NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დიღომში დეველოპერული პროექტი „მწვანე ხეივანი“ ხორციელდება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დიღომში დეველოპერული პროექტი „მწვანე ხეივანი“ ხორციელდება

21 ივლ 2022 ბიზნესი 380 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

21 ივლისი, 2022- საქართველოს ბანკი დეველოპერული და სამშენებლო სექტორის
მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით კომპანია „გრადა“ მორიგ
საინტერესო პროექტს ახორციელებს. „მწვანე ხეივანი“ 55,965 კვ.მ-ზე 7 საცხოვრებელ
ბლოკს, დახურულ აუზს, სპა ზონას, სპორტულ მოედანსა და რეკრეაციულ სივრცეებს
გააერთიანებს.
კომპლექსი 30 სხვადასხვა ტიპის, 684 ბინისგან შედგება. პროექტის ჯამური
ღირებულება 22 მლნ. აშშ დოლარს აჭარბებს. საქართველოს ბანკის მიერ გაცემული
ინვესტიცია კი 14 მლნ. აშშ დოლარს უტოლდება. „მწვანე ხეივანის“ დასრულება 2024
წელს იგეგმება.
„მწვანე ხეივანი“ ყოველდღიური ცხოვრების საჭიროებებს სრულად პასუხობს და
მაცხოვრებელს კომფორტისთვის მრავალფეროვან ზონებს და სივრცეებს შესთავაზებს.
პროექტი მიწისქვეშა ორდონიან ავტოსადგომს, კალათბურთისა და ფეხბურთის
მოედნებს, ღია ფიტნესს და საბავშვო ინფრასტრუქტურას გააერთიანებს. ადგილზე
ასევე მოეწყობა სასეირნო, სარბენი და ველობილიკები თავისი ველოსადგომით. ჩვენი
მიზანია, მაქსიმალური კომფორტი ვუზრუნველყოთ „მწვანე ხეივანის“
მაცხოვრებლებისთვის. ამისთვის, კომპლექსის ლობიში განთავსდება კონსიერჟი,
დახურული ეზო კი 24 საათიანი დაცვითა და კამერებით აღიჭურვება. მოხარული ვართ,
რომ გვაქვს შესაძლებლობა საქართველოს ბანკთან პარტნიორობით კიდევ ერთი
პროექტი ვაქციოთ რეალობად“, – აცხადებს გრადას გაყიდვების და მარკეტინგის
ხელმძღვანელი ნათია ლაბაძე.
"გრადა 7 წელია წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და ამ დროის მანძილზე,
პარტნიორობის ფარგლებში არაერთი მასშტაბური პროექტიც განახორციელა. მოხარული
ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ მათ მორიგ პროექტს — მწვანე
ხეივანს, რომელიც დიღომში პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას
ითვალისწინებს. საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს ამ მიმართულებით
ბიზნესის მხარდაჭერას და გვჯერა, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება
დადებითად აისახება როგორც აღნიშნული სექტორის განვითარებაზე, ასევე ზოგადად

ბიზნეს გარემოზე“, — აცხადებს საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო
მომსახურების დირექტორის მოადგილე, ვალერი ნარსია.

კომენტარები

TOP საქართველოს ბანკი 2022-07-21
თამუნა
Tags TOP საქართველოს ბანკი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

კელი დეგნანი: აშშ-ს საელჩოში არავინაა ისეთი, ვინც ცდილობს ზეწოლის მოხდენას რომელიმე მოსამართლეზე

შემდეგი სტატია

„დროა“: საქართველოში აშშ-ის ელჩზე, კელი დეგნანზე თავდასხმათა სერიის შემდეგ, „ქართული ოცნების“ წევრები საქართველოში ევროკავშირის ელჩს მიდგნენ

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკი თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან ერთად ახალ პროგრამას  იწყებს

საქართველოს ბანკი თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან ერთად ახალ პროგრამას იწყებს

თამუნა 14 ივლ 2020
21 აპრილს The Chemical Brothers-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა დაიწყება

21 აპრილს The Chemical Brothers-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა დაიწყება

18 აპრ 2018
როგორ “ახრჩობს” რუსეთის ეკონომიკას დასავლეთი სანქციებით და კიდევ ვინ და რა დაამატა შავ სიას ვაშინგტონმა

როგორ “ახრჩობს” რუსეთის ეკონომიკას დასავლეთი სანქციებით და კიდევ ვინ და რა დაამატა შავ სიას ვაშინგტონმა

ირაკლი შალიკაშვილი 10 მაი 2022

უახლესი ამბები

  • უკრაინის გენშტაბი: რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 209 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა

    უკრაინის გენშტაბი: რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 209 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა

  • Dainik Jagran: ინდოეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 230-ს გადასცდა

    Dainik Jagran: ინდოეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 230-ს გადასცდა

  • სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, იმოქმედოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და უზრუნველყოს მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა

    სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, იმოქმედოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და უზრუნველყოს მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა

  • სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებით პატრიარქი მიცვალებულთა სულებს იხსენიებს

    სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებით პატრიარქი მიცვალებულთა სულებს იხსენიებს

  • ქეით მიდლტონი იორდანიის სამეფო ქორწილში

    ქეით მიდლტონი იორდანიის სამეფო ქორწილში

  • დღე ისტორიაში – 3 ივნისი

    დღე ისტორიაში – 3 ივნისი

  • “საქართველოს ბანკის” ფინანსური მხარდაჭერით ფულბრაიტის 2023 წლის სამაგისტრო პროგრამით სამი სტუდენტი ამერიკაში გაემგზავრება

    “საქართველოს ბანკის” ფინანსური მხარდაჭერით ფულბრაიტის 2023 წლის სამაგისტრო პროგრამით სამი სტუდენტი ამერიკაში გაემგზავრება

  • ბენ უოლესი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე: ეს არ მოხდება უახლოეს მომავალში

    ბენ უოლესი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე: ეს არ მოხდება უახლოეს მომავალში

  • გიორგი კაკაურიძე:  უკრაინის სანქცია არ ნიშნავს ევროკავშირის სანქციას – „ჯორჯიან ეარვეისის“ დასანქცირება საქართველოს ეკონომიკისთვის ზიანის მომტანი არ იქნება

    გიორგი კაკაურიძე: უკრაინის სანქცია არ ნიშნავს ევროკავშირის სანქციას – „ჯორჯიან ეარვეისის“ დასანქცირება საქართველოს ეკონომიკისთვის ზიანის მომტანი არ იქნება

  • მარინა ეზუგბაია: ინფექციურში წყლით მოწამვლით ადამიანები არ შემოუყვანიათ

    მარინა ეზუგბაია: ინფექციურში წყლით მოწამვლით ადამიანები არ შემოუყვანიათ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge