NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»სერგეი შამბა: …რაც აფხაზურ სახელმწიფოს დაღუპავს

სერგეი შამბა: …რაც აფხაზურ სახელმწიფოს დაღუპავს

23 ივლ 2022 პოლიტიკა 426 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ეთნორადიკალიზმი თავად აფხაზებისთვის იქნება დამღუპველი. ეთნიკური რადიკალიზმი აუცილებლად გამოიწვევს კონფლიქტს აფხაზებსა და სხვა ეთნიკურ დაჯგუფებებს შორის, პირველ რიგში, სომხებთან, რუსებთან და მეგრელებთან, რაც აფხაზურ სახელმწიფოს დაღუპავს. ამით აუცილებლად ისარგებლებენ ჩვენი მტრები”, –  განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა “პრემიერ-მინისტრმა” და ახლანდელი ოპოზიციის ლიდერმა   სერგეი შამბამ მთავარი ოპოზიციური პარტიის – “ამცახარას” ხამაურიანი  ყრილობის შემდეგ აფხაზური მედიისათვის მიცემულ ინტერვიუში.

შამბას თქმით, “აფხაზური სახელმწიფო” დაღუპვისკენ და გაქრობისკენ მიდის და ერთ-ერთი მთავარი პრობლემა აფხაზეთში ახალგაზრდების ეთნორადიკალებად და კრიმინალებად ჩამოყალიბებაა. თუ ეს ტენდენცია არ შეჩერდა, აფხაზეთი ორი საფრთხის წინაშეაღმოჩნდება:   ერთი საფრთხეა ის, რომ აფხაზური ეთნოსი, ენა გაქრეს, სხვა დიდმა ეთნიკურმა ჯგუფებმა შთანთქას, მაგალითად, რუსებმა და სომხებმა,  მეორე კი ის, რომ ახალგაზრდებში მზარდი რადიკალური ნაციონალიზმი  ბოლოსდაბოლოს  ახალ ეთნოკონფლიქტს გამოიევევს, ამჯერად აფხაზებსა და რუსებს, სომხებს, მეგრელებს შორის.

აფხაზ ახალგაზრდებში ეთნორადიკალიზმის აღორძინება  ქვეყნის  “მტერი ქართველების” ამაზრზენი თვისების კოპირებაა.  ამ ყველაფერს კი ეთნიკური საფუძველი აქვს, რადგან აფხაზური ნაციონალურ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ებრძოდა საქართველოს ეთნორადიკალიზმს და არა მარტო იმიტომ, რომ ქართული ეთნორადიკალიზმი აფხაზებს ავიწროებდა, არამედ იმიტომ, რომ აფხაზური ინტელიგენციისთვის ამაზრზენი იყო ეთნორადიკალიზმი, როგორც პრინციპი. “ახლა კი, როდესაც ეს ახალგაზრდებმა დაიწყეს, ამით ჩვენი მტრის გზას ვიმეორებთ და საკუთარ იდეალებს ვღალატობთ. ჩვენ დავამარცხეთ მტერი (ქართველები), მაგრამ რატომ უნდა მივიღოთ მათი ყველაზე ამაზრზენი თვისებები?” – განაცხადა  შამბამ.

“ამცახარას” ყრილობა 29 ივნისს გაიმართა და საგანგებო რეზოლუციაც მიიღეს. ოპოზიცია დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას ხელისუფლებას 10 დღეს აძლევს, შეასრულოს ოპოზიციის მოთხოვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მის წინააღმდეგ  სახალხო გამოსვლას აანონსებს. ეს მოთხოვნაა საკადრო საკითხის გადასინჯვა, კრიმინალის ალაგმვა , კონსტიტუციური რეფორმების გატარება: პროტესტის მთავარი საბაბი ისაა, რომ “ხელისუფლებამ”, დაპირების მიუხედავად, არც ერთი ოპოზიციონერი არ დანიშნა თანამდებობაზე. თანაც ბოლო დროს მკვლელობა-ყაჩაღობა-გაუპატიურება და ამის გამო ლინჩის წესით გასამართლება თუ შურისძიება ძალიან მოხშირდა, “ხელისუფლება” კი ვერ უმკლავდება კრიმინალს და, ასევე, პროტესტის საგანია ის, რომ გალსა და ოჩამჩირეში მცხოვრებ ქართველებს, რომლებიც “უცხოელი მოქალაქეები” არიან, აფხაზურ ე.წ. პასპორტებს ურიგებენ”.

წყარო: http://odishinews.ge

კომენტარები

TOP სერგეი შამბა 2022-07-23
ნინო ჩხეიძე
Tags TOP სერგეი შამბა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სვეტლანა ტიხანოვსკაია: ლუკაშენკო ცდილობს დაემუქროს უკრაინას, მაგრამ ბელარუსი ჯარისკაცები სამშობლოს არ უღალატებენ და უკრაინის წინააღმდეგ ომში არ ჩაერთვებიან

შემდეგი სტატია

გია გაჩეჩილაძე: ევროპა არის ის, რომელსაც დღეს ძალიან უჭირს.ონდიციონერსა და ცხელ წყალს თიშავენ, რომ ნახევარი საათით ნაკლები იბანაონ

მსგავსი სტატიები

„რუსეთის ფედერაცია სოხუმსა და ცხინვალში ეტაპობრივი ანექსიის პოლიტიკას ახორციელებს“

„რუსეთის ფედერაცია სოხუმსა და ცხინვალში ეტაპობრივი ანექსიის პოლიტიკას ახორციელებს“

18 აპრ 2018
მერკელი: პუტინს უნდა ვუთხრათ, კეთილი ინებოს და პოლიტიკურად მინიმალური სტანდარტები დააკმაყოფილოს, ანდა დავაკმაყოფილოთ პუტინის თითოეული სურვილი – ამას არ გავაკეთებთ

მერკელი: პუტინს უნდა ვუთხრათ, კეთილი ინებოს და პოლიტიკურად მინიმალური სტანდარტები დააკმაყოფილოს, ანდა დავაკმაყოფილოთ პუტინის თითოეული სურვილი – ამას არ გავაკეთებთ

24 აგვ 2018

„გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ ჩვენ არ გვაქვს ნული ხმა“

25 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • ჯო ბაიდენმა COVID-19-ის წარმოშობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვების კანონს ხელი მოაწერა

    ჯო ბაიდენმა COVID-19-ის წარმოშობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვების კანონს ხელი მოაწერა

  • წილოსანი: მინდა გითხრათ, რომ GEN Z თაობით რომ ბრენდავთ, ნამდვილად კარგი იქნება გაითვალისწინოთ მათი მოსაზრება, რომ …

    წილოსანი: მინდა გითხრათ, რომ GEN Z თაობით რომ ბრენდავთ, ნამდვილად კარგი იქნება გაითვალისწინოთ მათი მოსაზრება, რომ …

  • ელენე ხოშტარია: ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტისგან უმკაცრესი წერილი მიიღო, რომელიც შეიცავს გაფრთხილებას, რომ მშვიდობიანი პროტესტანტების უფლებები დაცული იყოს

    ელენე ხოშტარია: ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტისგან უმკაცრესი წერილი მიიღო, რომელიც შეიცავს გაფრთხილებას, რომ მშვიდობიანი პროტესტანტების უფლებები დაცული იყოს

  • ვახტანგ მეგრელიშვილი: განათლების მინისტრის ცვლილება დაკავშირებული არ არის იმასთან, რომ განათლებაში რაღაც უნდა მოხდეს, არამედ დაკავშირებულია იმ კრიზისთან, რომელიც „ქართულ ოცნებაშია“

    ვახტანგ მეგრელიშვილი: განათლების მინისტრის ცვლილება დაკავშირებული არ არის იმასთან, რომ განათლებაში რაღაც უნდა მოხდეს, არამედ დაკავშირებულია იმ კრიზისთან, რომელიც „ქართულ ოცნებაშია“

  • გია ვოლსკი: თუკი ვინმეს საქართველოსთვის სიკეთე უნდა, რიგგარეშე არჩევნებზე, რევოლუციასა და დესტაბილიზაციაზე არ უნდა ლაპარაკობდეს

    გია ვოლსკი: თუკი ვინმეს საქართველოსთვის სიკეთე უნდა, რიგგარეშე არჩევნებზე, რევოლუციასა და დესტაბილიზაციაზე არ უნდა ლაპარაკობდეს

  • სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა – კეზერაშვილს 5 მლნ ევროს გადახდა დაეკისრა

    სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა – კეზერაშვილს 5 მლნ ევროს გადახდა დაეკისრა

  • „გაორმაგებული გზავნილები“- საქართველოს ბანკმა საერთაშორისო ფულად გზავნილებზე აქცია დაიწყო

    „გაორმაგებული გზავნილები“- საქართველოს ბანკმა საერთაშორისო ფულად გზავნილებზე აქცია დაიწყო

  • „თიბისი ლიზინგმა“, „თიბისი კაპიტალის“ დახმარებით, 80 მილიონი ლარის საჯარო ობლიგაციები განათავსა

    „თიბისი ლიზინგმა“, „თიბისი კაპიტალის“ დახმარებით, 80 მილიონი ლარის საჯარო ობლიგაციები განათავსა

  • ანა ნაცვლიშვილი: ხელისუფლება პანიკაშია, რადგან აღმოაჩინა, რომ ქვეყანაში ცხოვრობენ თავისუფალი და მებრძოლი ადამიანები

    ანა ნაცვლიშვილი: ხელისუფლება პანიკაშია, რადგან აღმოაჩინა, რომ ქვეყანაში ცხოვრობენ თავისუფალი და მებრძოლი ადამიანები

  • Politico: ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მოლდოვასა და საქართველოში პრორუსი ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვენ

    Politico: ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მოლდოვასა და საქართველოში პრორუსი ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვენ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge