NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»კულტურა»ნაადრევი ქორწინება, ბრძოლა სიმსივნესთან და ვარსკვლავური კარიერა – სოფია ვერგარა

ნაადრევი ქორწინება, ბრძოლა სიმსივნესთან და ვარსკვლავური კარიერა – სოფია ვერგარა

20 ივლ 2022 კულტურა 572 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

კოლუმბიელი მსახიობი, მოდელი და ტელეწამყვანი, რომელმაც უსაზღვრო პოპულარობა მოიპოვა სერიალიდან Modern Family. სოფია ვერგარა 2013-2020 წლებში ამერიკული ტელევიზიის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მსახიობი იყო.

ვარსკვლავი ცნობილი 1990-იან წლების ბოლოს გახდა, ორი ესპანურენოვანი სატელევიზიო შოუს წამყვანობით, ხოლო 2000-იანი წლებიდან წარმატებით მოღვაწეობს ჰოლოვუდში.

სოფია ვერგარა საშუალო შეძლების ოჯახში დაიბადა. სამი წლის განმავლობაში კოლუმბიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლობდა და სურდა სტომატოლოგი გამხდარიყო, თუმცა სამყაროს მისთვის სხვა გეგმები ჰქონდა. მსახიობი სანაპიროზე სეირნობისას ფოტოგრაფმა აღმოაჩინა და სასწრაფოდ წარუდგინა სამოდელო თუ სატელევიზიო შოუების შეთავაზებები. ცნობილია, რომ სოფიამ პირველ სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობა მხოლოდ კათოლიკური სკოლის მასწავლებლების ნებართვის შემდეგ მიიღო, სადაც თავად სწავლობდა. 

2011 წელს ვერგარა დასახელდა CoverGirl-ის სახედ, პირველ რეკლამაში კი 2012 წლის იანვარში გამოჩნდა. 2011 წლის აპრილში იგი გადაიღეს Diet Pepsi-ის რეკლამაში დევიდ ბექჰემთან. ვერგარას უნდა ეთამაშა დამოუკიდებელ დრამაში The Paperboy, რომლის რეჟისორიც ლი დენიელსი იყო. თუმცა იმის გამო, რომ იგი უკვე Modern Family-ზე მუშაობდა, განრიგის შეთავსება ვერ მოახერხა და როლზე უარის თქმა მოუხდა. მას ასევე მონაწილება აქვს მიღებული ფილმებში “ძებნილი ლამაზმანები”, “შეფმზარეული” და 2006 წლიდან ამერიკული “ტალანტების შოუს” ჟიურის ერთ-ერთი წევრია.

რაც შეეხება პირად ცხოვრებას, სოფია 18 წლის ასაკში  დაქორწინდა ხოსე გონსალესზე. ერთი წლის შემდეგ მათ შეეძინათ ვაჟი, მანოლო. მაგრამ წყვილს შორის ურთიერთობა წარმატებული არ აღმოჩნდა და ერთი წლის შემდეგ ისინი განქორწინდნენ. ვერგარამ შვილი მარტომ აღზარდა. იგი ახლა 26 წლისაა და აქვს საკუთარი სამოდელო კარიერა. 

ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი ისტორია მის ბიოგრაფიაში, სიმსივნესთან ბრძოლა და დიდი გამარჯვების მოპოვებაა. როცა მსახიობი 2000-იანი წლების ბოლოს კარიერის მწვერვალზე ადიოდა, ფარისებრი ჯირკვლის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. მიუხედავად იმისა, რომ იგი ამ ფაქტს საიდუმლოდ ინახავდა, 2011 წელს თავისი ამბავი საზოგადოებას უამბო. მან განაცხადა, რომ არ სურდა ამ თემაზე საუბარი, რადგან იმ პერიოდში მძიმე განცდების გამო სხვა რამესთან გამკლავების სურვილი არ ჰქონდა. 

“ვთვლი, რომ იღბლიანი ადამიანი ვარ, რადგან დიაგნოზი დროულად დამისვეს, რამაც ჩემი გადარჩენა მოახერხა”, – სოფიას არაერთი ოპერაცია ჩაუტარდა და ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ ავადმყოფობა დაძლია, თუმცა საჭირო მედიკამენტების მიღებას დღემდე აგრძელებს და აკონტროლებს თავის ჯანმრთელობას.

სოფია სოციალურ ქსელებშიც ძალიან პოპულარულია. მას Instagram-ზე 26 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს და თავისი ბრწყინვალე გარეგნობით 50 წლის ასაკშიც ახერხებს თაყვანისმცემლების გაოცებას. მსახიობი ამჟამად სერიალ “True Blood”-ის ვარსკვლავ ჯო მანგანიელოზეა დაქორწინებული.

წყარო: Insider.com

კომენტარები

სოფია ვერგარა 2022-07-20
ანო
Tags სოფია ვერგარა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

უცნაური “გულისცემის” სიგნალი შორეული კოსმოსიდან

შემდეგი სტატია

მარილისგან აგებული ტაძარი – კოლუმბიის მიწისქვეშა საოცრება

მსგავსი სტატიები

მელანია ტრამპმა თავისი ინაუგურაციის კაბა მუზეუმს გადასცა

21 ოქტ 2017
ქართული ყველის ნაირსახეობები

ქართული ყველის ნაირსახეობები

ანო 17 მაი 2022
BBC ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელს აფასებს: ტექსტი ჩატბოტის დაწერილს ჰგავს

BBC ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელს აფასებს: ტექსტი ჩატბოტის დაწერილს ჰგავს

ნინო ჩხეიძე 06 აპრ 2023

უახლესი ამბები

  • ამანი, იორდანია –  სამეფო ქორწილი (ვიდეო)

    ამანი, იორდანია – სამეფო ქორწილი (ვიდეო)

  • ახალციხეში, ყირიმ–კონგოს ცხელებით ექიმი გარდაიცვალა

    ახალციხეში, ყირიმ–კონგოს ცხელებით ექიმი გარდაიცვალა

  • ფილმები, რომლებიც ზაფხულში აუცილებლად უნდა ნახოთ

    ფილმები, რომლებიც ზაფხულში აუცილებლად უნდა ნახოთ

  • დღე ისტორიაში – 4 ივნისი

    დღე ისტორიაში – 4 ივნისი

  • რანინა –  სოსო ჩაჩუა – „სომხური შალახო“  (ვიდეო)

    რანინა – სოსო ჩაჩუა – „სომხური შალახო“ (ვიდეო)

  • გიორგი კირთაძე: „Говорит Москва” – ამ წარწერის გამო ბათუმში აქციის მონაწილეები დააკავეს

    გიორგი კირთაძე: „Говорит Москва” – ამ წარწერის გამო ბათუმში აქციის მონაწილეები დააკავეს

  • ნიკა გვარამიას მიმართვა: დაივიწყეთ ურთიერთწყენები და შეეშვით წარსულს, საბოლოო გამარჯვება მხოლოდ ასე მოვა

    ნიკა გვარამიას მიმართვა: დაივიწყეთ ურთიერთწყენები და შეეშვით წარსულს, საბოლოო გამარჯვება მხოლოდ ასე მოვა

  • ბესო სოლომანაშვილი: საბჭოთა პასპორტები ამოქექეთ, გადაგიცვლიან თურმე უფასოდ რუსულზე

    ბესო სოლომანაშვილი: საბჭოთა პასპორტები ამოქექეთ, გადაგიცვლიან თურმე უფასოდ რუსულზე

  • ილიაუნის რექტორი ნინო დობორჯგინიძე: 2010 წელს ნამდვილად შემემთხვა უმძიმესი ავარია, რომლის დროს დაიღუპა ჩემი ერთადერთი დისშვილი. ამ ამბავმა არა მარტო ჩემი, არამედ მთელი ჩემი ოჯახის, მათ შორის პატარა ბავშვების ცხოვრება შეცვალა

    ილიაუნის რექტორი ნინო დობორჯგინიძე: 2010 წელს ნამდვილად შემემთხვა უმძიმესი ავარია, რომლის დროს დაიღუპა ჩემი ერთადერთი დისშვილი. ამ ამბავმა არა მარტო ჩემი, არამედ მთელი ჩემი ოჯახის, მათ შორის პატარა ბავშვების ცხოვრება შეცვალა

  • რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

    რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge