები დამჭკნარი, სახე კი 2-3 დღის გარდაცვლილი ადამიანივით აქვს

ირაკლი შალიკაშვილი 07 ივლ 2022
ყველაზე დამზაფვრელი ხიდი იაპონიაში

ყველაზე დამზაფვრელი ხიდი იაპონიაში

20 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • მიხაილო პოდოლიაკი: საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ

    მიხაილო პოდოლიაკი: საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ

  • ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

    ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

  • Coldplay-ის კონცერტზე სვიატოსლავ ვაკარჩუკმა “Обійми” შეასრულა (ვიდეო)

    Coldplay-ის კონცერტზე სვიატოსლავ ვაკარჩუკმა “Обійми” შეასრულა (ვიდეო)

  • ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

    ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

  • რუსული ვერტმფრენი მი-8 ესტონეთის საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე შევიდა

    რუსული ვერტმფრენი მი-8 ესტონეთის საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე შევიდა

  • MAN-ის 16-ტონიანი სატვირთოს გაწევით ქართველმა ათლეტმა გინესის რეკორდი დაამყარა

    MAN-ის 16-ტონიანი სატვირთოს გაწევით ქართველმა ათლეტმა გინესის რეკორდი დაამყარა

  • Samsung-მა უახლესი Galaxy Z Flip4 და Z Fold4 წარადგინა: უნივერსალური მოწყობილობები, რომლებიც ცვლიან ჩვენს  სმარტფონებთან ურთიერთობის გზას

    Samsung-მა უახლესი Galaxy Z Flip4 და Z Fold4 წარადგინა: უნივერსალური მოწყობილობები, რომლებიც ცვლიან ჩვენს სმარტფონებთან ურთიერთობის გზას

  • ანდრეი ერმაკი: 80 რაკეტა მოხვდა საცხოვრებელ სახლებს. ტერორისტული ქვეყანა აგრძელებს ბრძოლას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ

    ანდრეი ერმაკი: 80 რაკეტა მოხვდა საცხოვრებელ სახლებს. ტერორისტული ქვეყანა აგრძელებს ბრძოლას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ

  • აქ.ახლა ყველაფერი შენს ხელშია თიბისის ციფრულ ბანკთან ერთად

    აქ.ახლა ყველაფერი შენს ხელშია თიბისის ციფრულ ბანკთან ერთად

  • “თეგეტა ჰოლდინგი“ Groupauto Caucasus-ის ბიზნესკონფერენციას მასპინძლობს

    “თეგეტა ჰოლდინგი“ Groupauto Caucasus-ის ბიზნესკონფერენციას მასპინძლობს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge