NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»თალაკვაძე: ამ შეხვედრის შემდეგ კიდევ ერთხელ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ …

თალაკვაძე: ამ შეხვედრის შემდეგ კიდევ ერთხელ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ …

20 ივლ 2022 პოლიტიკა 358 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ევროპარლამენტარებთან ამ შეხვედრის შემდეგ კიდევ ერთხელ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ იმ პროგრესით, მიღწევებით, რაც საქართველოს ბოლო წლებში ჰქონდა, ევროკავშირს შეეძლო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე დადებითი გადაწყვეტილება მიეღო, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე – სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარისა და კომიტეტის წევრების ევროპარლამენტარებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, ის გადაწყვეტილება, რაც იყო მიღებული სტატუსთან დაკავშირებით, არ ნიშნავს და არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ყურადღება უნდა მოდუნდეს იმ საკითხებზე, რაც ქვეყნის მომავალს და ევროპულ პერსპექტივას ეხება. ამასთან, თალაკვაძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტარების პოზიციაა, რომ ოპოზიცია 12 პუნქტის შესრულებისთვის შექმნილ ფორმატებში უნდა ჩაერთოს.

„ცალსახაა, როგორც ჩვენი მხრიდან, ისე ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერა აქვს საპარლამენტო პოლიტიკას, ევროპულ პოლიტიკას, შედეგზე ორიენტირებულ პოლიტიკას და არა ქუჩის და დესტაბილიზაციის პოლიტიკას. ეს არაერთ შეხვედრაზე ამ ვიზიტის ფარგლებშიც გაჟღერდა. ცალსახაა მათი პოზიცია, რომ პოლიტიკური პარტიები ოპოზიციიდან უნდა ჩაერთონ ფორმატებში, რომელიც შეიქმნა პარლამენტში და მიმართულია რეკომენდაციების შესრულებისკენ. ცხადია, პირველ საკითხად დეპოლარიზაციის რეკომენდაციის შეტანა ჩამონათვალში ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირი მოელის საქართველოში უფრო მშვიდ, საქმიან პოლიტიკას,”- განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

TOP არჩილ თალაკვაძე ევროპარლამენტარები 2022-07-20
ნინო ჩხეიძე
Tags TOP არჩილ თალაკვაძე ევროპარლამენტარები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მეგი გოგიტიძე მოსკოვში იმღერებს, ხოლო ბათუმში, კლუბ Sector 26 ვერა

შემდეგი სტატია

გია ხუხაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ წამოიწყო სპეცოპერაცია ამერიკის ელჩის გაწვევის

მსგავსი სტატიები

გადავდოთ პოლიტიკა და ჩვენი შეხედულებები გვერდზე – ამ შეთანხმებამ გამოიყვანა ნიკა მელია ციხიდან, თქვენ კი არ გამოგიყვანიათ

გადავდოთ პოლიტიკა და ჩვენი შეხედულებები გვერდზე – ამ შეთანხმებამ გამოიყვანა ნიკა მელია ციხიდან, თქვენ კი არ გამოგიყვანიათ

ირაკლი შალიკაშვილი 09 ივნ 2021
ნიკა გვარამიას მიმართვა: დაივიწყეთ ურთიერთწყენები და შეეშვით წარსულს, საბოლოო გამარჯვება მხოლოდ ასე მოვა

ნიკა გვარამიას მიმართვა: დაივიწყეთ ურთიერთწყენები და შეეშვით წარსულს, საბოლოო გამარჯვება მხოლოდ ასე მოვა

ნინო ჩხეიძე 03 ივნ 2023

ტრამპი: ირანის ბირთვულ ამბიციებს ბოლო უნდა მოეღოს

06 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • ამანი, იორდანია –  სამეფო ქორწილი (ვიდეო)

    ამანი, იორდანია – სამეფო ქორწილი (ვიდეო)

  • ახალციხეში, ყირიმ–კონგოს ცხელებით ექიმი გარდაიცვალა

    ახალციხეში, ყირიმ–კონგოს ცხელებით ექიმი გარდაიცვალა

  • ფილმები, რომლებიც ზაფხულში აუცილებლად უნდა ნახოთ

    ფილმები, რომლებიც ზაფხულში აუცილებლად უნდა ნახოთ

  • დღე ისტორიაში – 4 ივნისი

    დღე ისტორიაში – 4 ივნისი

  • რანინა –  სოსო ჩაჩუა – „სომხური შალახო“  (ვიდეო)

    რანინა – სოსო ჩაჩუა – „სომხური შალახო“ (ვიდეო)

  • გიორგი კირთაძე: „Говорит Москва” – ამ წარწერის გამო ბათუმში აქციის მონაწილეები დააკავეს

    გიორგი კირთაძე: „Говорит Москва” – ამ წარწერის გამო ბათუმში აქციის მონაწილეები დააკავეს

  • ნიკა გვარამიას მიმართვა: დაივიწყეთ ურთიერთწყენები და შეეშვით წარსულს, საბოლოო გამარჯვება მხოლოდ ასე მოვა

    ნიკა გვარამიას მიმართვა: დაივიწყეთ ურთიერთწყენები და შეეშვით წარსულს, საბოლოო გამარჯვება მხოლოდ ასე მოვა

  • ბესო სოლომანაშვილი: საბჭოთა პასპორტები ამოქექეთ, გადაგიცვლიან თურმე უფასოდ რუსულზე

    ბესო სოლომანაშვილი: საბჭოთა პასპორტები ამოქექეთ, გადაგიცვლიან თურმე უფასოდ რუსულზე

  • ილიაუნის რექტორი ნინო დობორჯგინიძე: 2010 წელს ნამდვილად შემემთხვა უმძიმესი ავარია, რომლის დროს დაიღუპა ჩემი ერთადერთი დისშვილი. ამ ამბავმა არა მარტო ჩემი, არამედ მთელი ჩემი ოჯახის, მათ შორის პატარა ბავშვების ცხოვრება შეცვალა

    ილიაუნის რექტორი ნინო დობორჯგინიძე: 2010 წელს ნამდვილად შემემთხვა უმძიმესი ავარია, რომლის დროს დაიღუპა ჩემი ერთადერთი დისშვილი. ამ ამბავმა არა მარტო ჩემი, არამედ მთელი ჩემი ოჯახის, მათ შორის პატარა ბავშვების ცხოვრება შეცვალა

  • რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

    რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge