NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»ვულკანები მთვარეზე, დედამიწის ოქროს საფარი და ესპრესო კოსმოსში – დაუჯერებელი ამბები

ვულკანები მთვარეზე, დედამიწის ოქროს საფარი და ესპრესო კოსმოსში – დაუჯერებელი ამბები

18 ივლ 2022 საზოგადოება 421 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

უცნაური და გამაოგნებელი ფაქტები ყოველთვის ახერხებს ჩვენ მოხიბვლას. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ისინი დაუჯერებლად ჟღერენ, მაინც გვსურს ერთმანეთს გავუზიაროთ მიღებული ცოდნა და ვისაუბროთ იმაზე, რაც ადრე შეუძლებელი გვეგონა. სამყარო მართლაც სიურპრიზებითაა სავსე და მას მუდამ შეუძლია შემოგვთავაზოს საინტერესო სიახლეები. ჩვენც სწორედ ასეთ ფაქტებზე გვინდა გიამბოთ.

როგორც Discover Magazine იტყობინება, დედამიწის წიაღში საკმარისი ოქროა იმისათვის, რომ მისი ზედაპირი მთლიანად დაიფაროს 1.5 ფუტი ოქროთი. ძვირფასი ლითონის 99 პროცენტი პლანეტის ბირთვშია ნაპოვნი. 

დინოზავრების ეპოქაში მთვარეზე აქტიური ვულკანები არსებობდა. უმეტესობამ, სავარაუდოდ, შეწყვიტა ამოფრქვევა დაახლოებით მილიარდი წლის წინ. თუმცა NASA-ს მკვლევარები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ჯერ კიდევ 100 მილიონი წლის წინ არსებობდა ლავის აქტიური ნაკადი, როცა დინოზავრები დედამიწაზე ჯერ კიდევ ცხოვრობდნენ.

მსოფლიოში უძველესი ხის ბორბალი 5000 წელზე მეტია არსებობს და იგი აღმოაჩინეს 2002 წელს, სლოვენიის დედაქალაქ ლუბლიანას სამხრეთით, დაახლოებით 12 მილის დაშორებით. ახლა ინახება ქალაქის მუზეუმში. აქვე გეტყვით, რომ კაცობრიობის ისტორიაში უძველესი სათამაშო არის ხის ჯოხი. სწორედ ამიტომ, 2008 წელს, სათამაშოების დიდების დარბაზმა შეიყვანა ჯოხი საოცარი სათამაშოების კოლექციაში.

სუდანს უფრო მეტი პირამიდა აქვს, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას. იგი ამ მაჩვენებლით ეგვიპტესაც კი უსწრებს. მაშინ, როცა ამ უკანასკნელში 138 პირამიდა აღმოაჩინეს, სუდანი ამაყობს დაახლოებით 255 ნაგებობით.

ბრიტანეთის იმპერია იყო უდიდესი იმპერია მსოფლიოს ისტორიაში. მან თავისი ძლიერების მწვერვალს 1920-იან წლებში მიაღწია, როდესაც აკონტროლებდა მსოფლიოს მოსახლეობის 23 პროცენტს და დაახლოებით 13,7 მილიონი კვადრატული მილის ტერიტორიას, ანუ დედამიწის ხმელეთის თითქმის მეოთხედს, ნათქვამია Statista-ს მოხსენებაში.

პირველი ადამიანი, რომელიც ელისის კუნძულზე კოლონიზაციისთვის ჩავიდა იყო 15 წლის გოგონა ირლანდიიდან. 1892 წლის 1 იანვარს ენი მურმა პირველად დადგა ფეხი ელისის მიწაზე. იგი  თავის ორ უმცროს ძმასთან ერთად გაემგზავრა შეერთებულ შტატებში.

ძროხებს არ აქვთ ზედა წინა კბილები. საჭრელი კბილების ნაცვლად ძროხებს, ცხვრებს და თხებს აქვთ ქსოვილის სქელი ფენა, რომელსაც ეწოდება სტომატოლოგიური ბალიშები. 

საჰარის უდაბნოს მხოლოდ მეოთხედია ქვიშიანი, მისი უმეტესი ნაწილი დაფარულია ხრეშით, თუმცა ასევე იგი მოიცავს მთებსა და ოაზისებს. აქ არის კიდევ ერთი გეოგრაფიული ფაქტი, რომელშიც ყველა ცდება. მსოფლიოში ყველაზე დიდი უდაბნო არის ანტარქტიდაში და არა საჰარაში. 

დიახ, ასეა, ანტარქტიდა უდაბნოა. იქ არ წვიმს და არც თოვს. როცა თოვს, თოვლი არ დნება და მრავალი წლის განმავლობაში გროვდება ყინულის დიდ, სქელ ფენებზე, რომელსაც ყინულის ფურცლებს უწოდებენ. ანტარქტიდა შედგება უამრავი ყინულისგან, მყინვარების, ყინულის თაროებისა და აისბერგების სახით.

და ბოლოს, ყავის მოყვარულებს დააინტერესებთ ის ფაქტი, რომ ესპრესოს მწარმოებელი კოსმოში 2015 წელს გაემგზავრა. სამანტა კრისტოფორეტი იყო პირველი ასტრონავტი, რომელმაც მიიღო თბილი და მყუდრო სახლი ორბიტაზე ყოფნისას. იტალიის კოსმოსური სააგენტო მუშაობდა იტალიურ ყავის მწარმოებელ Lavazza-სთან ყავის კაფსულების კოსმოსში გასატანად.

ისტორიას თუ გადავხედავთ, მსგავს ფაქტებს მრავლად აღმოვაჩენთ და მთავარი ისაა, რომ არასოდეს მოვიწყენთ მათი გაცნობით.

წყარო: rd.com

კომენტარები

უცნაური ფატები 2022-07-18
ანო
Tags უცნაური ფატები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

დიდება ყოველთვის არ ბრწყინავს – ტრაგიკულად დაღუპული ვარსკვლავები

შემდეგი სტატია

ვლადიმერ პუტინი ირანში მიემგზავრება

მსგავსი სტატიები

ნათია მეგრელიშვილი: რატომ არ მოვითხოვეთ ჩვენი ბიჭების ძმათა სასაფლაოზე დასაფლავება, რატომ არ შევიკრიბეთ იმ საღამოს რუსთაველზე

ნათია მეგრელიშვილი: რატომ არ მოვითხოვეთ ჩვენი ბიჭების ძმათა სასაფლაოზე დასაფლავება, რატომ არ შევიკრიბეთ იმ საღამოს რუსთაველზე

ნინო ჩხეიძე 04 აპრ 2022
ინგა გრიგოლია: ესეც გაივლის! სირცხვილი ბათუმის თეატრს!!

ინგა გრიგოლია: ესეც გაივლის! სირცხვილი ბათუმის თეატრს!!

ნინო ჩხეიძე 02 ნოე 2022

ნინო კვიტაიშვილის განცხადების საფუძველზე ინგოროყვას კლინიკის ექიმი-ტრავმატოლოგი სამსახურიდან გაათავისუფლეს

12 ივნ 2018

უახლესი ამბები

  • რატი ბრეგაძე: სააკაშვილის ციხეში დაბრუნება არაა ერთი ხელის მოსმით გადასაწყვეტი

    რატი ბრეგაძე: სააკაშვილის ციხეში დაბრუნება არაა ერთი ხელის მოსმით გადასაწყვეტი

  • ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე დაინიშნენ

    ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე დაინიშნენ

  • გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი თბილისშია

    გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი თბილისშია

  • ფილმები დეტექტიური ჟანრის მოყვარულებისთვის

    ფილმები დეტექტიური ჟანრის მოყვარულებისთვის

  • ყავის საშუალებით შექმნილი მონა ლიზა

    ყავის საშუალებით შექმნილი მონა ლიზა

  • დღე ისტორიაში – 24 მარტი

    დღე ისტორიაში – 24 მარტი

  • თინა კანდელაკი: როგორც იქნა სამარშრუტო ტაქსებს “სოჭი-გაგრა” ღირსეული კონკურენტი გამოუჩნდათ, მატარებელ “ლასტოჩკას” სახით, რომელიც …

    თინა კანდელაკი: როგორც იქნა სამარშრუტო ტაქსებს “სოჭი-გაგრა” ღირსეული კონკურენტი გამოუჩნდათ, მატარებელ “ლასტოჩკას” სახით, რომელიც …

  • ლევან იოსელიანი: ციხის საავადმყოფოში დაბრუნება შეიძლება საშიში იყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის

    ლევან იოსელიანი: ციხის საავადმყოფოში დაბრუნება შეიძლება საშიში იყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის

  • “ლამის რელიგიური ფანატიზმისა და გახშირებული ცენზურის ეპოქაში უხამსობად შერაცხილი ნაწარმოებებისათვის დაჩა მარაინს სასამართლოში ხუთჯერ უჩივლებდნენ”

    “ლამის რელიგიური ფანატიზმისა და გახშირებული ცენზურის ეპოქაში უხამსობად შერაცხილი ნაწარმოებებისათვის დაჩა მარაინს სასამართლოში ხუთჯერ უჩივლებდნენ”

  • მამუკა გამყრელიძე: მგონი მართლა აპირებენ ფრენების აღდგენას და უვიზო მიმოსვლის შემოღებას. ერთადერთი კითხვა მრჩება …

    მამუკა გამყრელიძე: მგონი მართლა აპირებენ ფრენების აღდგენას და უვიზო მიმოსვლის შემოღებას. ერთადერთი კითხვა მრჩება …

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge