NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»სამართალი»ვატო წერეთელი: გამომძიებელი ძალიან ნორმალური ახალგაზრდა იყო. დანარჩენი ვნახოთ

ვატო წერეთელი: გამომძიებელი ძალიან ნორმალური ახალგაზრდა იყო. დანარჩენი ვნახოთ

19 ივლ 2022 სამართალი 520 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ტვ „პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის დაკითხვას ითხოვს.

ამის შესახებ წერეთელმა ჟურნალისტებს გენერალური პროკურატურის დატოვების შემდეგ განუცხადა.

როგორც წერეთელმა აღნიშნა, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე, სადაც მასა და უმრავლესობის დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა, სავარაუდო თვითმხილველი ირაკლი შოთაძეც იყო.

„როგორც გავიგე პროკურატურაში განცხადება ანრი ოხანაშვილსაც შეუტანია. საქმე გაერთიანებულია და ამ გაერთიანებული საქმის ფარგლებში ვიყავი გამოკითხვაზე.

როგორც ვიცი, პირველად მე გამომკითხეს, არც ოხანაშვილი, არც ზარქუა, მგალობლიშვილი და ოდიშარია გამოკითხული არ არის. ასევე არ არიან დაკითხული ჩემი თანმხლები პირები. რაც ვიცოდი, ყველ კითხვაზე ვუპასუხე. გამომძიებელი ძალიან ნორმალური ახალგაზრდა იყო. დანარჩენი ვნახოთ. მთავარია ახლა პროცედურები, რომ ამერიკის საელჩომ ითანამშრომლოს პროკურატურასთან, მიაწოდოს მასალა და ნახოს საზოგადოებამ როგორ ძალადობენ ჩვენი პარლამენტის წევრები ჯგუფურად ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე. იყო კითხვა რას უკავშირებთ ამ ინციდენტსო? – პირდაპირ ვუთხარი, რომ ეს იყო ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე დაგეგმილი, რათა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მიეყენებინათ შეურაცხყოფა და მე შევეშინებინე. „ქართულ ოცნებას“ თუ მოუვიდოდა აზრად ასეთი სიგიჟე ჩაედინა ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე, თორემ ნებისმიერ ადგილზე დამხვდებოდნენ და მცემდნენ ისე, რომ ქვეყანას ამ სირცხვილს აარიდებდნენ და ასეთ სიგიჟეში არ გახვევდნენ.

აუცილებლად უნდა დაკითხონ შოთაძე და გეტყვით რატომ – თუნდაც ეს ინციდენტი რომ მოხდა, ის მანქანაში ჯდებოდა და ის შეიძლება იყოს ამ თავდასხმის მოწმე. მე რომ ადამიანებს ვხვდებოდი, დაახლოებით, ორ მეტრში იდგა და სავარაუდოდ, მან ეს კომუნიკაცია დაინახა ოხანაშვილთან. აუცილებლად უნდა დაკითხოს გენერალური პროკურორი პროკურატურამ, რადგან ის იყო ორივე ადგილზე სავარაუდოდ თვითმხილველი. არა აქვს მნიშვნელობა ამ ქვეყანაში გენერალური პროკურორი ხარ თუ ბიძინა ივანიშვილი, კანონი არის კანონი და უნდა მისცეს ჩვენება რაც დაინახა“, – განაცხადა წერეთელმა.

ამასთან, წერეთელი აცხადებს, რომ ამ ინციდენტამდე არ იცნობდა არც ზარქუას, არც მგალობლიშვილს და არც ანრი ოხანაშვილს.

„მე თუ დამაბრალეს ახლა მგალობლიშვილის ცემა, ეს იგივეა, გიგი უგულავას რომ დააბრალეს ძიუდოისტის ცემა. როგორც ვიცი მგალობლიშვილი კალათბურთელი იყო, მე როგორ უნდა დამაბრალო რომ კალათბურთელს ფიზიკურად გავუსწორდი?!“, – განაცხადა წერეთელმა და დასძინა: “ამ თემის თაროზე შემოდება რომ ვერ მოხდება, ამის პირობას ვაძლევ პროკურატურას“.

 

 

კომენტარები

TOP აშშ-ის საელჩო ვატო წერეთელი 2022-07-19
ნინო ჩხეიძე
Tags TOP აშშ-ის საელჩო ვატო წერეთელი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

კელი დეგნანი ყაველაშვილის განცხადებაზე: არ შემიძლია, დავადასტურო ვიღაცის ჭორები, რადგან არ ვიცი, რაზე საუბრობს ის

შემდეგი სტატია

კადიროვი: რიგში პირველი, კიევის აღების შემდეგ, პოლონეთი დგას

მსგავსი სტატიები

„ცრუ ჩვენება მაქვს მიცემული ბაჩო ახალაიას, დავით საყვარელიძის, ოლეგ ფაცაციასა და მეგის ქარდავას წინააღმდეგ“

„ცრუ ჩვენება მაქვს მიცემული ბაჩო ახალაიას, დავით საყვარელიძის, ოლეგ ფაცაციასა და მეგის ქარდავას წინააღმდეგ“

სოსო ელისაშვილი 12 მარ 2018

ოთარ აბესაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა

26 დეკ 2017

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

13 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • უკრაინის გენშტაბი: რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 209 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა

    უკრაინის გენშტაბი: რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 209 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა

  • Dainik Jagran: ინდოეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 230-ს გადასცდა

    Dainik Jagran: ინდოეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 230-ს გადასცდა

  • სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, იმოქმედოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და უზრუნველყოს მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა

    სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, იმოქმედოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და უზრუნველყოს მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა

  • სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებით პატრიარქი მიცვალებულთა სულებს იხსენიებს

    სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებით პატრიარქი მიცვალებულთა სულებს იხსენიებს

  • ქეით მიდლტონი იორდანიის სამეფო ქორწილში

    ქეით მიდლტონი იორდანიის სამეფო ქორწილში

  • დღე ისტორიაში – 3 ივნისი

    დღე ისტორიაში – 3 ივნისი

  • “საქართველოს ბანკის” ფინანსური მხარდაჭერით ფულბრაიტის 2023 წლის სამაგისტრო პროგრამით სამი სტუდენტი ამერიკაში გაემგზავრება

    “საქართველოს ბანკის” ფინანსური მხარდაჭერით ფულბრაიტის 2023 წლის სამაგისტრო პროგრამით სამი სტუდენტი ამერიკაში გაემგზავრება

  • ბენ უოლესი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე: ეს არ მოხდება უახლოეს მომავალში

    ბენ უოლესი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე: ეს არ მოხდება უახლოეს მომავალში

  • გიორგი კაკაურიძე:  უკრაინის სანქცია არ ნიშნავს ევროკავშირის სანქციას – „ჯორჯიან ეარვეისის“ დასანქცირება საქართველოს ეკონომიკისთვის ზიანის მომტანი არ იქნება

    გიორგი კაკაურიძე: უკრაინის სანქცია არ ნიშნავს ევროკავშირის სანქციას – „ჯორჯიან ეარვეისის“ დასანქცირება საქართველოს ეკონომიკისთვის ზიანის მომტანი არ იქნება

  • მარინა ეზუგბაია: ინფექციურში წყლით მოწამვლით ადამიანები არ შემოუყვანიათ

    მარინა ეზუგბაია: ინფექციურში წყლით მოწამვლით ადამიანები არ შემოუყვანიათ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge