NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»სიცხე რეკორდულ ნიშნულს მიაღწევს – ექსპერტების საგანგაშო პროგნოზი

სიცხე რეკორდულ ნიშნულს მიაღწევს – ექსპერტების საგანგაშო პროგნოზი

19 ივლ 2022 ახალი ამბები 804 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

“ტემპერატურა უმაღლეს ნიშნულამდე აიწევს, რაც ადამიანებს დიდ საფრთხეს შეუქმნის, დროა მსოფლიო უკეთ მოემზადოს”, – ასეთია ექსპერტების პროგნოზი.

ექსტრემალურმა სიცხემ წელს ალყა შემოარტყა თითქმის მთელ ჩრდილოეთ ნახევარსფეროს. ამჟამად, ევროპას ზაფხულის მესამე სიცხის ტალღა ემუქრება, რის გამოც არსებობს დამანგრეველი ტყის ხანძრების საშიშროება და ეს საფრთხეს უქმნის მილიონობით ადამიანს. მხოლოდ კვირას, პორტუგალიაში და ესპანეთში 1000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა მაღალი ტემპერატურის გამო. საფრანგეთში ათასობით მცხოვრებს ტყის ხანძრებისგან თავის დაღწევა მოუხდა. გაერთიანებული სამეფოს ერთ-ერთმა აეროპორტმა ფრენები შეაჩერა, რადგან სითბურმა ტალღებმა ასაფრენი ბილიკის “დნობა” გამოიწვია. უელსში ისტორიაში ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. დიდი ბრიტანეთის მეტეოროლოგები სამშაბათს სიცხის კიდევ უფრო მაღალ ნიშნულს ელოდებიან.

ევროპა არ არის ერთადერთი ადგილი, რომელსაც ამ პრობლემებთან გამკლავება უწევს. ამ თვეში თითქმის მთელ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში რეკორდული სიცხეები ფიქსირდება, ჩინეთიდან ჩრდილოეთ აფრიკამდე და შეერთებულ შტატებამდე, სადაც პროგნოზები მიუთითებს, რომ ექსტრემალურად მაღალი ტემპერატურა შეიძლება გაგრძელდეს კიდევ ორი ​​კვირის განმავლობაში. 

ბოლო ერთი კვირის მანძილზე გაუსაძლის სიცხესთან გამკლავება უწევთ აღმოსავლეთ საქართველოშიც. მეტეოროლოგები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ გადაუდებელი საქმის არქონის შემთხვევაში თავი შეიკავონ შუა დღის საათებში ქუჩაში გადაადგილებისგან.

ვაშინგტონის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლიმატოლოგი დიპტი სინგი ამბობს, რომ მსოფლიოს ასეთი მეტეოროლოგიური მდგომარეობა საგანგაშოა იმდენად, რამდენადაც მას შეუძლია მუდმივი ხასიათი მიიღოს და ეს ტემპერატურა ზაფხულის საშუალო ნორმად იქცეს, რადგან გლობალურ დათბობასთან ერთად სითბური ტალღებიც იმატებს. ექსპერტები საზოგადოებას და ქვეყნების მთავრობებს მოუწოდებენ შეამცირონ სათბური გაზების გამონაბოლქვი, რაც ტემპერატურის უკონტროლო მატებას იწვევს.

„საჭიროა გარკვეული ცვლილება ჩვენს ცნობიერებაში იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს სინამდვილეში სიცხე. სითბური ტალღები არ უნდა ასოცირდებოდეს უბრალოდ სანაპიროზე გატარებულ მხიარულ დღეებთან, რადგან ეს ყველაფერი პოტენციურად საშიშია ჯანმრთელობისთვის“, – კაი კორნჰუბერი, კლიმატის ფიზიკოსი კოლუმბიიდან. 

ამავდროულად, ქალაქები უნდა მოემზადონ სიცხესთან გასამკლავებლად. ეს ნიშნავს გამწვანების გაზრდას, მაცხოვრებლებისთვის მეტი ჩრდილის მიცემას და ისეთი ზედაპირების დაფარვას, როგორიცაა ასფალტი, რომელიც მნიშვნელოვნად თბება მზის პირდაპირ შუქზე. მთავრობებს შეუძლიათ ინფრასტრუქტურის ადაპტირება ახალ ექსტრემალურ ტემპერატურასთან, რათა თავიდან აიცილონ რკინიგზის გადახვევა, კაბელების დნობა და ელექტროენერგიის გათიშვა. ეს ასევე ნიშნავს სოციალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, როგორიცაა გაგრილების ცენტრები იმ ადამიანების დასაცავად, რომლებიც მუშაობენ გარეთ და ძლიერი გამაფრთხილებელი სისტემები.

წყარო: insider.com

კომენტარები

გლობალური დათბობა 2022-07-19
ანო
Tags გლობალური დათბობა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პაპუაშვილი: დეოლიგარქიზაცია არის ქართული დემოკრატიის მიმართ შეურაცხყოფა

შემდეგი სტატია

ერთობლივი გამოჩენა განქორწინების შესახებ გავრცელებული ჭორების შემდეგ – პრინცი ჰარი და მეგან მარკლი

მსგავსი სტატიები

კარა დელავინის სიმღერა „ბარბერის“ ახალ რეკლამაში

კარა დელავინის სიმღერა „ბარბერის“ ახალ რეკლამაში

02 ნოე 2017
მსჯავრდებულებმა წმ. ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გამართეს

მსჯავრდებულებმა წმ. ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გამართეს

27 იან 2018
ირმა ჭკადუას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანი თავად გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში

ირმა ჭკადუას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანი თავად გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში

01 თებ 2018

უახლესი ამბები

  • ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

    ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

  • მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

    მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

  • მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

    მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

  • სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

  • დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“  და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

    დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“ და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

  • დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

  • თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

    თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

  • შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

    შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

  • ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

    ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

  • ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

    ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge