NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»პაპუაშვილი: დეოლიგარქიზაცია არის ქართული დემოკრატიის მიმართ შეურაცხყოფა

პაპუაშვილი: დეოლიგარქიზაცია არის ქართული დემოკრატიის მიმართ შეურაცხყოფა

19 ივლ 2022 პოლიტიკა 391 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დეოლიგარქიზაცია არის ქართული დემოკრატიის მიმართ შეურაცხყოფა, ვინაიდან ამბობენ, რომ ამ ქვეყანას არა ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება მართავს, არამედ ეს ხელისუფლება არის თითქოსდა ფასადი და ვიღაცის დიქტატის ქვეშ მოქმედებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისიამ დეოლიგარქიზაციის ტერმინთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთოს, ვინაიდან აღნიშნული ტერმინი მანიპულაციის საგანი გახდა.

პაპუაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილი სწორედ ევროკავშირის მხრიდან ოფიციალური განმარტებების მიღებას ემსახურება.

„ამ წერილის მთავარი შინაარსი მე მგონი ცოტა არასწორად ესმით. ამ წერილის შინაარსი არის შემდეგი: როდესაც საუბარი არის ოლიგარქიზაციაზე, აქ მთავარი პრობლემა ის კი არ არის, ვისზე საუბრობენ, როგორც ოლიგარქი, მთავარი პრობლემა არის ის, რომ ვისზე საუბრობენ, როგორც ხელისუფლებაზე. როდესაც ამ ქვეყანას არჩეული პარლამენტი ჰყავს, პარლამენტის მიერ არჩეული მთავრობა ჰყავს, როდესაც ამ ტერმინს ამ კონტექსტში ვინმე იყენებს, „ქართულ ოცნებას“ მიემართება. ყველა, ვინც ამ ტერმინს იყენებს, ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ სინამდვილეში ხელისუფლებას კი არა, არამედ სხვის კარნახს ახორციელებს ანუ, მე როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, მე კი არ ვიღებ გადაწყვეტილებას, არამედ ვიღაცის კარნახით ვმოქმედებ და მე ვარ მხოლოდ ფასადი, რომ პრემიერ-მინისტრი თავად კი არ იღებს გადაწყვეტილებას, არამედ ის არის ფასადი. აი, ამისი მტკიცება უნდათ ხოლმე იმ ინტერპრეტატორებს, რომლებიც ამ ტერმინს ბიძინა ივანიშვილთან აკავშირებენ და თუკი ეს არის ინტერპრეტაცია, მაშინ ეს გულისხმობს, რომ ეს ქართული დემოკრატიისთვის აბსოლუტურად მიუღებელია, რომ საქართველოს ხელისუფლებას მართული, ფასადი, იმიტაცია, ან რამე სხვა ეძახოს. აქედან გამომდინარე, ამ ტერმინის განმარტება მნიშვნელოვანია და მათ შორის, ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრისაგან ამ ტერმინის არაკეთილსინდისიერი განმარტებისგან გამიჯვნაც მნიშვნელოვანია,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

TOP შალვა პაპუაშვილი 2022-07-19
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP შალვა პაპუაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მამუკა გამყრელიძე: “აბა ომი გინდააააათ ?” მესიჯი ქოცებს შეუძლიათ ძალიან ღრმად შეინახონ!

შემდეგი სტატია

სიცხე რეკორდულ ნიშნულს მიაღწევს – ექსპერტების საგანგაშო პროგნოზი

მსგავსი სტატიები

ქუჩაში მორბენალ ორკზე უარესია კაბინეტში გამოჯგიმული კუჭავა, რომელიც „ვიშვიშებს“ და „გმობს“ ძალადობას

ქუჩაში მორბენალ ორკზე უარესია კაბინეტში გამოჯგიმული კუჭავა, რომელიც „ვიშვიშებს“ და „გმობს“ ძალადობას

ირაკლი შალიკაშვილი 07 ივლ 2021
მზად ვარ ნებისმიერ სხვა დროს, მათ შორის, რიგგარეშე სხდომაზე მთავრობის წლიური ანგარიში წარვუდგინო პარლამენტს –

მზად ვარ ნებისმიერ სხვა დროს, მათ შორის, რიგგარეშე სხდომაზე მთავრობის წლიური ანგარიში წარვუდგინო პარლამენტს –

ირაკლი შალიკაშვილი 27 ივნ 2019

სსიპ-ების ხელმძღვანელების ანაზღაურება, ხშირ შემთხვევაში, მინისტრებისას აღემატება

28 სექ 2018

უახლესი ამბები

  • ნიკოლოზ რაჭველი: დიდი სიხარულის დღეებია ჩვენი ქვეყნის მუსიკალურ ცხოვრებაში

    ნიკოლოზ რაჭველი: დიდი სიხარულის დღეებია ჩვენი ქვეყნის მუსიკალურ ცხოვრებაში

  • ზურაბ ქადაგიძე: მაგარია, თუკი „იუვენტუსი“ საქართველოში აკადემიას გახსნის, მაგრამ წალენჯიხაში? ლოთი გია ხარჩილავას მერიის იმედად ნუ იქნება მაინც, სირცხვილია…

    ზურაბ ქადაგიძე: მაგარია, თუკი „იუვენტუსი“ საქართველოში აკადემიას გახსნის, მაგრამ წალენჯიხაში? ლოთი გია ხარჩილავას მერიის იმედად ნუ იქნება მაინც, სირცხვილია…

  • სერგეი ლავროვი: დასავლეთი უშუალოდ ამ ომის მონაწილეა, მის გარეშე ეს დასრულებული იქნებოდა დიდი ხნის წინ

    სერგეი ლავროვი: დასავლეთი უშუალოდ ამ ომის მონაწილეა, მის გარეშე ეს დასრულებული იქნებოდა დიდი ხნის წინ

  • კალაძე: მეტროში პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით ნებართვა არავის მხრიდან არ ყოფილა გაცემული

    კალაძე: მეტროში პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით ნებართვა არავის მხრიდან არ ყოფილა გაცემული

  • დავით უსუფაშვილი:  ბევრი რამეა ახი მდინარაძეზე და „ქართულ ოცნებაზე”

    დავით უსუფაშვილი: ბევრი რამეა ახი მდინარაძეზე და „ქართულ ოცნებაზე”

  • ხარების და ბზობის დღესასწაულებზე მხოლოდ აკრედიტებულ ჟურნალისტებს დაუშვებენ სამების ტაძრის ეზოში

    ხარების და ბზობის დღესასწაულებზე მხოლოდ აკრედიტებულ ჟურნალისტებს დაუშვებენ სამების ტაძრის ეზოში

  • მამუკა მდინარაძე: რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის მოსახლეობას ათასი მესიჯი მივაწოდეთ… ახია ჩვენზე, იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა ქალბატონი სალომე

    მამუკა მდინარაძე: რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის მოსახლეობას ათასი მესიჯი მივაწოდეთ… ახია ჩვენზე, იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა ქალბატონი სალომე

  • გიგა ბოკერია: ეს ბიჭი შეირჩა იმ ნიშნით, რომ ჩათვალეს მისი დემონიზება ადვილი იქნებოდა

    გიგა ბოკერია: ეს ბიჭი შეირჩა იმ ნიშნით, რომ ჩათვალეს მისი დემონიზება ადვილი იქნებოდა

  • ისტორიული ფოტო

    ისტორიული ფოტო

  • დმიტრი მურატოვი: რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდა ამზადებს ხალხს იფიქრონ, რომ ბირთვული ომი ცუდი არ არის

    დმიტრი მურატოვი: რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდა ამზადებს ხალხს იფიქრონ, რომ ბირთვული ომი ცუდი არ არის

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge