NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»კელი დეგნანი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებაზე – ნებისმიერი განცხადება, რომ მოხდა რაიმე ჩარევა, არ არის მართალი

კელი დეგნანი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებაზე – ნებისმიერი განცხადება, რომ მოხდა რაიმე ჩარევა, არ არის მართალი

15 ივლ 2022 პოლიტიკა 381 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ნებისმიერი განცხადება, რომ მოხდა რაიმე ჩარევა, არ არის მართალი, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის მიერ გავრცელებულ განცხადებას.

მისი თქმით, წლებია აშშ მუშაობს იმაზე, რომ საქართველოში იყოს დამოუკიდებული, გამჭვირვალე, მიუკერძოებელი და სამართლიანი სასამართლო სისტემა.

„ნებისმიერი განცხადება, რომ მოხდა რაიმე ჩარევა, არ არის მართალი. წლებია ამერიკის შეერთებული შტატები და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მუშაობს იმაზე, რომ საქართველოში იყოს დამოკიდებული, გამჭვირვალე, მიუკერძოებელი და სამართლიანი სასამართლო სისტემა იმიტომ, რომ ეს არის მთავარი ქვაკუთხედი კანონის უზენაესობისთვის, რისთვისაც ჩვენ ვმუშაობთ. ჩვენ გავაგრძელებთ ამაზე მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან ერთად. ეს არის მიზანი და ჯანსაღი დემოკრატიის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი – მიუკერძოებელი, გამჭვირვალე და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა”,- განაცხადა დეგნანმა.

კითხვაზე: რატომ გაუქმდა ამერიკის შეერთებულ შტატებში მოსამართლის ვიზიტი? დეგნანი პასუხობს:

„მე ამ კითხვაზე სხვის ნაცვლად პასუხს ვერ გავცემ”.

„თუმცა, გეტყვით, რომ ჩვენი პროგრამები არის ღია, მათ შორის სასამართლოს სისტემის წარმომადგენლებისთვის, ვისაც აქვს სურვილი, რომ დაუკავშირდნენ თავიანთ კოლეგებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, მოხდეს გამოცდილების გაცვლა. ვფიქრობ, ბევრი წარმატებული პროგრამა განხორციელდა. ეს იყო სასარგებლო, როგორც ქართველი მოსამართლეებისთვის, ასევე ამერიკელი მოსამართლეებისთვის. ჩვენი პროგრამები კვლავ ღიაა მათთვის, ვისაც სურვილი აქვს”,- განაცხადა დეგნანმა.

ცნობისთვის, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ განცხადება დღეს გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ შეხვედრა ჰქონდა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან, რომელმაც უთხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი და გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა.

როგორც მოსამართლე აცხადებს, მას აშშ-ს საელჩოს თანამშრომელმა უთხრა, რომ აშშ-ში გასამგზავრებელ მოსამართლეთა სიიდან ამოიღეს.

კომენტარები

TOP კელი დეგნანი ლაშა ჩხიკ­ვა­ძე 2022-07-15
ნინო ჩხეიძე
Tags TOP კელი დეგნანი ლაშა ჩხიკ­ვა­ძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სალომე ზურაბიშვილი: ძალიან ვწუხვარ იმ განცხადებების გამო, რაც ამერიკის ელჩის მიმართ ამჟამად კეთდება

შემდეგი სტატია

ოთო დარბაისელი: ფონს რომ მილამაზებს არის 120 მილიონიანი შუშის ხიდი, რომელიც ისეთი ფაქიზი და მსხვრევადი ყოფილა თურმე რომ შეიძლება მე და ჩემ ეტლს ვერ გაგვიძლოს

მსგავსი სტატიები

ირაკლი ღარიბაშვილი: წლის განმავლობაში, მთავარი გამოწვევა და პრობლემა მთელი მსოფლიოსთვის იყო უკრაინაში ომი, რუსეთის გაუმართლებელი სამხედრო აგრესია, რომელმაც თავდაყირა დააყენა მსოფლიო წესრიგი

ირაკლი ღარიბაშვილი: წლის განმავლობაში, მთავარი გამოწვევა და პრობლემა მთელი მსოფლიოსთვის იყო უკრაინაში ომი, რუსეთის გაუმართლებელი სამხედრო აგრესია, რომელმაც თავდაყირა დააყენა მსოფლიო წესრიგი

ნინო ჩხეიძე 26 დეკ 2022
გია ხუხაშვილი: თუ ხელისუფლებას ადრე ჰქონდა ის არგუმენტი, რომ …

გია ხუხაშვილი: თუ ხელისუფლებას ადრე ჰქონდა ის არგუმენტი, რომ …

ნინო ჩხეიძე 10 ივნ 2022
მართლმსაჯულების რეფორმირებისას პარლამენტს დასჭირდება სამოქალაქო საზოგადოების როგორც ექსპერტიზა, ასევე აქტიური მონიტორინგი

მართლმსაჯულების რეფორმირებისას პარლამენტს დასჭირდება სამოქალაქო საზოგადოების როგორც ექსპერტიზა, ასევე აქტიური მონიტორინგი

ირაკლი შალიკაშვილი 19 მაი 2021

უახლესი ამბები

  • დალასის ზოოპარკიდან მაიმუნები გაიტაცეს

    დალასის ზოოპარკიდან მაიმუნები გაიტაცეს

  • 7 საუკეთესო გზა გონების და აზროვნების გასავითარებლად

    7 საუკეთესო გზა გონების და აზროვნების გასავითარებლად

  • დღე ისტორიაში – 1 თებერვალი

    დღე ისტორიაში – 1 თებერვალი

  • კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

    კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

  • ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

    ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

  • გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

    გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

  • თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

    თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

  • ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

    ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

  • ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

    ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

  • რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

    რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge