NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ჯანმრთელობა»თენგიზ ცერცვაძე: ჩვენ უნდა ვისწავლოთ კოვიდთან „თანაცხოვრება“

თენგიზ ცერცვაძე: ჩვენ უნდა ვისწავლოთ კოვიდთან „თანაცხოვრება“

17 ივლ 2022 ჯანმრთელობა 3021 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სავარაუდოდ, COVID პანდემია მალე არ დასრულდება და შენარჩუნდება, როგორც ერთ-ერთი რესპირაციული ინფექცია, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

ცერცვაზე საუბრობს, რა უნდა გავაკეთოთ, რომ თავიდან ავიცილოთ მისი ნეგატიური გავლენა ცხოვრების ხარისხზე და ქვეყნის ეკონომიკაზე.

„ბოლო პერიოდში საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, აღინიშნება COVID ახალი შემთხვევების მატება, რაც მოსალოდნელი იყო. მაგრამ ჯანდაცვის სისტემის ყველა რგოლი კარგად მომზადებული შეხვდა შემთხვევების მატებას, რისი უტყუარი დადასტურებაა ის, რომ არცერთი COVID ავადმყოფი არ რჩება დროული და ეფექტიანი სამედიცინო მომსახურების გარეშე. რის შედეგადაც ვახერხებთ, რომ გარდაცვალების შემთხვევები შევინარჩუნოთ მინიმალურ ნიშნულზე – დღეში 0 ან 1 გარდაცვალება.

ბოლო 4 თვის მანძილზე საქართველოში ვაქცინაციით დაბალი მოცვის და COVID ახალი შემთხვევების მატების მიუხედავად, ყოველ 1 მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით COVID გარდაცვალების შემთხვევები ბევრად, შეუდარებლად ნაკლებია, ვიდრე ამერიკაში, კანადაში, დიდ ბრიტანეთში, პრაქტიკულად მთელ ევროპაში (ერთეული გამონაკლისების გარდა) და ასე განსაჯეთ იმ ქვეყნებშიც კი, რომლებიც ტრადიციულად გამოირჩეოდნენ COVID შემთხვევების და გარდაცვალების დაბალი მაჩვენებლებით: სამხრეთ კორეა, ტაივანი, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ჰონგ კონგი, იაპონია, ისრაელი და ა.შ. გარდა ამისა, ქვეყანას აქვს COVID დადასტურებულ შემთხვევებს შორის გარდაცვალების პროცენტის – ე.წ. CFR (case fatality rate) მსოფლიოს 112 ქვეყანაზე დაბალი მაჩვენებელი (1,01%).

მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც იკვეთება ტენდენცია, რომ COVID პანდემია მალე არ დასრულდება და შენარჩუნდება, როგორც ერთ-ერთი რესპირაციული ინფექცია. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვისწავლოთ COVID-თან „თანაცხოვრება“ და სწორი ეპიდემიოლოგიური და კლინიკური მართვით შევინარჩუნოთ გარდაცვალების შემთხვევები დღევანდელ მინიმალურ ნიშნულზე და თავიდან ავიცილოთ COVID-ის ნეგატიური გავლენა ცხოვრების ხარისხზე და ქვეყნის ეკონომიკაზე. ამის გარანტია, ვაქცინაციით მოცვის გაზრდის (ბუსტერ დოზების ჩათვლით) გარდა, არის დროული დიაგნოსტიკა, დროული კომუნიკაცია ექიმთან და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის დროული დაწყება. სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ბოლო თვეების მანძილზე არცერთი COVID ავადმყოფი, ვინც დროულად ჩაიტარა დიაგნოსტიკა და შეასრულა ექიმის რეკომენდაციები, არ დამძიმებულა და მითუმეტეს არ გარდაცვლილა.

ყველამ უნდა იცოდეს, რომ ომიკრონის შტამებით გამოწვეული COVID-ის სიმპტომები პირველ დღეებში პრაქტიკულად არ განსხვავდება სხვა რესპირაციული ინფექციების სიმპტომებისაგან. ამიტომ აუცილებელია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე უკლებლივ ყველამ ჩავიტაროთ COVID ტესტირება, რაც უფასოა და ადვილად ხელმისაწვდომია და COVID-ის დადასტურების შემთხვევაში ზედმიწევნით შევასრულოთ ექიმის რეკომენდაციები. ყველამ გაითვალისწინოს, რომ დროული მიმართვის და საჭიროებისამებრ მკურნალობის დროული დაწყების შემთხვევაში პრაქტიკულად გარანტირებულია, რომ არ მოხდება პაციენტის დამძიმება და მითუმეტეს არ დადგება ლეტალური შედეგი. ყველამ აუცილებლად უნდა ვისწავლოთ COVID-ის პირობებში უსაფრთხოდ ცხოვრება და საქმიანობა. მინდა დაბეჯითებით ვურჩიო ყველა ოჯახის ექიმს და ყველა COVID კლინიკას სათანადო ჩვენების შემთხვევაში დროულად გამოიყენონ პაქსლოვიდი და/ან რემდესივირი. ამით ჩვენ გადავარჩენთ ათასობით COVID ავადმყოფის სიცოცხლეს“, – წერს თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

TOP თენგიზ ცერცვაძე კოვიდი 2022-07-17
ნინო ჩხეიძე
Tags TOP თენგიზ ცერცვაძე კოვიდი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მედია: უკრაინაში კიდევ ორი რუსი ოფიცერი მოკლეს

შემდეგი სტატია

ბექა ოდიშარია: ვკრეფ პოსტს და ვშლი. რამდენიმე კოლეგას გადავახადე, ნამეტანი ეპისტოლარული გამომივიდა და მითხრეს, იქნებ გერჩივნოს, რომ ჩამოხვალ მერეო…

მსგავსი სტატიები

4 155 ახალი შემთხვევა და 40 გარდაცვლილი – კორონავირუსით ინფიცირების მიმდინარე აქტიურმა შემთხვევებმა 50 ათასს მიაღწია

4 155 ახალი შემთხვევა და 40 გარდაცვლილი – კორონავირუსით ინფიცირების მიმდინარე აქტიურმა შემთხვევებმა 50 ათასს მიაღწია

ირაკლი შალიკაშვილი 22 ოქტ 2021
23 გარდაცვლილი და ინფიცირების 1 530 ახალი შემთხვევა

23 გარდაცვლილი და ინფიცირების 1 530 ახალი შემთხვევა

ირაკლი შალიკაშვილი 11 ოქტ 2021
ამირან გამყრელიძე: უნდა დავიცვათ მთავარი რკომენდაციები და შეზღუდვები, რაც დღეს ქვეყანაში მოქმედებს – არა დიდ ქორწილებს! არა დიდ ჭირის სუფრებს!

ამირან გამყრელიძე: უნდა დავიცვათ მთავარი რკომენდაციები და შეზღუდვები, რაც დღეს ქვეყანაში მოქმედებს – არა დიდ ქორწილებს! არა დიდ ჭირის სუფრებს!

ნინო ჩხეიძე 06 აპრ 2021

უახლესი ამბები

  • “არანაირი წასული 4 დეპუტატი არ არსებობს, „ქართული ოცნების“ ერთი ფრთა გამოსულია და აშშ-ის საელჩოს აკრიტიკებს”

    “არანაირი წასული 4 დეპუტატი არ არსებობს, „ქართული ოცნების“ ერთი ფრთა გამოსულია და აშშ-ის საელჩოს აკრიტიკებს”

  • „ოცნებიდან“ წასული დეპუტატები – გამოიკვეთა ხელისუფლებაზე საელჩოს შეტევის ახალი ხაზი, რომელიც საელჩოს და „ნაცმოძრაობის“ ლობისტის თომას ილვესის პირით გაახმოვანეს – ეს ის ილვესია, რომელიც საქართველოსგან ომის დაწყებას ითხოვდა

    „ოცნებიდან“ წასული დეპუტატები – გამოიკვეთა ხელისუფლებაზე საელჩოს შეტევის ახალი ხაზი, რომელიც საელჩოს და „ნაცმოძრაობის“ ლობისტის თომას ილვესის პირით გაახმოვანეს – ეს ის ილვესია, რომელიც საქართველოსგან ომის დაწყებას ითხოვდა

  • ნეკა დოროყაშვილი – ყოფილა შემთხვევა, ნიკოლოზს ჩემთვის მაცივრის წყალი დაუსხამს, იყო თმით თრევა, საჭმლის შეყრა – გარკვეულ წარმატებას როცა მიაღწია, გამომიცხადა: მეფე ვარო და მე უნდა მოვქცეულიყავი, როგორც ქვეშევრდომი

    ნეკა დოროყაშვილი – ყოფილა შემთხვევა, ნიკოლოზს ჩემთვის მაცივრის წყალი დაუსხამს, იყო თმით თრევა, საჭმლის შეყრა – გარკვეულ წარმატებას როცა მიაღწია, გამომიცხადა: მეფე ვარო და მე უნდა მოვქცეულიყავი, როგორც ქვეშევრდომი

  • რუსების მიერ ოკუპირებული ყირიმი დაკავშირებულია საწყობების აფეთქებასთან და დამპყრობლებისა და ქურდების სიკვდილის მაღალ რისკთან – დემილიტარიზაცია ამოქმედებულია

    რუსების მიერ ოკუპირებული ყირიმი დაკავშირებულია საწყობების აფეთქებასთან და დამპყრობლებისა და ქურდების სიკვდილის მაღალ რისკთან – დემილიტარიზაცია ამოქმედებულია

  • საქართველოს ბანკი Global Finance-მა ვაჭრობის დაფინანსებისთვის საუკეთესო ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში

    საქართველოს ბანკი Global Finance-მა ვაჭრობის დაფინანსებისთვის საუკეთესო ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში

  • ნინი გო­გაშ­ვი­ლი: მა­მა­ჩე­მი ვი­სი­თაც ამა­ყობ­და, ძმა და მე­გო­ბა­რი ეგო­ნა, დღეს ცი­ხე­ში მე­უღ­ლი­სა და შვი­ლე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბით ემუქ­რე­ბა ბი­ძი­ნას სა­ხე­ლით

    ნინი გო­გაშ­ვი­ლი: მა­მა­ჩე­მი ვი­სი­თაც ამა­ყობ­და, ძმა და მე­გო­ბა­რი ეგო­ნა, დღეს ცი­ხე­ში მე­უღ­ლი­სა და შვი­ლე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბით ემუქ­რე­ბა ბი­ძი­ნას სა­ხე­ლით

  • სალომე ზურაბიშვილი: დამწუხრებული ვარ ერევანში მომხდარი აფეთქების გამო

    სალომე ზურაბიშვილი: დამწუხრებული ვარ ერევანში მომხდარი აფეთქების გამო

  • ყველა იმ გადაწყვეტილებამ, რომელსაც ვიღებთ, არ უნდა გაურთულოს რუსეთის მოქალაქეებს დიქტატურისგან თავის დაღწევა

    ყველა იმ გადაწყვეტილებამ, რომელსაც ვიღებთ, არ უნდა გაურთულოს რუსეთის მოქალაქეებს დიქტატურისგან თავის დაღწევა

  • თბილისის მერია 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზების მომსახურებას დააფინანსებს

    თბილისის მერია 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზების მომსახურებას დააფინანსებს

  • ერევანში, “სურმალუს” სავაჭრო ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა

    ერევანში, “სურმალუს” სავაჭრო ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge