NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»„იზრუნე საგზაო მოძრაობის კულტურაზე“ – „თეგეტა ჰოლდინგის“ ახალი კამპანია

„იზრუნე საგზაო მოძრაობის კულტურაზე“ – „თეგეტა ჰოლდინგის“ ახალი კამპანია

19 ივლ 2022 ბიზნესი 424 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოში მძღოლებისა თუ ქვეითების გარკვეულ ნაწილს მრავალი მანკიერი ჩვევა ახასიათებს და წესების დარღვევა მათთვის ჩვეული მოვლენაა. სწორედ საგზაო მოძრაობის კულტურის ამაღლებას ემსახურება „თეგეტა ჰოლდინგის“ ახალი კამპანია, რომლის ფარგლებშიც მთელ საქართველოში უჩვეულო საგზაო ნიშნები გამოჩნდა.

სიმბოლოები როგორც მძღოლების, ისე ქვეითების მანკიერ ქმედებებს წარმოაჩენს და ერთი მხრივ, კონკრეტულ პრობლემებზე საზოგადოების ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების ფუნქციას ასრულებს, მეორე მხრივ კი, მოქალაქეებს ქცევის ცვლილებისკენ უბიძგებს.

მარიამ კარკალაია, „თეგეტა ჰოლდინგის“ მარკეტინგის დირექტორი: ,,არსებობს საგზაო წესები და არსებობს დაუწერელი კანონები, რომლებიც ქალაქში გადაადგილებისას ყოველთვის უნდა გაითვალისწინო, მიუხედავად იმისა, რომ დარღვევის შემთხვევაში არ დაგაჯარიმებენ. სწორედ ამ დაუწერელი კანონების აღსაწერად შემოვიღეთ ტერმინი: „საგზაო მოძრაობის კულტურა“. თითოეული ქცევა, „ჰოლი მოტორსის“ დიზაინერების გუნდის დახმარებით, ალტერნატიულ საგზაო ნიშნად ვაქციეთ და როგორც მძღოლებს, ისე ქვეითებს პასუხისმგებლიანი მოძრაობისკენ მოვუწოდეთ“.

საგზაო მოძრაობის კულტურის კამპანია ადამიანების ქცევის ცვლილებას ემსახურება და კამპანიის მთავარი აქცენტებიც საზოგადოებისთვის ყველაზე მტკივნეულ და რეალურ პრობლემებზე გაკეთდა.

ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: „თეგეტასთვის ზრუნვა და განვითარება საკვანძო ღირებულებებია. როგორც რეგიონის წამყვანი კომპანია ავტოინდუსტრიაში, მუდმივად ვზრუნავთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ეს სფერო ახალ საფეხურზე გადავიყვანოთ. გარდა ამისა, ყოველთვის ვცდილობთ, ბრენდის ეს ხედვა კონკრეტულ აქტივობებში გამოვხატოთ და საერთო მიზანს საზოგადოების ჩართულობით მივაღწიოთ. სწორედ ამიტომ ვიგრძენით პასუხისმგებლობა, რომ საგზაო მოძრაობის კულტურის შესახებ, თანამოქალაქეებთან ერთად, დისკუსია წამოგვეწყო და რეალობა უკეთესობისკენ შეგვეცვალა. დარწმუნებულები ვართ, ჩვენი თანამოაზრეების შემოკრებას შევძლებთ და ერთად ვიზრუნებთ საგზაო მოძრაობის კულტურაზე – რადგან გვჯერა, რომ ძირეული ცვლილებები ერთეული ადამიანების ერთიანი ძალისხმევით მიიღწევა“.

საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად, „თეგეტა ჰოლდინგის“ კამპანიის ფარგლებში, მრავალი საინტერესო აქტივობა იგეგმება. შეიქმნება ვებგვერდი, სადაც მოქალაქეები საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირებას შეძლებენ, გაეცნობიან თითოეულ საგზაო ნიშანს და პასუხისმგებლიანი მართვის შესახებ საჭირო რეკომენდაციებს. კამპანიაში მართვის მოწმობის შემსწავლელი ცენტრებიც ჩაერთვებიან, რომლებიც საგამოცდო მასალებში კულტურული მართვის შესახებ შეკითხვებს ჩაამატებენ და მომავალი მძღოლების ცნობიერების ამაღლებაზე იზრუნებენ.

იხილეთ ვიდეო

„თეგეტა ჰოლდინგში“ ამბობენ, რომ ეს არაა ერთჯერადი აქტივობა და ეს მასშტაბური კამპანია, მართვის კულტურის შესახებ მათი გრძელვადიანი გეგმის მხოლოდ დასაწყისია. სჯერათ, რომ სასიკეთო ცვლილებები სწორედ პასუხისმგებლიანი კომპანიების და საზოგადოების ერთიანი ძალისხმევით მიიღწევა.

 

კომენტარები

TOP თეგეტა ჰოლდინგი 2022-07-19
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP თეგეტა ჰოლდინგი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ნედ პრაისი: აშშ მიესალმება სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლების შეხვედრას

შემდეგი სტატია

პაპუაშვილი საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილთან სამუშაო შეხვედრას მართავს

მსგავსი სტატიები

საქართველო ITB Berlin 2023-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება

საქართველო ITB Berlin 2023-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება

ირაკლი შალიკაშვილი 19 მაი 2022
ქუმსიშვილი: ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 28%-ით არის გაზრდილი

ქუმსიშვილი: ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 28%-ით არის გაზრდილი

16 აპრ 2018
ახალი როლი თიბისის გუნდში – როგორ ზრუნავენ მომხმარებლის საუკეთესო  გამოცდილების შექმნაზე

ახალი როლი თიბისის გუნდში – როგორ ზრუნავენ მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილების შექმნაზე

თამუნა 15 თებ 2022

უახლესი ამბები

  • ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაბალში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

    ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაბალში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

  • რა საინტერესო ფაქტები იმალება თეთრი ფერის მიღმა

    რა საინტერესო ფაქტები იმალება თეთრი ფერის მიღმა

  • დღე ისტორიაში – 30 მარტი

    დღე ისტორიაში – 30 მარტი

  • ალექსი რეზნიკოვი: კონტრიერიშები იგეგმება რამდენიმე მიმართულებით – ვფიქრობ, მათ აპრილ-მაისში ვნახავთ

    ალექსი რეზნიკოვი: კონტრიერიშები იგეგმება რამდენიმე მიმართულებით – ვფიქრობ, მათ აპრილ-მაისში ვნახავთ

  • რატომ არ დაუშვა კონკურსზე ბექა ქურხულის წიგნი – „საბა“  წერილს აქვეყნებს

    რატომ არ დაუშვა კონკურსზე ბექა ქურხულის წიგნი – „საბა“ წერილს აქვეყნებს

  • ომარ სამუშია: მათთვის ვინც არ იცის, ან არ ახსოვს, რესპუბლიკური საავადმყოფო იყო ქართული მედიცინის ცოდნის ტაძარი

    ომარ სამუშია: მათთვის ვინც არ იცის, ან არ ახსოვს, რესპუბლიკური საავადმყოფო იყო ქართული მედიცინის ცოდნის ტაძარი

  • სალომე ზურაბიშვილი: … მას ალტერნატივა არ აქვს!

    სალომე ზურაბიშვილი: … მას ალტერნატივა არ აქვს!

  • აზერბაიჯანში პარლამენტის წევრზე, ფაზილ მუსტაფაზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა

    აზერბაიჯანში პარლამენტის წევრზე, ფაზილ მუსტაფაზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა

  • საბჭოთა კავშირის მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაული, რომელმაც 1932-1933 წლებში 5 მილიონზე მეტი უკრაინელი შეიწირა

    საბჭოთა კავშირის მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაული, რომელმაც 1932-1933 წლებში 5 მილიონზე მეტი უკრაინელი შეიწირა

  • “სა­დაც დე­დაა, ეს არ არის თავ­შე­სა­ფა­რი, ეს არის მო­ხუც­თა სახ­ლი! აქ და­სას­ვე­ნე­ბელ სახ­ლს ეძა­ხი­ან, ფრან­გუ­ლი­დან რომ გა­და­თარ­გმნოთ…”

    “სა­დაც დე­დაა, ეს არ არის თავ­შე­სა­ფა­რი, ეს არის მო­ხუც­თა სახ­ლი! აქ და­სას­ვე­ნე­ბელ სახ­ლს ეძა­ხი­ან, ფრან­გუ­ლი­დან რომ გა­და­თარ­გმნოთ…”

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge