NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»ყველაზე გავრცელებული მითები ინტროვერტების და ექსტრავერტების შესახებ

ყველაზე გავრცელებული მითები ინტროვერტების და ექსტრავერტების შესახებ

22 ივლ 2022 საზოგადოება 447 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

არსებობს უამრავი მითი ინტროვერტების და ექსტრავერტების შესახებ. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სტიგმა მდომარეობს იმაში, რომ არის მხოლოდ ერთი სიტუაცია, რომელსაც ეწოდება “ან-ან”. თქვენ ან ექსტროვერტი ხართ ან ინტროვერტი, ამბის დასასრული.

მაგრამ რეალობა ცოტა უფრო რთული და დამაბნეველია. მართალია, ექსტროვერსია და ინტროვერსია სპექტრის ორ საპირისპირო მხარეა და ენერგიის მიღებისა და გაცემის გზა გეხმარებათ იმის განსაზღვრაში, თუ რომელ მხარეს იმყოფებით თქვენ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად რომელიმე უკიდურესობას უნდა ეკუთვნოდეთ. შეიძლება ამ სქემის ნებისმიერ წერტილში მოხვდეთ, მათ შორის შუა ნაწილშიც. 

საზოგადოებას პიროვნების და მისი ტიპის შესახებ, ხშირად, სტერეოტიპული და არასწორი წარმოდგენები აქვს, მაგალითად ადამიანთა უმეტესობა თვლის, რომ ყველა ინტროვერტს აქვს შფოთვითი აშლილობა და ისინი ასოციალურები არიან მაშინ, როცა ექსტრავერტები ყოველთვის მეგობრულები, ხმაურიანები და თავყრილობების მოყვარულები უნდა იყვნენ.

ამ სტატიაში სწორედ მსგავსი მითების დამსხვრევა გვსურს და შევეცდებით ვისაუბროთ იმ ძირითად სტიგმებსა და იარლიყებზე, რომლითაც ადამიანებს კატეგორიებად ყოფენ და მათზე არარეალურ წარმოდგენებს იქმნიან.

ყველაზე გავრცელებული სტერეოტიპი არის ის, რომ მხოლოდ ექსტრავერტებს უყვართ ხალხთან ურთიერთობა. სინამდვილეში საზოგადოებასთან ინტეგრირება ინტროვერტებსაც მოსწონთ, მაგრამ მათ მიმღებლობის განსხვავებული დონე აქვთ და ამაზეა დამოკიდებული, რამდენად კომფორტულად იგრძნობენ თავს ხალხის გარემოცვაში. თანაც, ვინაიდან, ინტროვერტებს მეტად უყვართ განმარტოვება, ეს საშუალებას აძლევთ ენერგიის დაბალანსებაში და მეგობრებთან ერთად დროს უფრო სასიამოვნოდ ატარებენ.

ძალიან გამაღიზიანებელია, როდესაც ინტროვერტ ადამიანს ხშირად სუსტად აღიქვამენ და თვლიან, რომ მას არ შეუძლია რისკზე წასვლა. შიშებს და სურვილებს არანაირი კავშირი არ აქვთ არც ინტროვერტებთან და არც ექსტრავერტებთან. ეს შინაგანი ჰარმონიის, საკუთარი თავისადმი რწმენის და გამბედაობის საკითხია, რაც შეიძლება ორივე ტიპის ადამიანს ახასიათებდეს ან, პირიქით, არც ერთს გააჩნდეს.

რატომღაც, ადამიანები ფიქრობენ, რომ ექსტრავერტები უფრო ბედნიერები არიან და პიროვნების ტიპი მათ შინაგან ჰარმონიას განსაზღვრავს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს სიცრუეა. ბედნიერება საყვარელი საქმის კეთების შესაძლებლობაა. თუ გარემო, რომელშიც ხარ სიამოვნებას განიჭებს, მნიშვნელობა არ აქვს ეს შენი მყუდრო ოთახი იქება თუ დიდი წვეულება აუზზე. ყველა ინდივიდი განსხვავებულ სივრცეში პოულობს სულიერ სიმშვიდეს. ის, რაც ჩვენ უჩვეულოდ მიგვაჩნია, სხვისთვის შეიძლება სრულიად მისაღები იყოს. ამიტომ, თუ ვინმე მარტოა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი უბედურია, შეიძლება მას ასე ცხოვრება აბედნიერებს. 

ასევე ძალიან გავრცელებული სტიგმაა ისიც, რომ ინტროვერტი ადამიანები ექსტრავერტებზე უფრო ხშირად ავადდებიან ფსიქიკური აშლილობებით. მენტალურ ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს ბიოლოგიური ფაქტორი, ბავშვობის ტრამვა, ოჯახური ისტორია და გარემოპირობები, რომელშიც ადამიანი იზრდება, შესაბამისად, აქ ბევრად უფრო ღრმა თავისებურებები იჩენს თავს. იმ შემთხვევაშიც კი თუ პიროვნება მხიარული, მეგობრული და სოციალურია, შეიძლება მენტალური პრობლემები ჰქონდეს, ამიტომ დამუნათება და იმის თქმა, რომ მათგან ეს მოსალოდნელი არ არის, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ეს კიდევ უფრო მეტად აიძულებს ადამიანს დამალოს თავისი შინაგანი მდგომარეობა და წუხილი.

არასწორი წარმოდგენაა ისიც, რომ ინტროვერტებს თავდაჯერებულობის ნაკლებობას მიაწერენ ხოლმე. რეალურად, არც ამას აქვს საერთო იმ ფაქტთან ადამიანს მარტო ყოფნა უყვარს თუ ხალხის გარემოცვაში. ხასიათი ცვალებადი ფენომენია, ხოლო იდენტობა მუდმივი, ამიტომ თუ პიროვნება საკუთარ იდენტობაში გარკვეულია, მაშინ მნიშვნელობა არ აქვს რა მოსწონს მას და რა არა, ყველა შემთხვევაში შეიძლება იყოს თავდაჯერებული.

და ბოლოს, თუ თქვენ თვლით, რომ ინტროვერტები და ექსტრავერტები ერთმანეთს ვერ ეწყობიან, ძალიან ცდებით. პირიქით, განსხვავებული ხასიათის ადამიანები უკეთესად უგებენ ერთმანეთს, რადგან მათ მრავალფეროვანი ინტერესები აქვთ და საინტერესო ურთიერთობას ინარჩუნებენ.

წყარო: healthline.com

კომენტარები

მენტალური ჯანმრთელობა 2022-07-22
ანო
Tags მენტალური ჯანმრთელობა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ხუნდაძე, სუბარი, ყაველაშვილი ნედ პრაისს: ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ყველაფერი გაიღო და ახლა ჯერი ჩვენზეა!

შემდეგი სტატია

ლურჯი ზღვის დრაკონი – დედამიწის ზღაპრული ქმნილება

მსგავსი სტატიები

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ “იმედი”, “რუსთავი 2” და “იბერია” დააჯარიმა

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ “იმედი”, “რუსთავი 2” და “იბერია” დააჯარიმა

09 თებ 2018
„ხომ არ ვთქვა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე და რუსეთის ხომ არ მივიღო? “

„ხომ არ ვთქვა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე და რუსეთის ხომ არ მივიღო? “

19 ივლ 2018
რობერტ სტურუა: თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, აშშ-ში ძუ­ძუმ­წო­ვა­რა ბავ­შვებს აწა­მე­ბენ, იმი­ტომ რომ … (ვიდეო)

რობერტ სტურუა: თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, აშშ-ში ძუ­ძუმ­წო­ვა­რა ბავ­შვებს აწა­მე­ბენ, იმი­ტომ რომ … (ვიდეო)

ნინო ჩხეიძე 27 ივლ 2020

უახლესი ამბები

  • ამანი, იორდანია –  სამეფო ქორწილი (ვიდეო)

    ამანი, იორდანია – სამეფო ქორწილი (ვიდეო)

  • ახალციხეში, ყირიმ–კონგოს ცხელებით ექიმი გარდაიცვალა

    ახალციხეში, ყირიმ–კონგოს ცხელებით ექიმი გარდაიცვალა

  • ფილმები, რომლებიც ზაფხულში აუცილებლად უნდა ნახოთ

    ფილმები, რომლებიც ზაფხულში აუცილებლად უნდა ნახოთ

  • დღე ისტორიაში – 4 ივნისი

    დღე ისტორიაში – 4 ივნისი

  • რანინა –  სოსო ჩაჩუა – „სომხური შალახო“  (ვიდეო)

    რანინა – სოსო ჩაჩუა – „სომხური შალახო“ (ვიდეო)

  • გიორგი კირთაძე: „Говорит Москва” – ამ წარწერის გამო ბათუმში აქციის მონაწილეები დააკავეს

    გიორგი კირთაძე: „Говорит Москва” – ამ წარწერის გამო ბათუმში აქციის მონაწილეები დააკავეს

  • ნიკა გვარამიას მიმართვა: დაივიწყეთ ურთიერთწყენები და შეეშვით წარსულს, საბოლოო გამარჯვება მხოლოდ ასე მოვა

    ნიკა გვარამიას მიმართვა: დაივიწყეთ ურთიერთწყენები და შეეშვით წარსულს, საბოლოო გამარჯვება მხოლოდ ასე მოვა

  • ბესო სოლომანაშვილი: საბჭოთა პასპორტები ამოქექეთ, გადაგიცვლიან თურმე უფასოდ რუსულზე

    ბესო სოლომანაშვილი: საბჭოთა პასპორტები ამოქექეთ, გადაგიცვლიან თურმე უფასოდ რუსულზე

  • ილიაუნის რექტორი ნინო დობორჯგინიძე: 2010 წელს ნამდვილად შემემთხვა უმძიმესი ავარია, რომლის დროს დაიღუპა ჩემი ერთადერთი დისშვილი. ამ ამბავმა არა მარტო ჩემი, არამედ მთელი ჩემი ოჯახის, მათ შორის პატარა ბავშვების ცხოვრება შეცვალა

    ილიაუნის რექტორი ნინო დობორჯგინიძე: 2010 წელს ნამდვილად შემემთხვა უმძიმესი ავარია, რომლის დროს დაიღუპა ჩემი ერთადერთი დისშვილი. ამ ამბავმა არა მარტო ჩემი, არამედ მთელი ჩემი ოჯახის, მათ შორის პატარა ბავშვების ცხოვრება შეცვალა

  • რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

    რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge