NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»საქართველოს ბანკთან პარტნიორობით „აგროჰაბმა“ სასათბურე მეურნეობა მოაწყო

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით „აგროჰაბმა“ სასათბურე მეურნეობა მოაწყო

19 ივლ 2022 ბიზნესი 436 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

19 ივლისი, 2022- საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს. ამჯერად
ბანკთან პარტნიორობით ნატურალური პროდუქტების ჰიპერმარკეტი „აგროჰაბი“
საქმიანობას აფართოვებს. კონკრეტულად, თანამშრომლობის ფარგლებში კომპანიამ
შეიძინა და განახორციელა სათბურის რეკონსტრუქცია.
პროექტის ჯამური ღირებულება 2,2 მლნ. ლარს უტოლდება ხოლო ბანკის მიერ
გაცემული ინვესტიცია 0,9 მლნ. ლარს შეადგენს.
8,000 კვ.მ-ზე გაშენებული სათბური 137 ტონა პომიდვრისა და 110 ტონა კიტრის
მოსავალს უზრუნველყოფს, რომლის რეალიზაციაც ადგილობრივ ბაზარზე
განხორციელდება.
"აგროჰაბის" ძირითადი კონცეფციაა 100% ნატურალური ქართული ნედლეულისგან
დამზადებული პროდუქტები, რომელთა ხარისხიც წარმოების ყველა ეტაპზე, დახლზე
მოხვედრამდე მრავალ საფეხურიან შემოწმებას გადის. მოხარული ვართ, რომ
საქართველოს ბანკთან თანამშრომლობის ფარგლებში გვეძლევა შესაძლებლობა, კიდევ
უფრო განვავითაროთ საქმიანობა და მომხმარებელს ნატურალური, ჯანსაღი პროდუქცია
შევთავაზოთ“, – აცხადებს „აგროჰაბის“ გენერალური დირექტორი, ლაშა გოცირიძე.
„აგროჰაბს“ უკვე კარგად იცნობს მომხმარებელი მისი მაღალხარისხიანი და ნატურალური
პროდუქტებით. მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი
შევიტანოთ კომპანიის მეტად განვითარებაში. ახალი სასათბურე მეურნეობა ხელს
შეუწყობს კომპანიას უწყვეტ რეჟიმში შესთავაზოს მომხმარებელს ადგილობრივი,
ნატურალური და მაღალი ხარისხის პროდუქცია. გვინდა წარმატება ვუსურვოთ გუნდს
სამომავლო საქმიანობაში“,- აცხადებს საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო
მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, სანდრო ძაგნიძე.
ინფორმაციისთვის, „აგროჰაბი“ საქართველოში ნატურალური პროდუქტების პირველი
ჰიპერმარკეტია. კომპანია თავად არის სხვადასხვა პროდუქციის მწარმოებელი –
დანერგილი აქვს სერთიფიცირებული რძის გადამამუშავებელი ქარხანა, საქონლის,
ღორისა და ფრინველის ფერმები, ხორც-პროდუქტების, პურფუნთუშეულის,
საკონდიტრო, ნახევარფაბრიკატების და საკონსერვო საამქროები და ღვინის მარანი.
თითოეული პროდუქტის ხარისხი სხვდასხვა სახის ლაბორატორიაში მოწმდება.

კომენტარები

2022-07-19
თამუნა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

Books Google Essay Samples, Examples, Matters

შემდეგი სტატია

მანჯგალაძე: …იმაზე ცხადი და ნათელი მტკიცებულება, ვიდრე ღარიბაშვილი და მისი წერილია, რა შეიძლება მოიტანო?!

მსგავსი სტატიები

„გალერია თბილისი“ ხვალ იხნსება

„გალერია თბილისი“ ხვალ იხნსება

29 ნოე 2017
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხელნაკეთი სათამაშოების მაღაზიამ ახალი  ფილიალი გახსნა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხელნაკეთი სათამაშოების მაღაზიამ ახალი ფილიალი გახსნა

თამუნა 03 ნოე 2021
განათლება ქმნის მომავალს – საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლაში სასწავლებლად 1200 მოსწავლე დარეგისტრირდა

განათლება ქმნის მომავალს – საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლაში სასწავლებლად 1200 მოსწავლე დარეგისტრირდა

ნინო ჩხეიძე 20 მარ 2023

უახლესი ამბები

  • სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს შეხვდა

    სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს შეხვდა

  • შალვა პაპუაშვილი: საქართველო არ არის ევროპული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სიკეთეების მხოლოდ მიმღები, არამედ მას, როგორც პარტნიორ ქვეყანას, დიდი წვლილი შეაქვს ევროპული და გლობალური მიზნების განხორციელებაში

    შალვა პაპუაშვილი: საქართველო არ არის ევროპული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სიკეთეების მხოლოდ მიმღები, არამედ მას, როგორც პარტნიორ ქვეყანას, დიდი წვლილი შეაქვს ევროპული და გლობალური მიზნების განხორციელებაში

  • ეროვნულმა ბანკმა მორიგი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა – გამოტანილი იყო $30 მლნ, გაიყიდა $7.6

    ეროვნულმა ბანკმა მორიგი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა – გამოტანილი იყო $30 მლნ, გაიყიდა $7.6

  • შალვა პაპუაშვილი: დროა, ევროკავშირმა მიიღოს კიდევ ერთი სტრატეგიული გადაწყვეტილება და მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი

    შალვა პაპუაშვილი: დროა, ევროკავშირმა მიიღოს კიდევ ერთი სტრატეგიული გადაწყვეტილება და მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი

  • სექტემბრის ბოლო კვირის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“

    სექტემბრის ბოლო კვირის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“

  • გიორგი კაკაურიძე: 2024 წლის ბიუჯეტში ანაკლიის პორტის პროექტისთვის საჭირო თანხა ჯერ გაწერილი არ არის

    გიორგი კაკაურიძე: 2024 წლის ბიუჯეტში ანაკლიის პორტის პროექტისთვის საჭირო თანხა ჯერ გაწერილი არ არის

  • მედია: მთავრობამ Rothschild & Co-ს ტრანსფორმაციული სტრატეგიის დასაწერად ₾8 მლნ გადაუხადა – 2 წელი გადის, დოკუმენტი არ ჩანს

    მედია: მთავრობამ Rothschild & Co-ს ტრანსფორმაციული სტრატეგიის დასაწერად ₾8 მლნ გადაუხადა – 2 წელი გადის, დოკუმენტი არ ჩანს

  • ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ერთმანეთს 5 ოქტომბერს შეხვდებიან

    ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ერთმანეთს 5 ოქტომბერს შეხვდებიან

  • რუსმა სამხედროებმა რუსებმა ბერისლავი დაბომბეს, ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ

    რუსმა სამხედროებმა რუსებმა ბერისლავი დაბომბეს, ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ

  • რომან გოცირიძე: სალომე ზურაბიშვილმა ყველაფერი გააფუჭა – სებ-ი ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის ეკონომიკური განყოფილება გახდა

    რომან გოცირიძე: სალომე ზურაბიშვილმა ყველაფერი გააფუჭა – სებ-ი ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის ეკონომიკური განყოფილება გახდა

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge