NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ანრი ოხანაშვილი რიგგარეშე სესიაზე: პროცედურებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია დაფიქსირდება, თუმცა „ქართული ოცნება“ არ აპირებს ამ შოუში მონაწილეობას

ანრი ოხანაშვილი რიგგარეშე სესიაზე: პროცედურებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია დაფიქსირდება, თუმცა „ქართული ოცნება“ არ აპირებს ამ შოუში მონაწილეობას

15 ივლ 2022 პოლიტიკა 356 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ქართული ოცნება“ შოუში მონაწილეობას არ აპირებს – ძალიან რბილად რომ შევაფასოთ, ეს არის სრულიად ალოგიკური, არათანმიმდევრული და შეუსაბამო ამ 12-პუნქტიან გეგმასთან და მის სულისკვეთებასთან,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა პრეზიდენტის მიერ პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევის შეფასებისას განაცხადა.

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, რიგგარეშე სესია ჩატარდება მაშინ, როგორც კი ამის ობიექტური საჭიროება იქნება, რათა „სამუშაო პროცესიდან საკომიტეტო და პლენარულ ფორმატზე გადავიდნენ“.

„12 პუნქტიდან პირველი მიუთითებს იმაზე, რომ საჭიროა მხარეებმა დეპოლარიზაციაზე იმუშაონ. ამის მთელი არსი ისაა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლონ, ერთმანეთთან დაჯდომა, მუშაობა, საკითხების განხილვა და მომზადება. მივიღეთ რა – საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც თვითონ საუბრობს ხოლმე შერიგებაზე, დეპოლარიზაციაზე, ახლა არის ინსტრუმენტი და ხელს უწყობს, რომ ამ ყველაფერმა, იმის მიუხედავად, რომ საკითხები, რომელიც ჯერ ჩვენ უნდა განგვეხილა მრგვალ მაგიდასთან, გვემსჯელა და ისე გაგვეტანა პლენარულ სხდომაზე, პოლიტიკური სახე მიიღოს და მხარეებს მიეცეთ პოლიტიკური ტრიბუნა, რათა პოლიტიკური შეფასებები გაკეთდეს.

პოლიტიკური შეფასება ყველას მხრიდან გაკეთებულია იმის შესახებ, რომ გვაქვს 12 პუნქტი და ის არის შესასრულებელი, ამას სჭირდება მუშაობა და არა ტრიბუნა. როგორც კი დაგვჭირდება ამ 12 პუნქტიდან გამომდინარე საკითხებზე სესია, ამას ვერავინ დაგვასწრებს, რადგან ეს საქმეზეა დამოკიდებული, ეს მოცემულობა გვაქვს. რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ გუნდი ამ შოუში მონაწილეობას არ მიიღებს. ვაგრძელებთ მუშაობას 12 პუნქტის თითოეულ პუნქტზე და ველოდებით ოპოზიციას მომდევნო კვირას, ანტიოლიგარქიული საკითხების განხილვისთვის შესაბამის ფორმატში“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კითხვაზე, პლენარული სესიის მიუხედავად, ჩატარდება თუ არა საკომიტეტო სხდომები, ოხანაშვილი ამბობს, რომ კონკრეტულ პროცედურებზე მმართველი გუნდის პოზიცია ოფიციალურად დაფიქსირდება.

„პროცედურებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია დაფიქსირდება, თუმცა „ქართული ოცნება“ არ აპირებს ამ შოუში მონაწილეობას. ჩვენ ვაკეთებთ საქმეს, ვმუშაობთ თითოეულ პუნქტზე, მათ შორის ოპოზიციის იმ წარმომადგენლებთან ერთად, ვინც იღებენ მონაწილეობას 12 პუნქტის შესახებ სამუშაო პროცესში. გვქონდა სასამართლოსთან და დეპოლარიზაციასთან დაკავშირებით შეხვედრა, მომდევნო კვირას გვექნება შეხვედრა შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელებთან, რომლებიც მითითებულნი არიან 12 პუნქტიან გეგმაში, ასევე ანტიოლიგარქიულ კანონთან დაკავშირებულ საკითხზე; ვგეგმავთ ივლისშივე სასამართლოსთან დაკავშირებით მეორე შეხვედრას. ეს არის საქმიანი და არა შოუს ფორმატი. სამწუხაროდ, ამის ინსტრუმენტალიზაცია ხდება საქართველოს პრეზიდენტის ხელით“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

TOP ანრი ოხანაშვილი 2022-07-15
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ანრი ოხანაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პრეზიდენტი ოპოზიციის მიმართვას ითვალისწინებს და რიგგარეშე სესიას იწვევს

შემდეგი სტატია

BBC: უკრაინა რუსეთს სთხოვს, არ ისროლონ სვიატოგორსკის ლავრაში და ხალხს ევაკუაციის საშუალება მისცენ

მსგავსი სტატიები

ვმუშაობთ გეგმაზე, რომელიც სწრაფად მიგვიყვანს იქამდე, რომ ქვეყანაში იქნება გარღვევა და დაინიშნება ვადამდელი არჩევნები – პოლიტიკური საბჭო დღეს ამ გეგმებთან დაკავშირებით იმართება

ვმუშაობთ გეგმაზე, რომელიც სწრაფად მიგვიყვანს იქამდე, რომ ქვეყანაში იქნება გარღვევა და დაინიშნება ვადამდელი არჩევნები – პოლიტიკური საბჭო დღეს ამ გეგმებთან დაკავშირებით იმართება

ირაკლი შალიკაშვილი 10 იან 2022
საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ახლა საშუალება აქვს, გადავტეხოთ და დავამთავროთ 30-წლიან სიცრუეში ცხოვრება

საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ახლა საშუალება აქვს, გადავტეხოთ და დავამთავროთ 30-წლიან სიცრუეში ცხოვრება

ირაკლი შალიკაშვილი 25 ნოე 2020

თავდაცვის მინისტრის ორმხრივი შეხვედრა ჯეიმს აპატურაისთან

12 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • ამანი, იორდანია –  სამეფო ქორწილი (ვიდეო)

    ამანი, იორდანია – სამეფო ქორწილი (ვიდეო)

  • ახალციხეში, ყირიმ–კონგოს ცხელებით ექიმი გარდაიცვალა

    ახალციხეში, ყირიმ–კონგოს ცხელებით ექიმი გარდაიცვალა

  • ფილმები, რომლებიც ზაფხულში აუცილებლად უნდა ნახოთ

    ფილმები, რომლებიც ზაფხულში აუცილებლად უნდა ნახოთ

  • დღე ისტორიაში – 4 ივნისი

    დღე ისტორიაში – 4 ივნისი

  • რანინა –  სოსო ჩაჩუა – „სომხური შალახო“  (ვიდეო)

    რანინა – სოსო ჩაჩუა – „სომხური შალახო“ (ვიდეო)

  • გიორგი კირთაძე: „Говорит Москва” – ამ წარწერის გამო ბათუმში აქციის მონაწილეები დააკავეს

    გიორგი კირთაძე: „Говорит Москва” – ამ წარწერის გამო ბათუმში აქციის მონაწილეები დააკავეს

  • ნიკა გვარამიას მიმართვა: დაივიწყეთ ურთიერთწყენები და შეეშვით წარსულს, საბოლოო გამარჯვება მხოლოდ ასე მოვა

    ნიკა გვარამიას მიმართვა: დაივიწყეთ ურთიერთწყენები და შეეშვით წარსულს, საბოლოო გამარჯვება მხოლოდ ასე მოვა

  • ბესო სოლომანაშვილი: საბჭოთა პასპორტები ამოქექეთ, გადაგიცვლიან თურმე უფასოდ რუსულზე

    ბესო სოლომანაშვილი: საბჭოთა პასპორტები ამოქექეთ, გადაგიცვლიან თურმე უფასოდ რუსულზე

  • ილიაუნის რექტორი ნინო დობორჯგინიძე: 2010 წელს ნამდვილად შემემთხვა უმძიმესი ავარია, რომლის დროს დაიღუპა ჩემი ერთადერთი დისშვილი. ამ ამბავმა არა მარტო ჩემი, არამედ მთელი ჩემი ოჯახის, მათ შორის პატარა ბავშვების ცხოვრება შეცვალა

    ილიაუნის რექტორი ნინო დობორჯგინიძე: 2010 წელს ნამდვილად შემემთხვა უმძიმესი ავარია, რომლის დროს დაიღუპა ჩემი ერთადერთი დისშვილი. ამ ამბავმა არა მარტო ჩემი, არამედ მთელი ჩემი ოჯახის, მათ შორის პატარა ბავშვების ცხოვრება შეცვალა

  • რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

    რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge