პრინცი ჰარი და მეგან მარკლი უმეტეს დროს დროს ნიუ-იორკში ატარებენ. ბოლო დროს სოციალურ მედიაში აქტიურად გავრცელდა ჭორები იმის შესახებ, რომ წყვილი განქორწინების პირას არის, თუმცა ფაქტები სხვაგვარად მეტყველებენ.
სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია ორშაბათს საღამოს ხელიხელჩაკიდებულები გამოჩნდნენ. ეს იყო ნიუ-იორკში მათი ბოლო მოგზაურობის დროს. ჰარი და მეგანი ქვემო მანჰეტენის იტალიურ რესტორანში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდნენ და ძალიან ბედნიერები ჩანდნენ.
წყარო: people.com
კომენტარები